• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ აფასებს გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მუშაობას?!

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორ აფასებს გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მუშაობას, რამდენად ახლოსაა ჩვენი ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან და რა როლი აქვს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში. ამ თემებთან დავაკშირებით The Tbilisi Times ესაუბრა გერმანელ ჟურნალისტს, სილვია შტიობერს, რომელიც 2007 წლიდან მუშაობს პოსტ-საბჭოთა სივრცის და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასისს თემატიკაზე.

tema

პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვითარდება პროცესები. ევროპა შიშიდან გამოდის და მოქმედებაზე გადადის. გააქტიურდა ამერიკაც. რუსეთი ახლო აღმოსავლეთის პროცესში მანამდეც იყო ჩართული. რჩება შთაბეჭდილება, რომ მესამე მსოფლიო ომია დაწყებული. თქვენ როგორ შეაფასებდით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ?

– მესამე მსოფლიო ომის მინიშნებები არაფრის მომცემია ამ შემთხვევაში და მხოლოდ შიშსა და საფრთხის განცდას აღვივებს. თუმცა მდგომარეობა, პირველყოვლისა ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბუნდოვანია და თან ძალიან დინამიურად ვითარდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ამ რეგიონში საპირისპირო ინტერესების მქონე ბევრი ქვეყანაა ჩართული. რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოები მოწადინებული არიან კონფლიქტში ჩართვით გაზარდონ საკუთარი გავლენა სირიაში მიმდინარე პროცესებზე. ამასთან, ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა მათთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ხშირ შემთხვევაში არც კი სურთ მასთან ბრძოლა.

რაც შეეხება აშშ-ს და ევროკავშირს, მათ მარტო არ შეუძლიათ ისის-ის დამარცხება, სჭირდებათ მოკავშირეები ადგილზე რათა ისის-ს მომარაგების წყაროები  გადაუკეტონ. ანუ აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა დაარწმუნონ საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, თუმცა ასევე თურქეთი და რუსეთი, ისისთან ბრძოლის აუცილებლობაში და მათთან დროებით ითანამშრომლონ. თუმცა ისინი არ უნდა იქნან ჩათრეულნი კონფლიქტში შიიტებსა და სუნიტებს შორის, ასევე რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირებაში.რუსეთი თავის მხრივ ასადის მხარდაჭერით აქტიურად არის ჩაბმული შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებაში.თუმცა სულ უფრო მეტი ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ ისისი ძალიან გაძლიერდა. ამიტომ არსებობს შანსი, რომ ვენაში მოლაპარაკებების პროცესი თუნდაც შეზღუდული სამშვიდობო შეთანხმებით დამთავრდეს.

ყველაფერ იმის ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ პოლიტიკას გაატარებს ევროპა და აშშ–ი საქართველოს მიმართ?

– მიუხედავად იმისა რომ საქართველო და კავკასისს რეგიონი ამჟამად სხვა კონფლიქტების ყურადღების ჩრდილში მოექცა, ექსპერტებისთვის და ამ სფეროთი დაკავებული პოლიტიკოსებისთვის ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონი რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას შორის მდებარეობს. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და ასევე მიგრაციის საკითხებში და ამით ნატოს და ევროკავშირს საკუთარი მნიშვნელობა აჩვენოს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველომ დემოკრატიისკენ სვლა არ შეაჩეროს და ეკონომიკის მხრივაც უფრო მეტად განვითარდეს. საქართველოს დემოკრატიული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის რეგრესის ფონზე.

თუ როდის შეასრულებს ნატო თავის პირობას საქართველოს გაწევრიანების შესახებ ძნელი სათქმელია. თუმცა 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მიღებული „არსებული პაკეტი“ უმნიშვნელო სულაც არ არის. საქართველომ შეიძინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საფრანგეთისგან. ქართულ ჯარს ეხმარებიან თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ნატოს სულ უფრო მეტი წარმომადგენელი, მათ შორის გერმანული ბუნდესვერიდან, მოღვაწეობს მრჩევლად საქართველოში. გერმანიის ფედერალური მთავრობა დიდად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო სიდიდით მეორე კონტიგენტს წარმოადგენს ავღანეთში.

