• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უნიკალური თბილისის კადრები, ახალი გზავნილი მსოფლიოს – ინტერვიუ ვიდეოგრაფ რობისთან

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დროის გაჩერება არ შეიძლებაო ამბობენ, მაგრამ ცდებიან. ჩვენ შეგვიძლია ერთი წამით დავიჭიროთ დრო და ის სამუდამოდ აღვბეჭდოთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ შეგვიძლია მას გამოსახულბაც მივცეთ. დრო შეგვიძლია გამოვსახოთ ასოებით, სიტყვებით, კადრებით, ფერებით… გადავხედოთ ისტორიას და ამაში მარტივად დავრწმუნდებით. სწორედ ადამიანთა მონათხრობი, მათ მიერ დაწერილი, მათ მიერ ფირზე, ფოტოზე აღბეჭდილი რეალობა გვიყვება ისტორიას, ის იქ და იმ წამს ხდებოდა. ასე, რომ არსებობენ ყოვლისშემძლე ადამიანები. The Tbilisi Times ამჯერად ერთ-ერთ ასეთ ადამიანს, ვიდეოგრაფ რობი გევორქოვს ესაუბრა.

ვდეოგრაფი

პირველ რიგში, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ…

videografi

– მე  ვარ 26 წლის რობი გევორქოვი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დავამთავრე საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, ზოოინჟინერიის ფაკულტეტი. ასევე დავამთავრე მუსიკალური აკადემია ფორტეპიანოს განხრით. მყავს მეუღლე და 2 შვილი (სოფი და ალექსანდრე)  7 წლის განმავლობაშვი ვმუშაობდი Goodwill-ში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ დავაარსე ჩემი კომპანია Robbie RG commercial, რომელიც დაახლოებით 1 წელია არსებობს. ვარ ვიდეოგრაფი და ვიღებ სხვადასხვა სახის ვიდეორგოლებს (სარეკლამო, საქორწილო, კომერციულ ვიდეოებს).

რატომ და როდის დაინტერესდით ვიდეოგადაღებით,გახსოვთ თქვენი პირველი ვიდეო?

– ვიდეოგრაფიით დიდი ხანია რაც დავინტერესდი, თუმცა სრული სერიოზულებით მივუდექი დაახლოებით 1 წელია, მანამდე უბრალოდ მოყვარულის დონეზე ვიღებდი, ასე ვთქვათ, ჩემთვის. განსაკუთრებით ერთი ვიდეო მახსოვს, ეს იყო საქორწილო ვიდეოკლიპი, რომელიც ძალიან აქტუალური გახდასოციალურ ქსელებში, მანამდე კი მქონდა რამოდენიმე პირადი პროექტი ჩემი რეჟისურით (გადადე ტელეფონი, სიგარეტის გარეშე და ჩემი არჩევანია სპორტი).

12746442_1085187031513196_2057429213_n

რომელია თქვენი საყვარელი ვიდეომასალა და რატომ?

– ყველა ვიდეო არის ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი, იმიტომ რომ, მე მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა გამოვარჩევდი რამოდენიმეს, “დაახურდავე 1$-გახდი მილიონერი” ეს ვიდეო საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელებში, ასევე ჩემი ფლეშმობი,რომელიც დაკავშირებული იყო ხელის თხოვნასთან და ამ ბოლო დროს დრონით გადაღებული ვიდეოები ძალიან მიზიდავს.

რა კონკურსებში მიგიღიათ მონაწილეობა, მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს მიღწევებზე…

– ასე კონკრეტულად არ მიმიღია მონაწილეობა. რაც შეეხება მიღწევებს, ამაზე, ვფიქრობ, ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში საკმოდ ბევრი და საინეტერესო პროექტი გაკეთდა და საკმაოდ წარმატებულად, ჩემი ბოლო ნამუშევარი კი იყო “ციდან დანახული თბილისი” რომელიც გადავიღე დრონით და დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, გადაღება 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაქსიმალურად შევეცადე მეჩუქებინა ქალაქისთვის  ისეთი კადრები,რომლებიც ჯერ არავის გადაუღია.

12746497_1085186941513205_1211524856_n

როგორ ფიქრობთ, რა არის ვიდეოგადაღების მთავარი დანიშნულება?

