• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესს ახალი ინიციატივები გააცნო

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკამოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Frontოფისის შექმნა, – ახალი ინიციატივები ბიზნესს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პირადად გააცნო.

პრემიერი 20-მდე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს იმ უმთავრეს პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომლებზეც მთავრობა უახლოეს მომავალში, დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას წარადგენს.

სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, პრიორიტეტულია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე – რეგიონების განვითარება და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს.

„მინდა, ყველა თქვენგანი გრძნობდეს, რომ არის მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – მიმართა პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.

  • საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს;
  • იგეგმება – საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს შემოფარგლული;
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა მუშაობს
    ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა, ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები;
  • განხორციელდება ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია;
  • დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები.

მთავრობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება. „ეს იქნება საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ეს ასევე ითვალისწინებს მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას“, – განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები, თუმცა, ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალობის და ჩართულობის კონტროლს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.

პრემიერ-მინისტრი მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას გეგმავს რეგიონების განვითარებაზე.

„ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო – სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა და ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ. ამიტომ, ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული ინფრასრტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდეს რეგიონში არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, სერიოზული რეფორმებია განსახორციელებელი საგანმანათლებლო სისტემაში.

უპირველეს ყოვლისა, საუბარია სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდასა და უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული მოთხოვნების დინამიურ კვლევას დაეფუძნება.

„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად სწორად დაიხარჯოს სამთავრობო რესურსი და არ ვაწარმოებდეთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რასაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობა, უმთავრესი პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, თითოეული სამინისტროს პორტფელის პრიორიტეტიზაციის პროცესშია. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები სამი კრიტერიუმით გამოვლინდება – რამდენად აქტუალურია საკითხი საზოგადოებისთვის, არის თუ არა ის თანხვედრაში ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და როგორია მისი გადაჭრის რესურსი.

 

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

„ქართული ოცნება“ – მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი

„ქართული ოცნება“ – მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი

7 years ago

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2016 დაიწყო

11 years ago
დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

6 years ago

ფულის გაიაფების ერთი ინსტრუმენტი ანუ როგორ უნდა ჩამოვწეროთ დავალიანება

12 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by