• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

finansTaსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც  ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას:

► დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში (რასაც ადასტურებს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა და პროგნოზები);

► პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით (რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე);

► ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (ესტონეთში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ რეფორმამ  ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოახდინა);

► რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;

► გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;

► გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;

► შემცირდება  გარე ფინანსური შეზღუდვები;

► ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;

► გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;

► გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

მოგების გადასახადი რეფორმის, კერძოდ, ე.წ. ესტონური მოდელის შესწავლაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ წელზე მეტ ხანს იმუშავა. შედგა ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში, სადაც ქართული მხარე აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო.

გარდა ამისა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით, მომზადდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მიხედვით რეფორმის გავლენის შეფასების დოკუმენტი. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი ისე ესტონელი ექსპერტები; დოკუმენტში გაანალიზებულია თუ რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის ესტონური მოდელის მიხედვით აღნიშნული რეფორმის განხორციელება.

ექსპერტების მიერ რეფორმის საქართველოში განხორციელება შეფასებულია ცალსახად დადებითად. კერძოდ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ.

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ:

► საგადასახადო დავის პერიოდში პირის  საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით;

► საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო;

► კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული  ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ  გადაიხდის დღგ-ს თანხას;

► გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ:
2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა

2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები,  ძირითადი თანხის გადახდის პირობით

 

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლოდ, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლოდ, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ

8 years ago
“ტერორიზმის შესახებ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს გეგმა ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით”

“ტერორიზმის შესახებ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს გეგმა ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით”

11 years ago

თეა წულუკიანმა ახალდაბის მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა

11 years ago
შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by