• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საგარეო უწყებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sagareoსაგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიში მოამზადა.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში 2015 წლის ოქტომბერი-დეკემბერი პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით მომზადდა. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

“აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

მეოთხე ყოველკვარტალური ანგარიში ყურადღებას უთმობს და აანალიზებს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პასპორტიზაციის ახალ პროცესს და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ახალი რეგულაციების დაწესების თემას.

საანგარიშო პერიოდში აფხაზეთში დაიწყო ე.წ. “პასპორტიზაციის” ახალი ტალღა. აღნიშნული გულისხმობს 300 ათას ახალი დოკუმენტის, აქედან 250 ათას ე.წ. “პასპორტის” და 50 ათას ე.წ. “ბინადრობის ნებართვის” დაბეჭდვასა და შემდგომ მის ადგილზე გაცემას არაუგვიანეს 2016 წლის თებერვლისა.

“პასპორტიზაციის” უკანონო ტალღასთან პირდაპირაა დაკავშირებული 2016 წლის 1 თებერვალს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. კანონის მიღება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მიმდინარე წლის 23 იანვარს ასეთივე დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც. მსგავსი რეგულაციების მიღების იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაჟღერდა, როდესაც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეაფასა – როგორც საგანგაშო და ადგილობრივ რეალობასთან მათი ადაპტაციის მიზნით საჭიროდ მიიჩნია “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ახალი რეგულაციების შემუშავება.

მიღებული ე.წ. კანონების სამიზნეს მეტწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციები კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ისედაც რთულ მდგომარეობას: შეიქმნება ახალი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, კერძო საკუთრებით სარგებლობასა და მუშაობის უფლებაზე. არსებობს საფრთხე, რომ ამ ე.წ. კანონის გამოყენება მოხდეს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის განსახორციელებლად. საგულისხმოა, რომ პარალელურად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო ე.წ. კანონი აფხაზეთში შესვლისა და გასვლის წესის შესახებ, რომლის ამოქმედებაც დამატებით ბარიერებს შეუქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რეგიონს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით”, – აცხადებენ სამინისტროში.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“Check in Georgia-ს” ღონისძიებებისთვს ბიუჯეტიდან 29 მლნ ლარი გამოიყოფა

10 years ago
ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

2 years ago
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

10 years ago
გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა

გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by