• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გაზპრომი“ – ალტერნატიული გზების ძიება, თუ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობა

10 years ago
in ექსკლუზივი, კატეგორიის გარეშე, მთავარი მოვლენები
A A
„გაზპრომი“ – ალტერნატიული გზების ძიება, თუ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის/ვიცე-პრემიერის კახა კალაძის მიერ „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრა აქტუალობას არ კარგავს. „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა,  ე.წ. „რუსული გაზის“ შემოსვლასთან დაკავშირებულ პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს გამოყოფენ .

საჭირო იყო თუ არა, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების დაწყება, როგორ შეცვლის „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს და გაიაფდება თუ არა გაზის ტარიფი? თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას.

თორნიკე შარაშენიძეGIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე:

რა რისკებს უკავშირდება „გაზპრომთან“ შესაძლო დაახლოება, მოექცევა თუ არა საქართველო რუსეთის პოლიტიკის ქვეშ?

 – ამ ეტაპზე არ არის საუბარი იმაზე, რომ „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მოწოდება აუცილებლად გაიზარდოს. „გაზპრომთან“ დაკავშირებული რისკი არის ის, რომ მასთან ყველა გარიგება არაგამჭირვალეა, ამიტომაც არსებობს საშიშროება კორუფციის და ჩვენი მთავრობა შეუძლია დაიყოლიოს არასწორი მოქმედებებისკენ. ვინაიდან ბოლომდე არაფრის გამორიცხვა შეიძლება,   მოსაზრებას რუსეთის პოლიტიკის გავლენის ქვეშ მოქცევასთან დაკავშირებით ვერც მე უარვყოფ.

არსებობს მოსაზრება, რომ „სოკარი“ „ნაციონალური მოძრაობის“ სპონსორია. რა შეგიძლიათ,გვითხრათ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, გაზმომარაგების თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობას თუ არა პოლიტიკური გათამაშებები?

 – გაზმომარაგება იმდენად რთული საკითხია, ხელისუფლება ვერ გაბედავს, მოიშოროს „სოკარი“ და დააბრუნოს „გაზპრომი“. ამ უკანასკნელთან მოლაპარაკება, ჩემი აზრით, გაიმართა იმიტომ, რომ „სოკართან“ მომხდარიყო პირობების გადახედვა და დაეკლო გაზის საფასური, რაც, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნა.

როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ახალი პარტნიორის ძიებასთან დაკავშირებით. საჭირო იყო თუ არა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან  ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შეხვედრა?

– მოლაპარაკების დაწყების მიზეზები ჩემთვის მაინც გაუგებარი დარჩა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ  კახა კალაძე აპირებდა ქვეყნისთვის სახიფათო ნაბიჯების გადადგმას. ვშიშობ, კალაძემ პოლიტიკაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იცის  და შესაბამისად, მარტივია მისი შეცდომაში შეყვანა.

ირაკლი ზარქუა

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა: „არავინ ეცილება „სოკარს“, რომ განახორციელოს გაზმომარაგება საქართველოში, ადამიანები, რომლებიც ამ თემით სპეკულირებენ, ცდილობენ, დააკნინონ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, შექმნას დაბალანსებული პოლიტიკა გაზმომარაგებაში.“

საქმის ვითარება  – „ამჟამად  ჩვენს გაზმომარაგებას ძირითადად ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე “სოკარი“, რომელიც ორი მილით გვაწვდის ბუნებრივ აირს, მაგრამ ზამთრის პერიოდში არის შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზი, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის დროსაც კი, ვერ ატარებს საჭირო მოცულობის აირს (და არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანს არ აქვს საკმარისი მოცულობის გაზი). დაბალანსება ხდებოდა „გაზპრომიდან“ მიღებული ბუნებრივი გაზით. ჩვენ ყოველწლიურად ვდებდით მათთან ხელშეკრულებას და ამის საფუძველზე, ხდებოდა საჭირო მოცულობის  შევსება (გაზის მოცულობის 10%).“

