• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომპანია “დექსუსის” მმართველი პარტნიორი არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კომპანია “დექსუსის” მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე საქართველოს მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს.

წერილში კილაურიძე კბილაშვილს კომპანიების “დექსუსისა” და “ცენტრ პოინტის” საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების ჩართვას თხოვს და აღნიშნავს, რომ ეს გარანტი იქნება სწორი ფინანსური ანალიზისა, რის გარეშეც, გაჭირდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

ღია წერილის სრულ ტექსტს „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ:

“მოგეხსენებათ, კომპანია “დექსუსის” და კომპანია “ცენტრ პოინტის” საქმეზე მიმდინარე გამოძიებას აქვს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამოძიების ობიექტურად და სწორი მიმართულებით წარმართვას.
ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული საქმის მოცულობითი და სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საქმის შესწავლა მოხდეს ფინანსურ ჭრილში, ფინანსური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის გზით. თქვენ, როგორც უდავოდ კომპეტენტურ იურისტს, გაქვთ სოლიდური გამოცდილება კომპანიების სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია საფუძვლიანი ფინანსური შესწავლის გარეშე. ამის დასტურია ის, რომ კეთდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ცენტრ პოინტის მიერ გადმოცემული აქტივების ღირებულების, დექსუსის მიერ გაწეული სამუშაოს და კომპანიის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე იწვევს ძალიან დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და აქვს განსაკუთრებული მოცულობითი ხასიათი, გვინდა გთხოვოთ, გამოძიების ეტაპზე საქმეში ჩართოთ ისეთი სპეციალისტები (აუდიტორული კომპანიები), რომელთა მიმართ არსებობს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობა (PwC, Deloitte, Ernst & Young, KPMG). გვესმის, რომ ასეთი სპეციალისტები ვერ მისცემენ ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას და ეს არც არის მათი ვალდებულება, არამედ ფინანსურ დოკუმენტაციას გაუკეთებენ სწორ ანალიზს და გასცემენ ობიექტურ დასკვნას. ისიც გვესმის, რომ გამოძიებაში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების ჩართვა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარეობს საზოგადოებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება, როგორც ხსენებული საქმეა, დაგვეთანხმებით, რომ კარგი იქნება ამ პრაქტიკის ჩამოყალიბებაც. საქმის სირთულიდან გამომდინარე, გამოძიებაში სპეციალისტების ჩართვას, ვფიქრობთ, ისედაც განახორციელებდით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების მონაწილეობა გარანტი იქნება სწორი ფინანსური ანალიზისა, რის გარეშეც, გაჭირდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.
გარდა ამისა, გვესმის, რომ ხსენებულ საქმეში უშუალო მონაწილეობა კანონმდებლობის თანახმად, არ არის თქვენი, როგორც მთავარი პროკურორის, ვალდებულება. თუ გავითვალისწინებთ საქმის სირთულეს და აგრეთვე თქვენს პირად დიდ გამოცდილებას ამ კატეგორიის სამართლებრივ დავებში, გვინდა გთხოვოთ, რომ, შეძლებისდაგვარად უშუალოდაც ჩაერთოთ საქმის გამოძიებაში მეტი სიცხადის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, აღნიშნული თხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას და ეჭვქვეშ ვაყენებთ კომპეტენციას. პირიქით, ვადასტურებთ, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს გამოძიების მიმართ ნდობის ან კომპეტენციის კუთხით ეჭვის შეტანისთვის.
ვფიქრობთ, რომ იმ საშუალებებით, რომელთა გამოყენებასაც ამ წერილით გთხოვთ, მოხდება გამოძიების სწორი მიმართულებით იმგვარად წარმართვა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე და ამასთან უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი”, – ნათქვამია არჩილ კბილაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

16.07.13

Tags: კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს
ShareTweet

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

გერმანია “ჩრდილოეთი ნაკადი 2” -ის გაზსადენის ამოქმედებას აჩერებს

გერმანია “ჩრდილოეთი ნაკადი 2” -ის გაზსადენის ამოქმედებას აჩერებს

4 years ago

ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა

10 years ago

„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინურ საინჟინრო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

9 years ago
მიხეილ სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს – რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს – რატი ბრეგაძე

5 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by