• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Weforum.org – მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

10 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
Weforum.org – მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შვეიცარული სააგენტო Weforum.org გვთავაზობს სტატიას მსოფლიოს 10 საუკეთესო და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის შესახებ. სტატია მომზადებულია „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2015-2016“ -წლების მიხედვით.

ნავთობი

მსოფლიოში ქვეყნებს შორის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ექსპერტების თქმით, გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შეცვლილია. ანგარიშში მიმოხილულია 140 ქვეყნის ეკონომიკა. საუკეთესო ქვეყნები 113 ინდიკატორის გათვალისწინებით 12 კატეგორიაში გამოავლინეს.

ეს კატეგორიებია: ინსტიტუციები; ინფრასტრუქტურა; მაკროეკონომიკური გარემო; ჯანმთელობის სისტემა და დაწყებითი განათლება; უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება; სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა; შრომითი ბაზარი და მისი ეფექტურობა; ფინანსური ბაზრის განვითარება; ტექნოლოგიური მზაობა; ბაზრის  მოცულობა – ღირებულების მაჩვენებელი ბაზარში, ძირითადად წელიწადში, კონკრეტული საქონლის ერთობლივი გაყიდვებით; ბიზნესი; ინოვაციები.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 10 ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია: 1. შვეიცარია; 2. სინგაპური; 3. აშშ; 4. გერმანია; 5. ჰოლანდია; 6. იაპონია; 7. ჰონგ-კონგი; 8. ფინეთი; 9. შვედეთი; 10. დიდი ბრიტანეთი.

შვეიცარია სიის ხუთეულში უკვე მეშვიდე წელია სხვადასხვა ადგილს იკავებს. 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით, ეს ქვეყანა უკვე პირველ ადგილზეა. მისი ლიდერობა, პირველ რიგში, განპირობებულია ქვეყნის ინოვაციებითა და მაღალი მაჩვენებლებით საგანმანათლებლო სისტემასა და შრომითი ბაზრის გაუმჯობესებაში. შვეიცარიული ინფრასტრუქტურა საკმაოდ ძლიერია, საჯარო ინსიტუტები რეალურად მოქმედი და გამჭირვალეა. მაკროეკონომიკური გარემო, ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყნებში, ბიზნესი და ფულის მიმოქცევა ჯანსაღი პროცესშია და მაქსიმალური ყურადღება ექცევა საიმიგრაციო პოლიტიკას.

სინგაპური შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. სინგაპური სასაქონლო, შრომითი და ფინანსური ბაზრის ეფექტურობით მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა, მისი პოლიტიკა საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების კუთხით მნიშვნელოვანია. საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ინფრასტუქტურა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ინსიტუტების გამჭირვალეობა და ეფექტურობა. გასაუმჯობესებელი სფეროებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობის გაზრდა სამუშაო ძალაში.

აშშ მესამე ადგილზეა ინდექსის მიხედვით და მაღალი მაჩვენებლები აქვს ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის  ბიზნეს ინოვაციები, საჯარო და კერძო სექტორის კოლაბორაცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანამ შარშანდელი მაჩვენებლები გააუმჯობესა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობასა და ფინანსური ბაზრის კატეგორიებში, თუმცა გაუმჯობესების სტადიაში  მონეტარული პოლიტიკა და  შესაბამისად, მაკროეკონომიკური სტაბილურობაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ სერიოზული ყურადღება საგანმანათლებლო სისტემისკენ უნდა მიმართოს, რადგან ინდექსის ამ კატეგორიაში მან მე-18 ადგილი დაიკავა.

გერმანიამ წელს შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით გააუმჯობესა პოზიცია. მე-4 ადგილი ქვეყნის მიერ მაკროეკონომიკური გარემოს განვითარებით აიხსნება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ეფექტურია ქვეყნის ფინანსური ბაზარი, მაგრამ შრომითი ბაზის მოქნილობა კვლავ საჭიროებს რეფორმირებას. გერმანია ასევე მოწინავე ადგილს იკავებს ტექნოლოგიების განვითარებითა და გარემოს კვლევების მხარდაჭერით.

12626154_1116931225004819_757847444_n

ჰოლანდიამ მე-8 ადგილი წლევანდელ ანგარიშში მე-5ით გააუმჯობესა. მაღალი პოზიცია განპირობებულია ძლიერი საგანმანათლებო სისტემით, ბიზნესში არსებული ინოვაციებით, ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ინსტიტუტების გამჭირვალობით. თუმცა პრობლემებია სამუშაო და ფინანსური ბაზრის კატეგორიებში. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ფინანსური ბაზარი ნაკლებად არის განვითარებული და მისი მდგომარეობა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ეს 2007 წელს, მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე, იყო.

იაპონია საუკეთესოა ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, ძლიერი ბიზნეს გარემო, ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება და მაღალი ხარისხის საკვლევი ორგანიზაციები. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პერიოდული ინფლაციისა, მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. იაპონიის ერთ-ერთ სისუსტედ მიიჩნევენ სოციალური კაპიტალს და  ქალების სამუშაო ძალაში ნაკლებ ჩართულობას.

ჰონგ-კონგი უკვე სამი წელია მეშვიდე ადგილს იკავებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ წელს ბევრი კატეგორიაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მისი სიძლიერე აღსანიშნავია კარგად განვითარებულ ფინანსურ სექტორში, სატრანსპორტი ინფრასტრუქტურაში და სასაქონლო და სამუშაო ბაზრის დინამიურობაში.

ფინეთიმა სამწუხაროდ, მე-4 ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი გასული ორი წელი წელია. უმუშევართა რიცხვმა 9.5%-ამდე აიწია, ქვეყნის მშპ 2008 წელთან შედარებით 6%-ით დაეცა, გაიზარდა ვალი და მაკროეკონომიკური სიტუაცია კვლავ ჩიხშია. სამაგიეროდ, საჯარო ინსტიტუტები გამჭირვალეა და ეფექტური, არის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა.

შვედეთი მოწინავეა ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკით. მასში თანამედროვე სისტემის საუკეთესო შიდა და გარე კომუნიკაციები, მაღალკვალიფიციური მუშახელი და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოა გაერთიანებული. ქვეყანა საინტერესო რეფორმებით გამოირჩევა შრომით ბაზარში.

დიდი ბრიტანეთი მოწინავე ადგილს იკავებს ინსტიტუციების კატეგორიაში და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და გამჭირვალე ინსტიტუციას სთავაზობს. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობა, ქვეყანაშია თავმოყრილი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სისუსტედ ითვლება მაკროეკონომიკური გარემო და დაუფარავი ვალები, რომელიც ქვეყანას 2007 წლიდან აქვს.

12650279_1116931241671484_2043485758_n

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში  66-ე ადგილს იკავებს.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In