„გაზპრომის წინადადება“ – „2016 წლიდან ითხოვს, რომ ტრანზიტის საფასური გადაიხადოს არა ნატურით (ბუნებრივი აირი), არამედ ფულადი სახით, რაც ჩვენთვის არახელსაყრელია, ვინაიდან გაზის საფასური, რომ გადავიყვანოთ აირის რაოდენობის შესაბამის ეკვივალენტში აღმოჩნდება, რომ ჩვენთვის გაზის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. თანხა არ არის იმ რაოდენობის, რა საფასურის ბუნებრივი აირიც გვჭირდება.“

ალტერნატივა:

  • თუ „გაზპრომის“ წინადადებაზე უარს ვიტყვით, რუსეთი შეეცდება, რომ სომხეთს  გაზი მიაწოდოს ირანიდან, რისი ტექნიკური შესაძლებლობაც რეალურია. არსებობს მილი, რომელიც სომხეთს დააკავშირებს ირანთან, რასაც ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ და ჩვენ „გაზპრომიდან“ მიღებულ  10% დავკარგავთ.
  • უარი ვთქვათ „რუსული გაზის“ შესყიდვაზე, გავხდებით იძულებული გავაჩეროთ თბოელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და შევიძინოთ თურქეთიდან, რაც ოთხმოცი მილიონით გაძვირებას ნიშნავს და ტარიფიც შესაბამისად 3-4 თეთრით გაძვირდება, ეს ბუნებრივია, არავის სჭირდება.
  • „გაზპრომთან“ მოლაპარაკება უცვლელი დარჩეს გაზის ნატურით მოწოდებაზე, ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმოთ და თუ არ დაგვთანხმდებიან ამ წინადადებაზე, მაშინ ავიღოთ ფულადი სახით გამოხატულიო სატრანზიტო ფასი, ხოლო დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირი შევიძინოთ ბიუჯეტიდან.

არსებობს თუ არა საფრთხეები – „საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე, თანაც საქმე გვაქვს კონკრეტულ პიკურ პერიოდზე და არა მუდმივად.  ყველაზე მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება აპირებს გაზსაცავის მშენებლობას, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს და ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოს ამოქდდება „შახდენიზის“ მეორე ფაზა, საიდანაც მიღებული ბუნებრივი აირი, ოთხივე სეზონზე თავისუფლად იქნება საკმარისი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გამომდინარე აქედან, ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს თუ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება გაფორმდება მიმდინარე პრობლემების დასაბალანსებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ  არავინ ცდილობს „სოკარის“ ჩანაცვლებას, პირიქით, მას მონოპოლისტური ადგილი უჭირავს, შესაბამისად აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭებაზე საუბარი ხელოვნურად მიმაჩნია,“ – განმარტავს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს გაზით უზრუნველყოფს სამი მომწოდებელი: „სოკარი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია,რომელიც ორი გზით აწვდის საქართველოს გაზს. 900 მლნ კუბური მეტრი. „შახდენიზი“ საქართველო თავის ტერიტორიაზე  აზერბაიჯანული გაზის  გატარების სანაცვლოდ იღებს  275 მლნ კუბმეტრი. „გაზპრომი“,რომელიც სომხეთს საქართველოს გავლით აწვდის ბუნებრივ აირს, ხოლო საქართველო მისგან  სანაცვლოდ იღებს ექსპორტირებული გაზის მოცულობის 10%-ს. 1.5 მლნ კუბმეტრი გაზი.

ნანუკა მაღლაკელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

რვა ქართული შენობა ევროპის არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

რვა ქართული შენობა ევროპის არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი

7 years ago
ანდჟეი დუდა: “ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!”

ანდჟეი დუდა: “ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!”

8 years ago

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა

9 years ago

„საზიანო „პროდუქტზე“ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და დავტოვებთ კომისიას“ – შალვა შავგულიძე

9 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by