– პირველ რიგში თავისებური ხედვა, ადამიანს შეგიძლია ასწავლო ტექნიკური მხარე, მაგრამ მან თვითონ უნდა დაინახოს და შექმნას თავისი იმიჯი და თავისი სტილი, ასევე მნიშვნელოვანია ნებისყოფა და თავდაუზოგავი შრომა. თავიდან არაფერი გამოდის, მაგრამ თუ მოინდომე, შეუძლებელი არაფერია.

როგორ არჩვეთ რა დროს  და როგორ უნდა გადაიღოთ ვიდეო, რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

– სრულ თავისუფლებას, უბრალოდ ვიღებ და ვგრძნობ რომ ეს ძალიან მსიამოვნებს,თითქმის ყოველ დღე მაქვს გადაღება და არ მბეზრდება, პირიქით უფრო და უფრო მეტის გადაღების სურვილი მიჩნდება.

რა გასწავლათ, რა უნარები გამოგიმუშავათ ვიდეოგრაფიამ?

– ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მოთმინების უნარი და შრომისმოყვარეობა.

12373238_910856292343478_4678682561853366403_n

რა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას და რამ შეიძლება შეგიქმნათ ყველაზე დიდი დისკომფორტი?

– ყველაზე მეტად მიხარია, როცა ვხედავ სხვის სახეზე ღიმილს, მართლა ძალიან განვიცდი როდესაც ვხედავ ადამიანების შეწუხებულ სახეს, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს.

გადაღების პროცესში რა განიჭებთ სიამოვნებას?

– თვითონ გადაღება, სასიამოვნოა მომენტი, როდესაც რაღაც ღირებულს ქმნი.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

– შთაგონების წყარო? არ ვიცი, ალბათ ოჯახი, მეგობრები, კარგი განწყობა, ყველაფერი, რაც მაბედნიერებს. თითოეულ ხელოვანისათვის შთაგონების წყარო ინდივიდუალურია, შეიძლება დილით გაიღვიძო და მიხვდე რომ დღეს რაღაც ღირებულს შექმნი.

12391284_913187382110369_5983861013108060979_n

თუ გაქვთ რაიმე საოცნებო კადრი რომლის გადაღებაც გინდათ და ჯერ ვერ მოახერხეთ?

– ძალიან ბევრი ადგილის გადაღება მინდა, მინდა მოვიარო მთელი მსოფლიო და გადავიღო ყველაფერი, ჩემთვის მოგზაურობა და გადაღება არის ყველაზე გამორჩეული რამ, ეს ყველაფერი მაძლევს უამრავ ემოციას და დადებით აურას.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– ძალიან მალე მე ვიწყებ ახალ და ძალიან საინტერესო პროექტს სახელწოდებით “Discover Georgia” სადაც ვაპირებ შემოვიარო მთელი საქართველო და გადავიღო დრონით, აქამდე არავის გაუკეთებია მსგავსი რამ და გადავწყვიტე გავაკეთო პირველმა, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდება იმიტომ, რომ საკუთარი ძალებით და რესურსებით ვაპირებ ყველფერს, თუმცა მეხმარებიან ჩემი მეგობრები და რაც მთავარია ვარ მოტივირებული. მოკლედ პროექტი დაწერილია და სულ მალე დაიწყება გადაღებები.

მარიამ ფანჩულიძე

დიახ ეს თბილისია ! ♥ Robbie RG commercial Posted by Robbie RG commercial on Thursday, February 4, 2016

Share2Tweet1

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

საინტერესო

კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ ახალი ვალდებულებები დააკისრა

კომისია შპს „სტუდია მაესტროს“ მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება

11 years ago
ფინანსურ მონიტორს ყველაზე მეტი კითხვა „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებთან აქვს

ფინანსურ მონიტორს ყველაზე მეტი კითხვა „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებთან აქვს

9 years ago
საქართველოში იაპონური ტექნოლოგიები დაინერგება

საქართველოში იაპონური ტექნოლოგიები დაინერგება

12 years ago

რუსთავში ნაფიც მსაჯულთა სასმართლო სხდომის დარბაზი გაიხსნა

10 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by