• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ნუ, ნუ შეშინდები!” – ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1353000565_eka-beseliaუმრავლესობის წევრი ეკა ბესელია facebook-ის საკუთარ გვერდზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

,,პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე…,,

ეს კანონია, ეს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რაც შემაკავებელი უნდა იყოს დამნაშავისთვის რომ არ გადააბიჯოს იმას, რაც შეიძლება ზოგჯერ კანონზე მეტი იყოს.. ეს მეტი კი–მორალური მიჯნაა….
კანონი პოლიტიკისა და მორალის ნაჯვარია და არის კიდევ რაღაც რაც უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა, ვიდრე სამართლის ნორმა და კიდევ…

და სწორედ ამ სივრციდან მინდა მოგმართო შენ, თითეულო ქალბატონო, ვინც დღეს შეშინდი…ვისაც შეეხო და შეიძლება შეეხოს ეს ყველაზე ამაზრზენი თავდასხმა.
მე, ქალი პოლიტიკოსი, ქალი–ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სხვათა უფლებების დამცველი და ამ ყველა სხვათაგან , ქალთა უფლებების დამცველიც– მოგმართავ ახლა საქართველოს თითოელ ქალს, მარტივი მაგრამ ფოლადივით მტკიცე სიტყვებით –ნუ შეშინდები!

ნუ, ნუ შეშინდები! ნუ დაიხევ უკან! ნუ შეიცვლი იმ ბრძოლის ჟინს და რწმენას, რის გამოც ვიღაც შავ–ბნელი ძალისთვის მიუღებელი და საფრთხის მატარებელი აღმოჩდი!

ნუ აჩვენებ რომ შენს სულში ადგილი არის შიშის და ამ უზნეობასთან დანებების!
ნუ იგრძნობ თავს მარტო!

მე დღეს ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ვხემძღვანელობ საკუთარი მაგალითით გადაგეფარები, არა ყავლგასული, გახუნებული, ყალბი ფრაზებით…

დიახ, ეს პერსონალური მაგალითი მაძლევს მორალურ უფლებას და ვალდებულებასაც მეტად გადავეფარო ყველა იმ ქალს –ვისაც დღეს მორალურად და ფიზიკურად კლავენ!

ეს განსაცდელი უკვე გავიარე, როდესაც მე როგორც ქალს და დედას გამიზომეს გამძლეობა მომაკვდინებელი მეთოდით– ყველაზე ძვირფასი ადამიანები დამიდეს სიცოცხლის ერთ პინაზე და….

დიახ, არ მიფიქრია მაშინ როგორ მეტკინებოდა და რამდენი ხნით, ვთქვი რომ უკან არ დავიხევ და ამ ბრძოლით გადავარჩენ არა მხოლოდ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებს, არამედ ათასობით იმ ადამიანს ვინც მაყურებელი იყო ამ პროცესის, ზოგი გულშემატკივარი და ზოგიც მოსეირე!

მაშინ იყვენ ისეთნიც ვინც თქვა, რომ –კომპრომისი და დამორჩილება ჯობდა , ვიდრე გამეტება საკუთარი სისხლის და ხორცის გისოსებისა და დევნისთვის.

არა, არ ჯობდა, რადგან როდესაც ტერორს გიწყობენ და ნებდები, ამით სხვათა სოცოცხლეს აგდებ საფრთხეში და შენს ცხოვრებასაც მონურს ხდი! ტეროროსტები და მოძალადეები ხდებიან ამ დროს გამარჯვებულები!

ამიტომ ვიარე მტკივნეული გზით და, რასაკვირველია, ამ დიდი ტკივილის ფასი იყო საბოლოო გამარჯვება.

