• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში კვალიფიციური აგრონომების არ არსებობა არის უდიდესი პრობლემა

13 years ago
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კომპანია “კარტლისი” მიმდინარე წელს რეკორდული რაოდენობის ხორბლის მოსავალის აღებას გეგმევს, მას იტალიური კომპანია “პიონერი” აწარმოებს, რა ხორბალზეა  საუბარი, არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული ჰიბრიდული, რა რაოდენობის ხორბილის მოყვანა იგეგმება და რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული ხორბლით ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ და სხვა საკითხევზე „თბილისის თაიმსს“ კომპანია „კარტლისის“ აგროსისტემების დირექტორი რობერტ რევია ესაუბრა.

 ბატონო რობერტ, რა ხორბალზეა  საუბარი, არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული ან ჰიბრიდული?

რაც შეეხება მოსავლის აღებას, კი არ ვგეგმავთ, უკვე დიდი ნაწილი, 55  ჰექტარი აღებული გვაქვს, ასე რომ ეს მოსავალი თეორიული კი არა, რეალურია. ჰექტარზე გამოგვივიდა 7,5 კგ, მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში. ჩვენ გვქონდა ღია კარის დღეები, სადაც მსურველებს შეეძლოთ მოსვლა, დასწრება და დარწმუნება იმაში, რომ ამ რაოდენობის მოსავლის არსებობა რეალურია, ასეთი ღია კარის დღე გვექნება დმანისში 5-დან 10 რიცხვამდე და აქაც ყველას ვეპატიჯებით. რაც შეეხება ხორბალს, ჯიში არის PR22R58, ეს არის ხორბალი კომპანია „პიონერის“ წარმოების. ხორბლის ეს ჯიში წინა წელს დაითესა გამოსაცდელად 7 სხვადასხვა ზონაში და მას შემდეგ, რაც მივიღეთ კაგრი შედეგი, წელს უკვე ფართო მასშტაბით დავთესეთ. ხარისხიანი სათესლე მასალა ყოველთვის პრობლემატური იყო საქართველოში, ძირითადად ითესებოდა ხორბალი რომელსაც ეძახიან „უფხო პირველს“ და სხვადასხვა, ძირითადად რუსული ჯიშები. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი სათესლე მასალა არის ეს ჯიში, PR22R58. ეს არ არის არც ჰიბრიდი და არც გენმოდიფიცირებული, ამას ჩვენ ცალსახად ვამტკიცებთ და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია აიღოს ნიმუში, ლაბორატორიები არის მთელ მსოფლიოში, ყველაზე ახლოს კი კიევში, გადააგზავნონ და შეამოწმონ. ეს ხმები, გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ ვრცელდება პანიკის თუ აჟიოტაჟის შესაქმნელად, სინამდვილეში არც სიმინდი, არც ხორბალი საქართველოში გენმოდიფიცირებული არ არის.

ახალი ხორბალის მოსავლის აღებას რა პერიოდი სჭირდება და ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს მომავალში თუ გამოჩნდება?

საერთოდ ხორბალი ითესება შემოდგომით, აი ახლა რაც ჩვენ ავიღეთ სოფელ ბაიდარში ის დათესილია წინა წლის 15 ოქტომბერს. წელსაც იმავე პერიოდში ვაპირებთ დათესვას, მოსავლის აღება კი დაწყებულია უკვე და ჯერ კიდევ გრძელდება, პერიოდი არც ისე ხანმოკლეა, მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე.  რაც შეეხება იმას, ჩვენი პროდუქცია ქართულ ბაზარზე გამოჩნდება თუ არა, ქართულ ბაზარზე ის უკვე გამოჩნდა, რადგან რაც ავიღეთ, ის მოსავალი მარცვლის გადამამუშავებელმა ფაბრიკებმა ფაქტობრივად უკვე იყიდეს, მინდვრიდან კომბაინით ვიღებდით, მანქანები კი პირდაპირ მოდიოდა, იტვირთებოდა და მიდიოდა პირდაპირ წისქვილკომბინატებში.  ჩვენ გარდა, ეს ხორბალი შარშან დათესეს ფერმერებმა გორში, წნორში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, მათაც აიღეს მოსავალი და მათაც გაყიდეს. ასე რომ, ეს ჯიში ტრიალებს უკვე ქართულ ბაზარზე.

რენტაბელურობის დონე როგორია,  სამეურნეო თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილი; სარგებლიანი და  შემოსავლიანია?

