რუსმა სამხედროებმა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
რუსმა მესაზღვრეებმა დაკავებულები ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულთაგან ორი სოფელ ხვითის, სამი კი სოფელ ახალუბნის მცხოვრებია.
არსებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული.
16.07.13





