• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

gariba“აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი ცენტრალში” განაცხადა, სადაც ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანზიტული მატარებელი შემოვიდა. მისი თქმით, დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა.

“დღეს მართლაც ისტორიული დღეა. აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს გაივლის პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს. “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში “აბრეშუმის გზა” იყო ყველაზე მნიშვნელვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, “აბრეშუმის გზით” ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დრო 5-ჯერ მცირდება. “აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ 40 დღე. ხოლო “აბრეშუმის გზა” ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ვაწარმოოთ ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაიგზავნოს”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. “ჩვენ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა 2 წლის წინ. მაშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ ჩავატარეთ აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა, 500 წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყო წარმატებული დაწყება. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩინეთთან განსაკუთრებით დავაახლოეთ და გავარღმავეთ ურთიერთობები ბოლო 2 წლის განმავლობაში. ვიყავი ჩინეთში ვიზიტით, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დაიწყებოდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა ქუმსიშვილმა ჩინეთში ხელი მოაწერა აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მემორანდუმს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა, ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს – ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ – პრემიერი

3 years ago

“ვიცე-სპიკერი უნდა იყოს აჭარის რეგიონიდან ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა არა მურმან დუმბაძე”

12 years ago
იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

11 years ago
მალიში 2017 წელს გატაცებული კოლუმბიელი მონაზონი გაათავისუფლეს

მალიში 2017 წელს გატაცებული კოლუმბიელი მონაზონი გაათავისუფლეს

5 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by