• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩემი საქმიანობა არის საყვარელი საქმე, რომელიც ასევე სერიოზული ბიზნესია“ – ნინო ზამბახიძე

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, კატეგორიის გარეშე, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ჩემი საქმიანობა არის საყვარელი საქმე, რომელიც ასევე სერიოზული ბიზნესია“ – ნინო ზამბახიძე
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს „ქოლგა“ ორგანიზაციას, დღესდღეობით,  1500-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს. ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობაში, იგი ადვოკატირებას უწევს ფერმერებისა და კერძო სექტორის საჭიროებებს.

წევრები და დაინტერესებული მხარეები სარგებლობენ ორგანიზაციის მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორიცაა ბაზრის კვლევა, ყოველთვიური ანგარიშები, კერძო სექტორის საჭიროებათა შეფასება, შესაძლებლობათა აუდიტი დას ხვა. ორგანიზაცია ყველასთვის ცნობილ ქალ ფერმერთან და მეწარმესთან ასოცირდება. ნინო ზამბახიძემ იგი 2012 წელს დაარსა. მისთვის დაბრკოლებები არ არსებობს და ფიქრობს, რომ მეწარმეული სულისკვეთება ყოველთვის ჰქონდა. აგრო სექტორში მუშაობის გამოცდილებამ მისცა საშუალება დაკვირვება მოეხდინა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზე. „არ არსებობს ფერმერთა ბაზები, ვინ რას აწარმოებს და კიდევ, დეფინიცია ფერმერიც კი არ გვაქვს.  ვინ არის ფერმერი?“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო ზამბახიძე. წარმატებული მეწარმე და ფერმერი რთულ საქმიანობას სწავლასაც უთავსებს და ცდილობს მრავალმხრივ განავითაროს თავისი საქმიანობა.

„თბილისი თაიმსს“ ნინო ზამბახიძე საკუთარი ბიზნესის, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემებისა და ფერმერთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა.

12388314_1087914524573156_1893506699_n (1)

მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ, რას საქმიანობდით სანამ საკუთარ ბიზნესს დაიწყებდით … – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში ინგლისური ენა და ლიტერატურა დავამთავრე, შემდეგ ამერიკაში წავედი სასწავლებლად, იქიდან კი  ვეცადე ბიზნესი ამეწყო, რომელიც სამწუხაროდ კრახით დამთავრდა. ამის შემდეგ, ერთ ბერძენთან ვმუშაობდი თანაშემწედ საქართველოში, სწორედ მის ხელში გავიარე ბიზნესის საფუძვლები. გარკვეული მიზეზების გამო მან საქართველო დატოვა  და ასე აღმოვჩნდი აუდიტორულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად. საკუთარი ბიზნესი დავიწყე ყავის და ჩაის იმპორტითა და დისტრიბუციით. აქ გავიცანი ჩემი ახლანდელი ბიზნეს პარტნიორი რომელთან ერთადაც უკვე 16 წელია ვმუშაობ, შემდეგ გავხდი  ორგანიზაციის „მოახდინე ინვესტირება მომავალში“,  რომელიც ჰილარი კლინტონის პატრონაჟით ხორციელდება, ქვეყნის საპატიო კოორდინატორი. ამჟამად კი,  გრენობლის ეკონომიკური სკოლის მაგისტრატურას ვამთავრებ.

როდის დაინტერესდით მეწარმის პროფესიით?

– მგონია რომ, მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა. ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი ბიზნესი. ეს სურვილი, ჯერ კიდევ, ამერიკიდან მომყვებოდა, იმ დღიდან,  როდესაც  პირველად ვნახე კონცეფცია – „თან წაიღე ყავა“. ამას შემდეგ მოჰყვა ჩემი კარიერა აგრო სექტორში, რომელიც სასაცილო ისტორიას – ორ ძროხას უკავშირდება. ასე დავიწყე ყველაფერი და გავხდი 2007 წელს ფერმერი. გავაკეთე ყველის, კორმის საწარმო. ავაშენე ფერმა, ვაშლის ბაღი და ხილის და ბოსტნეულის შენმახველი სამაცივრე მეურნეობა, ხოლო შემდეგ უკვე ფერმერთა ტრეინინგ ცენტრი. აქ უნდა ავღნიშნო ისიც, რომ რეგიონში ყველა დონორ ორგანიზაციასთან მაქვს ნამუშევარი და სრულყოფილი მეწარმე მათი წყალობით ვარ.

რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ „ფერმერთა ასოციაცია“?

– როდესაც სოფელში გადავედი საცხოვრებლად უამრავი პრობლემა დამხვდა, რომელსაც მიუხედავად, ჩემი სანაცნობო წრისა ვერ ვაგვარებდი. ამიტომ გადავწყვიტე თანამოაზრეები შემომეკრიბა და 2012 წელს დავაარსე ფერმერთა ასოციაციაა, რომელიც დღეს უკვე 1500 მეტ ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ასოციაციის შესახებ,რომ მოგვიყვეთ, რა ორგანიზაციაა და როგორი სტრუქტურა აქვს?

– ფერმერთა ასოციაცია არამომგებიანი ორგანიზაციაა, ჰყავს თავისი გამგეობა, წევრი ფერმერები, ასოცირებული წევრები, მრჩეველთა საბჭო, ხოლო ახლა ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტად ავირჩიეთ ყოფილი ევროკავშირის ატაშე, სოფლის მეურნეობის დარგში, ხუან ეჩანოვე. ძირითადათ სამი მიმართულებით ვმუშაობთ, ვართ შუამავალი რგოლი ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის, კონსოლიდირებულად ვაწვდით პრობლემებს ხელისუფლებას და მათ მოგვარებას ვცდილობთ. ფერმერმერებს ვეხმარებით მათ მიერ მოწეული პროდუქციის რეალიზაციაში და ამასთანავე,ვეწევით ფერმერების პიარ კამპანიას რადგანაც ვთვლით, რომ ფერმერი პატრიოტია  და მათ შესახებ ყველამ უნდა გაიგოს!

