• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროკურატურასაქართველოს მთავარი პროკურატურა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 4 იანვარს მომხდარი შემთხვევის დეტალებზე და ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის გამოყენების საჭიროებაზე.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათისათვის, ირაკლი კირკიტაძე ავტომანქანით მივიდა დიღმის მასივში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეამჩნია მისთვის მიუღებელ ადგილზე მდგომი მეზობლის კუთვნილი ა/მანქანა. ირაკლი კირკიტაძე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯერ უწყვეტი ხმოვანი სიგნალით, ხოლო შემდგომ უცენზურო სიტყვებით თავისთან უხმობდა ა/მანქანის მეპატრონეს. ხმაურზე მალევე მივიდა ა/მანქანის მეპატრონის შვილი, რომელსაც კირკიტაძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავდროულად, ხმაურზე შეკრებილი სხვა მეზობლები და სტუმრად მყოფი პირები მოუწოდებდნენ ამ უკანასკნელს სიმშვიდისაკენ, მაგრამ კირკიტაძემ დაწყნარების სანაცვლოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, მანქანასთან მისულ მეპატრონის შვილს დაემუქრა მოკვლით და იარაღის ტარის მეშვეობით მიაყენა სხეულის დაზიანება. ამასთანავე იგი განაგრძობდა უმისამართო გინებას. მისი ამ ხულიგნური ქმედების აღკვეთა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ. ჩადენილი ქმედების გამო, 2016 წლის 6 იანვარს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მოქალაქე ირაკლი კირკიტაძე და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი კირკიტაძეს ბრალი ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მისი ქმედება გამოირჩეოდა ძალადობრივი ხასიათით, დანაშაული ჩადენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც დამატებით საფრთხეს ქმნიდა გარშემომყოფთათვის, აგრეთვე მას ადრე უკვე ქონდა ჩადენილი ანალოგიური სახის დანაშაული კერძოდ კი გასამართლებული იყო ხულიგნობის ჩადენისა და სხეულის დაზიანებისათვის. ამასთან, ბრალდებული და დაზარალებული იყვნენ მეზობლები, რაც ქმნიდა მოწმესა და დაზარალებულებზე ზემოქმედების საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით. სასამართლომ გაიზიარა რა პროკურატურის მყარი არგუმენტები, ბრალდებულ ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთ ღონისძიებად შეურჩია პატიმრობა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს”, – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

მსოფლიო ლიდერები საქართველოს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ულოცავენ

მსოფლიო ლიდერები საქართველოს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ულოცავენ

11 years ago

კატარულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განახორციელოს

10 years ago
სახის მოვლის სწრაფი მეთოდები ყველაზე დაკავებული ქალბატონებისთვის

სახის მოვლის სწრაფი მეთოდები ყველაზე დაკავებული ქალბატონებისთვის

10 years ago
“ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშვებს”

“სასამართლოს დასჭირდება გაჯანსაღება, იქნება ეს რეფორმირების თუ სხვა კუთხით”

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by