მას შემდეგ რაც გერმანია 2016 წელს ეუთოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს, ერთერთი მიზანი იქნება სამხრეთ კავკასიაში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების კიდევ უფრო გააქტიურება.

როდიდან შეიძლება ელოდოს ჩვენი ქვეყანა ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას? თქვენი პროგნოზები როგორია…

– შესაძლოა ეს მოხდეს მომავალი წლიდან. გადაწყვეტილება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე სურთ თუ არა პოლიტიკური გადმოსახედიდან საქართველოსთვის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება. ვიზალიბერალიზაცია უფრო ეხება მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებს, მაგალითად ისეთ პრობლემებს როგორიცაა ტერორიზმის და ლტოლვილთა დიდი ნაკადები. შესაბამისად საქართველოს მთავრობამ მაგალითად უნდა უზრუნველყოს რომ საზღრვები დაცული იყოს და სასაზღრვო კონტროლი სწორად განხორციელებული.

როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის მუშაობას დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, რამდენად ახორციელებს ხელისუფელბა იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს?

– როგორც გარე დამკვირვებელს, შემექმნა შთაბეჭდილება რომ საქართველომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით დიდი ნაბიჯი გადადგა. ქართული ოცნების მთავრობა შეეცადა პენსიების გაზრდისა და საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებით სოციალური ფონის გაუმჯობესებას. თავდაპირველად მდგმომარეობა გაუმჯობესდა მედიის კუთხითაც,თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო იმატა იმის ნიშნებმა რომ ქართული ოცნების კოალიცია ძალაუფლების შენარჩუნებით მეტისმეტადაა დაინტერესებული. პრობლემატურია რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კულისებს მიღმა კვლავ გადაწყვეილების მიმღებ პირად ითვლება. ამასთან კვლავ მაღალი რჩება უმუშევრობის დონე ხოლო სასამართლო სისტემა ყოვლისმომცველად არ არის რეფორმირებული. ასე მაგალითად რუსთავი ორის ირგვლივ მიმდინარე პროცესმა დაბადა კითხვები თუ რამდენად ხდება მოსამართლეთა გადაწყვეტილებებში პოლიტიკური ჩარევა და ხომ არ ხდება კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება. ასევე დამაფიქრებელია რომ იმის ნაცვლად რომ მთლიანად რეფორმებზე იყოს გადართული ქართული ოცნება კვლავ წინა მთავრობის დასჯაზეა კონცენტრირებული.

როგორია თქვენი მოსაზრება, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით? რამდენად ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან საქართველო?

– პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან შედარებით დემოკრატიული განვითარების მხრივ საქართველო მოწინავე ქვეყანაა და ბევრ სფეროში სამაგალითო ქვეყანაა. ამის მიზეზი ისიცაა რომ სხვა ქვეყნები, ისეთი როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი, რეგრესს განიცდიან. აღსანიშნავია სიცოცხლით აღსავსე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. მიუხედავად იმისა რომ 2016 წლის საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია სავარაუდოდ ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს, ამომრჩეველს აქვს დიდი არჩევანი სხვადასხვა პარტიებსა და პოლიტიკურ მიმართულებებს შორის. დამაფიქრებელია სუსტი ეკონომიკური განვითარება. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის გარეშე საქართველოში ბევრი ადამიანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას ვერ მოახერხებს.

კითხვის ნიშნებს ბადებს ასევე ბევრი მოქალაქის დამოკიდებულება ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ამ შემთხვევაში ხშირად კრიტიკულად ფასდება მართლმადიდებლური ეკლესიის როლი.

 ნანუკა მაღლაკელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

შსს – დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი

7 years ago
ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

8 years ago
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში Covid-19 კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა

6 years ago

“რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ატარებს გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს”

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by