12394517_1087914697906472_1540260691_o

როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობაშია და რა როლი აქვს ფერმერთა ასოციაციას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში?

– პრობლემებს, რა გამოლევს… დარგი წლებია მიტოვებული იყო და ახლა იწყებს ნელ-ნელა განვითარებას. ძირითადი პრობლემა განათლებაა, რომლის გარეშეც მერწმუნეთ ეკონომიკის განვითარება რთულია. ფერმერებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, არ არის მოქნილი სათანადოდ სადაზღვევო მექანიზმი. ჭირს იაფი რესურსების ხელმისაწვდომობა, კერძოდ, კი დამწყები ბიზნესების დაფინანსება ბანკების მიერ არ ხორციელდება, საჭიროა მიწის კადასტრიზაცია, რომ გვქონდეს ინფორმაცია კერძო, თუ სახელმწიფო საკუთრებაში მიწის, რა ფართობებია, არ არსებობს ფერმერთა ბაზები, ვინ რას აწარმოებს და კიდევ, დეფინიცია ფერმერიც კი არ გვაქვს.  ვინ არის ფერმერი?

როგორ აღიქვავთ საკუთარ საქმიანობას, ბიზნესად თუ საყვარელ საქმედ?

– ჩემი საქმიანობა არის საყვარელი საქმე, რომელიც ასევე სერიოზული ბიზნესია. აქამდე სოფლის მეურნეობა ბიზნესად აღქმული არ იყო, რიგ შემთხვევაში ხალხს ღიმილსაც გვრიდა, თუმცა ამ დარგის „გაბიზნესებას“ ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ხელისუფლებამ, არასამთავრობო თუ დონორმა ორგანიზაციებმა და რაც მთავარია ჟურნალისტებმა.

რთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად,როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და თქვენს საქმიანობას?

– ვერ ვუთავსებ. რთული გრაფიკის გამო ოჯახი დამენგრა და ჩემდა სამწუხაროდ, ბავშვებს დიდი ყურადღებას ვერ ვაქცევ. რეგიონებში სიარულს დიდი დრო მიაქვს, იმედს ვიტოვებ რომ მათ კარგ სახელს დავუტოვებ, რითაც ერთ დღეს იამაყებენ. ჩემი ოჯახი დედაჩემს აბარია.  მის გარეშე წარმატებული ვერ ვიქნებოდი, თუმცა ჩემი შვილების დამსახურებაც დიდია არც ისენი მირთულებენ ცხოვრებას და მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ!

რა არის თქვენთვის მუშაობის პროცესში მიუღებელი და ყველაზე მეტად, რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის მანძილზე?

– სირთულეები ბევრია განსაკუთრებით, შენთვის უცხო დარგში, როდესაც იწყებ მუშაობას. რაც ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს მაღალკვალიფიცირებული კადრის დეფციტია, რაც შეეხება მუშაობის პროცესს ყველაფერს გაგებით ვეკიდები, გარდა უპასუხისმგებლობისა.

რა არის თქვენი სისუსტე?

– ალბათ ჩემს ემოციურობას გამოვყოფდი, როგორც სისუსტეს.

ნინო ზამბახიძე - ფერმერი

ადგილი, სადაც სიამოვნებით ისვენებთ, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბოლოს, სად დავისვენე აღარ მახსოვს. ძალიან ადრე მივდივარ სამსახურში და ღამე ათზე ან თერთმეტზე მოვდივარ. იმდენად დაღლილი ვარ, რომ მეგობრებსაც კი ვერ ვნახულობა. სოციალური ქსელის მადლობელი ვარ, გვიან დაღლილი გადავავლებ თვალს, მოვინახულებ მეგობრებს და განცდა მაქვს, რომ მთელი დღე მათან ერთად გავატარე.

როგორია თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევთ ახალგაზრდა მეწარმეებს?

– პირველი – უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა წარუმატებლობა წარმატების საწინდარია, მეორე – რაც არ კლავთ აძლიერებთ, და მესამე –  გულით უნდა უნდოდეთ და  სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ და აუცილებლად გამოუვათ.

რა არის თქვენი, როგორც მეწარმის  სამომავლო გეგმები?

– მე ერთი თვისება მაქვს არასდროს  ვარ კმაყოფილი იმით, რაც შევქმენი და ახალახალს ვიგონებ. 2015 წელს უკვე არაფერს ვგეგმავ, ხოლო 2016 წელს მაგისტრატურას ვამთავრებ და ალბათ, ჩემს ფერმერულ მეურნეობას განვავითარებ, ხოლო ფერმერთა ასოციაციისთვის კი სტრატეგია დაწერილი მაქვს და ამ მიმართულებით მის სრულყოფაზე ვაპირებ მუშაობას.

ნათია კეკენაძე

ნათია

Share6Tweet4

ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

საინტერესო

გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

8 years ago
“იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა…” – რას წერს ლევან პირველის მეგობარი

“იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა…” – რას წერს ლევან პირველის მეგობარი

2 years ago

„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ პროექტებისთვის სერვისის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

10 years ago
“საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია”

სასულიერო პირები დეკანოზ მამალაძესთან საპატიმროში 12:00 საათზე შევლენ

9 years ago

ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი, და მისი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. 3 ოქტომბერს, ჟულებსკის...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by