• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ფრონტერა” კახა კალაძისადმი ღია მიმართვას ავრცელებს

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
,,ფრონტერა” კახა კალაძისადმი ღია მიმართვას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

frontera

კომპანია ,,ფრონტერა” ენერგეტიკის მინისტრს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

ბატონო მინისტრო, წინამდებარე წერილს გწერთ, რათა შესწორება შევიტანოთ თქვენს მიერ საჯაროდ 2016 წლის 5 თებერვალს სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებულ არასწორ განცხადებებში. თქვენი ეს ინტერვიუ შეეხებოდა ატლანტიკური საბჭოს მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშს ,,დასავლური ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა”. თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ,,ფრონტერას” მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ:

 

• ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ: `ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია”. ეს არ არის სიმართლე. მაგალითისთვის, აშშ-ს მთავრობის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს.

 

• თქვენ ასევე განაცხადეთ, თითქოს ბუნებრივი გაზის რესურსების მოცულობის შესახებ ფრონტერას შეფასების “დასამტკიცებლად არის მილიარდობით ინვესტიციები განსახორციელებელი”. ეს არის მცდარი და უბრალოდ არასწორი ინფორმაცია. ხმელეთზე ნავთობისა და გაზის საძიებო ოპერაციების განხორციელება უაღრესად ეფექტურად არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი გეოგრაფიულად ისეთ ხელსაყრელ ადგილზე, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოა. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს აშშ-ს შიდა სახმელეთო ბუნებრივი გაზის სექტორი, რომელმაც უკანასკნელ წლებში აშშ ბუნებრივი გაზის მსოფლიოს ყველაზე დიდ მომპოვებლად აქცია. მთელს მსოფლიოში ძალზედ რთულია გამოინახოს რომელიმე ისეთი სახმელეთო ნავთობისა და გაზის პროექტი, რომელსაც, თქვენი თქმით, “მილიარდობით” ინვესტიცია დასჭირდებოდა `დასამტკიცებლად”. თქვენი ეს 2 განცხადება რეალური მდგომარეობის შესატყვისი არ არის და არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.

 

• იმავე ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, თითქოს ფრონტერას და სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულება “ყოველწლიურად ახლდება”. ეს უბრალოდ არასწორი განცხადებაა. თავად მოგეხსენებათ, რომ ფრონტერას და საქართველოს სახელმწიფოს შორის არსებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება და არანაირ ყოველწლიურ განახლებას არ საჭიროებს. სწორედ მისი გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, ეს ხელშეკრულება გახდა ფრონტერას მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების საფუძველი, რაც მოიცავდა ათასობით კილომეტრ 2-განზომილებიან და 3-განზომილებიან გეოფიზიკურ კვლევებს და ანალიზს, ათიათასობით მეტრ ახალ ბურღვას. ამ სამუშაოების წყალობით მოხერხდა ქვეყანაში  მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსის გამოვლენა. მეტიც, ამან კიდევ უფრო გაამყარა ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორისადმი ჩვენი მრავალწლიანი ერთგული დამოკიდებულება. ნებით თუ უნებლიედ, თქვენმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ეჭვი და გაურკვევლობა გამოიწვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი სიცხადეს შემოიტანს. საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებას დიდი მომავალი აქვს და ამ ფაქტის დაკნინება მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ფრონტერა ამაყობს, რომ საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქეს წარმოადგენს და ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება ისარგებლოს თავისი ქვეყნის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსების ათვისებით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ბუნებრივი გაზის სექტორის ზრდა გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას, მისცემს რა ქვეყანას საშუალებას გამოიყენოს საკუთარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსები არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც.

 

ატლანტიკური საბჭოს ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ნათქვამია: “დღეს საქართველოს სჭირდება მხარდამჭერი ლიდერები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სამინისტროში, რომელთა სამთავრობო პოლიტიკის პრინციპები იქნება ქვეყნის კარის გახსნა ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის, საკუთრების უფლებების დაცვა, ადგილობრივად მოპოვებული ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისთვის მიწოდების და ექსპორტის ხელშეწყობა. ქვეყანას ასევე სჭირდება გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა – ამ ყველაფრის გარეშე უცხოური ინვესტიციები ძალზე შეზღუდული დარჩება”. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სიტყვები გათვალისწინებული იქნება და საქართველოს მოსახლეობის ნათელ ეკონომიკურ მომავალში თავის წვლილს შეიტანს.

 

მიმართვას ხელს აწერს ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნ-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) სტივ ს. ნიკანდროსი და ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნ-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და  პრეზიდენტი (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) ზაზა მამულაიშვილი.

ნატალია ჯალაღონია

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

7 years ago

გიორგი მარგველაშვილი: “მე ვნახე საქართველოს ინტერესების ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი”

10 years ago
შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

გიორგი გახარია: კანონის წინაშე ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია

8 years ago
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს

6 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by