• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ელისო ჩაფიძე: ,,არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან!”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ელისო ჩაფიძე: ,,არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან!”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
eliso chapidze
ტყიბულის მაჟორიტარმა  – ელისო ჩაფიძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გაგზავნილი ღია წერილის შემდეგ, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს:
,,ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს. პირველ რიგში. მადლობა ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის. ვისაც გაეხარდა ჩემი განცხადება, მათ გასაგონად ვამბობ, რომ მე შევთავაზე ჩემთან მებრძოლ გოლიათ პოლიტიკოსებს, თუ ჩემს გამო უკეთებთ ამას ტყიბულს, მზად ვარ, წავიდე, ოღონდ მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭეთ-თქო. ჯერჯერობით ეს თხოვნა არ შესრულებულა. ამიტომ არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან, რომლის წესდება ჩემი ხელმოწერითაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში. გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას. მჯერა გამარჯვების. ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა მომწერა: ელისო, შენს გვერდით ვართ ხალხი და სიმართლეო…. ასე რომ, ფსბეს და ცეკას ინტრიგანებს უფრო ადრე არ მოუწიოთ პოლიტიკიდან წასვლა”- წერს ჩაფიძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის,  ჩაფიძე ხელისუფლებას სთხოვს, კიდევ ერთხელ გადაიხედოს მთის კანონი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი ზონის სტატუსი შეუჩერდა, შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში, რომლის თანახმად მეშახტეების შემოსავალი 10%-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.
ტყიბულის მაჟორიტარმა ორი დღის წინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც პრემიერ პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გია ვოლსკი არიან.
აღნიშნულ წერილსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:
,,ბატონებო,
მოგეხსენებათ, რა მძიმე ვითარებაა შექმნილი ტყიბულის მაღაროებში როგორც შრომითი პირობების, ასევე ანაზღაურების კუთხით. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ. საქმე ის გახლავთ, რომ კანონის 1999 წლის რედაქციით ტყიბულის რაიონი და მისი 14 სოფელი მიეკუთვნებოდა მაღალმთიან ზონას, 2016 წლის 1 იანვრიდან კი აღარ მიეკუთვნება. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში და მეშახტეები იანვრიდან იბეგრებიან ჩვეულებრივი წესით ანუ ხელფასის 20 პროცენტით.
1999 წლიდან დღემდე მეშახტეები, რომელთაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, იბეგრებოდნენ 10 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით, სანამ მათი შემოსავალი არ მიაღწევდა 3000 ლარს. დაახლოებით 800 მეშახტე ამიერიდან წლიურად მიიღებს 300 ლარით ნაკლებს, რაც, ვფიქრობ, არაკონსტიტუციურია, რადგან კანონმა კი არ შეცვალა მათი მდგომარეობა უკეთესობისაკენ, არამედ უარესობისაკენ. ამ თემაზე კანონის მიღების მომენტში რამდენიმე წერილით მივმართე მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ყოფილ პრემიერს, ფრაქციას, უმრავლესობას და ა. შ. პასუხად იყო სიტყვიერი დაპირება, რომ საკითხი განიხილებოდა მთის საბჭოს მიერ 2016 წლის 1 აპრილამდე და ტყიბულის რაიონის მაღალმთიან და რთული რელიეფის სოფლებს გამონაკლისის წესით მიანიჭებდნენ ამ სტატუსს. ეს დაპირება არ შესრულდა 2015 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე. არ მაქვს არავითარი გარანტია და არც მოლოდინი, რომ იგივე არ მოხდება 2016 წლის მარტში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის რაიონის მაცხოვრებელთა და მეშახტეების შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ვთვლი, რომ დაპირებული საკითხებიდან ბევრი რამ განხორციელდა. ესაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, განათლების რეფორმა, რეგრესისა და მარცენალდაკარგულთა პენსიების აღდგენა. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. კანონის მუხლობრივ ფორმულირებას ძალიან მარტივად შემოთავაზებთ და იმის თქმა, რომ თითქოს პრობლემა წერილებშია, წარმოადგენს იაფფასიან პოლიტიკურ ხრიკს საკითხის გადაწყვეტის გასაჭიანურებლად.მეჩვენება, რომ ამ ინიციატივებს იგივე ბედი ელით, რაც მეშახტეთა საპენსიო ასაკის შემცირების მოთხოვნას, რაზეც საკითხი დავაყენეთ 2013 წელს და დღემდე ველით პასუხს.
და ბოლოს, ალბათ, მავანს გაუკვირდება, რატომ მოგმართავთ ღია წერილით. იმიტომ, ბატონებო, რომ ამ თემაზე სამი წლის განმავლობაში უმრავლესობის, ფრაქციის, კომიტეტის, სამინისტროსა და მთის საბჭოს ფორმატში საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო. ბატონმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ თითქოს საკანონმდებლო კუთხით დიდი უფლებები გამაჩნია. შესაბამისად, მე მზად მაქვს კანონის პროექტები როგორც მეშახტეთა არა მხოლოდ 3000 ლარამდე, არამედ მთელი წლის განმავლობაში 10 პროცენტით დაბეგვრის შესახებ, ასევე ტყიბულის რაიონის მაღალმთიან ზონისათვის მინიჭების თაობაზე. ამჯერად მე მჭირდება ჩემი კოლეგების 76 ხმა. ხოლო კანონპროექტებს მომდევნო კვირაში დავარეგისტრირებთ პარლამენტში. ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივებს, რადგან სწორედ ამ კანონში შესულია ისტორიულ-გეოგრაფიული სოფლები, რომლებიც ჰიფსომეტრიულად 300-400 მეტრს არ აღემატება.
და კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონებს: ვოლსკის, ჩემი ფრაქციის თამჯდომარეს, კანონპროექტის ავტორებს: ირაკლი ტრიპოლსკისა და გიორგი ჟორჟოლიანს, რომელიც ჩემთან ერთად იმყოფებოდა 2012 წლის გაფიცვების დროს ტყიბულში, დაპირდა ტყიბულელ მეშახტეებს საკითხის შესწავლას, რეაგირებას და გახდა ამ მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი, წამოვიდნენ ჩემთან ერთად ქალაქ ტყიბულში, შეხვდნენ გაფიცულ მეშახტეებს და აუხსნან საკუთარი გადაწყვეტილებების მოტივაცია.
პატივისცემით
ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე”
Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ნათია თურნავა – დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მიკრო ენერგოპროექტების განხორციელებაზეა საუბარი

ნათია თურნავა – სექტემბერში მცირე გრანტების მორიგი კონკურსი დაიწყება

7 years ago

რიმა ბერაძე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვს

11 years ago
საბურთალოზე ერთი ადამიანი დაჭრეს

საბურთალოზე ერთი ადამიანი დაჭრეს

2 years ago
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

1 year ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by