• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი: “შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ორმხრივი ურთიერთობები”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელიბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დიდი ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოკავშირეები დეკემბერში გამართულ ნატოს საგარეო მინისტერიალზე მიღებული ღია კარის პოლიტიკის ერთგული დარჩებიან და საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლობენ.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედროების მონაწილეობასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე განხილვის თემები იყო ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და თანამშრომლობა ევროკავშირთან. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით გამოყო რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მისი თქმით, მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ რუმინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსა და ევროკავშირისთვის. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ორმხრივი ურთიერთობები. თავდაცვის სფეროში ახალი შესაძლებლობები დავსახეთ, განსაკუთრებით ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას სამხედრო განათლების სფეროში, თავდაცვით დაზვერვაში, რასაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ინფორმაციის სათანადო გაცვლა ყველა ქვეყნისთვის  სარგებლის მომტანია. ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას სპეციალური ოპერაციებისა  და სახმელეთო ძალების  მიმართულებით, ასევე ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას.

შეხვედრაზე  რეგიონული უსაფრთხოების კუთხით ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებსა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ინიციატივებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ნატოსთვის, სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის სამომავლო გაფართოება ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე განხილვის თემა უნდა იყოს. რუმინეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. უკვე სამი წელია, რაც რუმინეთის საელჩო თბილისში სამეკავშირეო როლს ასრულებს ალიანსსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ამავე დროს, მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში  მიმდინარე რეფორმებს.

დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში, როგორიცაა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია და სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა,“ – განაცხადა მიჰეა მოტოჩმა.

„ჩვენ სამაგალითო თანამშრომლობა გაგვაჩნია ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. გვჯერა, რომ ამ მაგალითს აიღებენ სხვა ქვეყნები, რათა ვუზრუნველყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი – მშვიდობა; ვიბრძოლოთ უკეთესი უსაფრთხოებისთვის, უფრო უსაფრთხო მსოფლიოსთვის. მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომელსაც რუმინეთი ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს სხვადასხვა სწავლებაში, პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს.  მეორეს მხრივ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინელი სამხედროები და ოფიცრები საქართველოში გამართულ ორმხრივ თუ საერთაშორისო სწავლებებში, ჩვენს საწვრთნელ ცენტრებში ნატოს ეგიდით მიმდინარე პროგრამებში იღებენ მონაწილეობას.

ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიურად ცვალებად სამყაროში. გასულ კვირას ბრიუსელში განვითარებულმა მოვლენებმა, ანკარაში, პარიზსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა დაამტკიცა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა, მეტი პარტნიორობა, საჭიროა საზღვრების გახსნა თავისუფლებისთვის და  ისეთი ქვეყნების მიღება, რომლებიც საერთო უსაფრთოების მონაწილენი არიან. საერთაშორისო მისიებში ჩვენი კონტრიბუციით გვჯერა, რომ საერთო ბრძოლითა და ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება მიიღწევა.

მტკიცედ გვწამს, რომ თუკი საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა, თუ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, კიდევ მეტი კონტრიბუციის გაღება და შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიო თანამეგობრობისთვის. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელიც ჩვენი საერთო სივრცეა, საფრთხე ემუქრება. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ბრძოლა და მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ რეგიონში, ჩვენ მეზობლები ვართ, სწორედ აქ ვხედავთ მეტ შესაძლებლობებს კიდევ უფრო წარმატებული თანამშორმლობისთვის რუმინეთთან, ბულგარეთთან, თურქეთთან  და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან.  ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მომავალს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ, რომელიც სწორედ რუმინეთთან თანამშორმლობასა და მეგობრობას ეფუძვნება. მადლობა ამ ყველაფრისთვის,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2016 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

თბილისის ზოოპარკი ვეფხვებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკი ვეფხვებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

11 years ago

ვალერი კატუკოვი: „სასიამოვნოდ გაოცებული ვართ, რამდენი რამის გაკეთება შეძლეს ქართულმა საწარმოებმა მოკლე პერიოდში“

13 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

12 years ago
ჰეტეროსექსუალის როლს აღარ ვითამაშებ — უენტუორთ მილერი “გაქცევას” გამოეთიშა

ჰეტეროსექსუალის როლს აღარ ვითამაშებ — უენტუორთ მილერი “გაქცევას” გამოეთიშა

6 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by