მიმდინარე წლის 11-16 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი – ასტრიდ თორსი. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი შეხვედრას გამართავს სახალხო დამცველის ოფისსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე.













