• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“როდესაც თბილისის ქუჩებში ნატოს დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა, ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო დიპლომატია”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

xidasheliნატოს კვირეული 2016 ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“  ნატოს კვირეულის გახსნას  საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ფორუმზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მრჩეველი  შოთა ღვინერია.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარებასა და  საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ საკუთარი სტრატეგიები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სტრატეგიული კომუნიკაცია იმისათვის, რომ იგი გახდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ღონისძიება საინტერესო კვირას დაემთხვა.  „საინტერესო სტუმრები არიან, საინტერესოა თვითონ კვირეულისთვის და ასევე, საინტერესოა რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის თაობაზე დისკუსიისთვის. საქართველოში უკვე მეცხრე წელია კვირეული ტარდება. როდესაც თბილისის ქუჩებში ნატოს დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა, ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო დიპლომატია, საუკეთესო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. იმედი მაქვს, ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება. ეს ერთგვარი საინტერესო სტარტია 26 მაისის, ქვეყნის 25 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლისთვის, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კუთხით ისაუბრა: „ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადია ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეფორმა დავასრულეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ რეფორმებს. აღნიშნულს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც ადასტურებენ და ამას ადასტურებს ის მოქმედებები და თანამონაწილეობა იმ ოპერაციებში, რასაც საქართველო ნატოსთან ერთად ახორციელებს“.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმის მეორე დღე  ნატოს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზას  და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე საუბარს დაეთმობა. პანელის მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იქნებიან. პანელში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია.

ნატოს კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულში თავდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

არ გადადოთ ვაქცინაცია !  ორჯერ აცრის შემთხვევაში კი – ბუსტერ-დოზის მიღება – NCDC

არ გადადოთ ვაქცინაცია ! ორჯერ აცრის შემთხვევაში კი – ბუსტერ-დოზის მიღება – NCDC

5 years ago
„გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება“  – მიხეილ ჯანელიძე

იხეილ ჯანელიძე ვროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს

9 years ago
“საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს”

“საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი”

9 years ago

„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში” – ირაკლი კობახიძე

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by