 საერთოდ ჩვენთან ხორბალი, იმ პირობებში, რა პირობებშიც მოჰყავთ, არის დაბალრენტაბელური, მაგრამ თუ ასეთ მოსავალს მივიღებთ, იგი საკმაოდ რენტაბელური გახდება. აი ჩვენ მაგალითად,  ჰექტარზე საშუალოდ გამოგვივიდა 7500 კგ, 1 კილოგრამი გავყიდეთ პირდაპირ მინდვრიდან 0.4 ლარად,  ანუ ჰექტარზე ავიღეთ 3000 ლარი.  ბუღალტერის ანგარიშებით, ხარჯი, რაც ჩვენ გვაქვს გაწეული თითოეულ ჰექტარზე არის 1400 ლარი,  შესაბამისად მოგება გამოდის 1600 ლარი. ეს კი არის 100%-ზე მეტი მოგება. აქ მთავარი არის, რომ უნდა მიიღო მაღალი მოსავალი. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ხარისხიანი სათესლე მასალა, მეორე ეს არის ცოდნა, ცოდნა კი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გყავდეს აგრონომი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თითოეულ ნიუანსს. საქართველოში არის უდიდესი პრობლემა ცოდნისა და კვალიფიციური აგრონომების არსებობის. ქართველი ფერმერების ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხშირად იძენენ უხარისხო სასუქსა და ჰერბიციდებს, რომელიც ბალახთან ერთად სპობს მოსავალსაც. ასეთ შემთხვევაში, ჰექტარზე დაახლოებით 20 ლარი გამოდის მათი ეკონომია, ჩვენ კი პროდუქციის ხარისხი ნამდვილად არ გვიღირს ასეთი მიზერული თანხის დაზოგვად, რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ ამხელა ხარჯს და ამხელა მოგების პოტენციალს.

რა რაოდენობის ხორბილ მოყვანას გეგმავთ და რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული ხორბლით ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება?

 ჩვენს კომპანიაში ვგეგმავთ ხორბლის რაოდენობის გაზრდას, წლევანდელ ოქტომბერს ალბათ დავთესავთ სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე შარშან გვეთესა. ეს არის ჩვენი ფირმის გეგმა. რაც შეეხება მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მოთხოვნილების დაკმაყოფილება ასე ადვილი არ არის. მხოლოდ ჩვენი ფირმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ მივიღებთ ისევ დიდ მოსავალს, ისევ მივყიდით წისქვილკომბინატებს, მაგრამ სხვა ფერმერები რას იზამენ, დათესავენ ხორბალს, არ დათესავენ, ეს ჩვენ არ ვიცით, ამიტომ პროგნოზის გაკეთება რთულია.

იქნება თუ არა თქვენი სათესლე მასალა ხელმისაწვდომი მსურველთათვის?

 სათესლე მასალა იქნება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით ფასები ზუსტად არ ვიცით, რადგან  მოსავლის აღება ახლა მიმდინარეობს და კომპანია „პიონერისგან“ ფასებს დაახლოებით ივლისის ბოლოს მივიღებთ. სავარაუდო ფასი იქნება ასეთი –  1 კგ დაახლოებით 1,1 ევრო, ეს არის ძვირი, იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ შედეგიც შესაბამისია. ჩვენ რასაც ვეუბნებით სხვა ფერმერებს არის ის, რომ თუ არ შეუძლიათ დათესონ თავიდანვე დიდ ფართზე, დაიწყონ პატარა ფართით და  რაოდენობა ნელ-ნელა, წლიდან წლამდე გაზარდონ.  2-3 წელი შეუძლიათ ეს თესლი ატრიალონ, შემდეგ ისევ იყიდიან, გაამრავლებენ და ასე ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. რა თქმა უნდა, ამ თესლის გამოყენება ღირს, რაც მთავარია, ამ ყველაფერს უნდა ჭკუით მიდგომა და ცოდნა.

რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშესაწყობად?

რაც შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოსგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ეს არის პირველ რიგში სარწყავი არხების გაყვანა, მელიორაცია. ყველა მიწასთან, ნაკვეთთან საქართველოში უნდა მიდიოდეს წყალი, არსებობდეს არხები. წყალი თუ არ იქნება ჩვენს სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ, რომ ამ სიცხეში ვერასოდეს მოიყვან დიდ მოსავალს, როდესაც დიდ მოსავალს ვერ მოიყვან, ვერ იქნები კონკურენტუნარიანი. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა ჩვენ ვერსაოდეს გავუწევთ კონკურენციას უკრაინას, საიდანაც დიდი რაოდენობით მარცვალი შემოდის, ასევე თურქეთიც უზარმაზარი მწარმოებელი ქვეყანაა. უნდა ვიმუშაოთ მაღალ ტექნოლოგიებსა და დიდ რაოდენობით მოსავლის მიღებაზე, წყლის გარეშე კი პერსპექტივა არ არის. სახელმწიფოს ნომერი პირველი ამოცანა არის სარწყავი არხების გაყვანა.

 20.07.13

თამთა ჭრიკიშვილი

Tags: საქართველოში კვალიფიციური აგრონომების არსებობა არის უდიდესი პრობლემა
Share1Tweet1

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026

საინტერესო

აშშ-ში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც სრულად ანეიტრალებს კორონავირუსს

აშშ-ში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც სრულად ანეიტრალებს კორონავირუსს

6 years ago

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

11 years ago
აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.3341 ლარია

10 years ago
გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by