მე როგორც ქალი ვიდექი ტყვიების ზუზუნში, სისხლიანი გუბეების წინ, სიკვდილს თვალშევლებული, მორალური ტერორის და მუდმივი მუქარა–შანტაჟის ქვეშ და ეს გრძელდებოდა წლები–2007–8–9–10–11 წლები…. და …

ამ ტერორს აწყობდა არა მარტო ერტი კაცი (კაცი?!) არამედ ამ ,,კაცის,, მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა. სისტემის ნაწილი იყო ყველა ის ცოცხალი და ლეშად ქცეული ინსტრუმენტი, რომელიც აცოცხლებდა ეპიდემიადქცეულ მანკიერებას. არ იყვნენ ცოტანი– ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხომ ყველას გახსოვთ!

მე არ მქონდა მაშინ არც ისეთი სოლიდარობა და არც იმხელა მხარდაჭერა რაც დღეს შეგვიძლია გვქონდეს! მარტო ვიყავი მაგრამ არ შემშინებია, მეშინოდა იმ საზარელი რეალობის ვაითუ ვერ გამეძლო! ბევრიც იმსხევრპლეს….

ეს ტერორი ბევრი მედია საშუალების ხელითაც ხდებოდა და დღესაც ხდება საუბედუროდ…

მარტო ის ნუ შეგვძრავს, როცა ქალს საძინებლის სასთუმლის ფერს დავინახავთ ან, მაშინ როცა ქალს ყელს გამოღადრავენ…მაშინაც უნდა შეგვძრას, როდესაც ქალი პოლიტიკოსების მორალურ ტერორს იწყებენ ყველაფრის მკადრებელი –პოლიტიკოსები…ჟურნალისტები …კონკრეტული უსახური პერსონები…

იქნებ დავფიქრებულიყავით და ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თუნდაც როგორც პასიური თანამონაწილისა ამ მოვლენებში?! იქნებ ჯობს დღეს მაინც ვაღიაროთ , რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ამ ყველაფრის ნომინალურმა დაშვებამ და მიმღეობამ ხომ კიდევ უფრო მომაკვდინებელი ფორმები შეიძინა…

თუ არ გავაცნობიერეთ საიდან მოდის, რატომ და სად არის ფესვები, ისე ცხრათავიან გველეშაპზე დიდი აღმოჩდება ეს ურჩხული!

და კიდევ ერთი:

ვიდრე სხვის დაცვას შევეცდებით, ჯერ საკუთარ თავში დავამარცხოთ ის ბაცილა, რომელიც სხვისი ზიანის მიმყენებელია!

საკუთარ თავში არ მივცეთ გასაქანი იმ ვერაგობას, რომელიც სხვისი ტკივილით ხარობს, სხვისი ბოროტება სწადია, სხვას დაცინის, ცილს წამებს…ასეთ დროსაც კი, ქვენა და პირადი მოტივი ჯაბნის სოლიდარობისა და სხვისი განცდის განცდას.
ეს ბაცილა ჩავკლათ საკუთარ თავში და შემდეგ დავიცავთ მეორე ქალს, მესამეს და ყველას ….

მე საკუთარი გავლილი მძიმე გზით და მაგალითით გეუბნები შენ ყოველო ქალბატონო, რომ მზად ვარ დაგიცვა, გადაგეფარო, შენთან ერთად ვიბრძოლო და მარტო არ დაგტოვო!
მხოლოდ ნუ შეუშინდები ამ მორალურ ტერორს, ტერორისტს ჩვენი ეშინია და ამიტომაც მიმართა ასე მდაბიო და ყველაზე ამაზრზენ ფორმას!

ამ ბოროტებას ჩვენი ეშინია და ჩვენ დავამარცხებთ მას ერთად ყოფნითა და სიმტკიცით!,” – წერს ეკა ბესელია.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: “ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით”

10 years ago
“წურწუმიაზე შენიშნეს შრამიან კაცთან ერთად” – თბილისში ბავშვს ეძებენ

“წურწუმიაზე შენიშნეს შრამიან კაცთან ერთად” – თბილისში ბავშვს ეძებენ

3 years ago
“მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია” – რას ფიქრობენ ადგილობრივები

“მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია” – რას ფიქრობენ ადგილობრივები

4 years ago
გიორგი გახარია – ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი მათი გმირობის წინაშე

პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს

6 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by