• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით თარხნიშვილი: „50-ანი წლებიდან ტემპერატურა დედამიწაზე უწყვეტად მატულობს“

13 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კლიმატის ცვლილებების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც გამოიწვია მსოფლიო ორგანიზაციების შეშფოთება. არც ერთი მეცნიერი არ უარყობს, რომ კლიმატის ცვლილება გარდუვალია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ კლიმატის ბუნებრივ ცვლას დაემატა ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებებიც, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგი გამოიწვიოს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრა ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით თარხნიშვილი.

ბატონო დავით,  თქვენი აზრით, თანამედროვე პირობებში  გამართლებულია თუ არა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მსოფლიოს შეშფოთება?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გამაჩნია, ვინაიდან კიდევ მიმდინარეობს სამეცნიერო დისკუსიები. შემიძლია ვთქვა, რომ კლიმატის ცვლილების საკითხი სამეცნიერო სფეროს გასცდა და პოლიტიკურ, ბიზნესის სფეროს ზეგავლენის ქვეშ მოექცა. გამოვლინდა ამ საკითხით დაინტერესებული ჯგუფები: მრეწველობა, რომელსაც მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილებები გარემოზე დიდ გავლენას არ ახდენს და კონსერვაციული საზოგადოება, რომელიც შეშფოთებულია გლობალური დათბობით. უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმატის ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას 21-ე საუკუნეში, მეცნიერების მიერ იყო აღმოჩენილი , რომ 50-ანი წლებიდან ტემპერატურა დედამიწაზე უწყვეტად მატულობს. ფაქტია, რომ მანამდე მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ასეთი თბილი პერიოდი არ ყოფილა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეტეოროლოგიური დაკვირვევები დაიწყო მე-18 საუკინიდან.

რომელ მოსაზრებას ემხრობით: ადამინი პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს კლიმატზე?

რა თქმა უნდა ადამიანს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე შეაქვს წვლილი კლიმატის ცვლილებებში, მაგრამ რამდენად დიდია მისი როლი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით − დღესაც კვლევის საგანს წარმოადგენს.

დღეს არსებული ცვლილებების ფონზე, როგორია პროგნოზი – პირობითად 10 წლის შემდეგ რას უნდა ველოდოთ ბუნებისგან? ამის განსაზღვრა მინიმალური პროცენტით მაინც თუ არის შესაძლებელი?

მიმაჩნია, რომ რთულია იმის პროგნოზირება, რა ცვლილებები განხორციელდება მომავალში, არსებობს მეცნიერების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში არ იქნება ტემპერატურის გლობალური მატება. ყველა მოსაზრება ეფუძნება იმ მოდელებს, რომლებსაც აწყობენ კლიმატოლოგები. არსებობს კლიმატის ცვლილების ისეთი მოდელები, როგორიც არის პესიმისტური და ოპტიმისტური. პესიმისტური მოდელის მიხედვით, 2050 წლამდე დედამიწის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, თუმცა ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ კატასტროფული შედეგი გამოიწვიოს.მაგალითად, ოკეანის დონის მნიშვნელოვანი მატება. როგორც ავღნიშნე, არსებობს ოპტიმისტური სცენარიც: მატება იქნება უმნიშვნელო, ბუნებრივია, ესეც გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს, თუმცა არა კატასტროფულს.

როგორი გავლენა მოახდინა ამ პროცესებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ცხოველთა და ფრინველთა სამყაროზე?

ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი გავლენა იქონია. უნდა გამოვყოთ მნიშვნელოვანი ასპექტები: ერთის მხრივ, მეცნიერების მიერ აღიარებული ტემპერატურის გლობალური ცვლილება, მაგრამ, მეორე საკითხია, ეს ცვლილება გეოგრაფიულად როგორ იქნება განაწილებული. ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურის მატებამ  შეიძლება გამოიწვიოს ნალექების მატებასთან ერთად პროდიქტიულობის გაზრდაც. საქართველოსთან დაკავშირებით, ხშირად საუბრობენ გაუდაბნოებაზე გარკვეულ რეგიონებთან მიმართებით, მაგრამ ამის საპირისპიროდ არსებობს დაკვირვება , რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ საქართველოში  მე-20 საუკუნის ბოლოს დასაწყისთან ნალექიანობამ იმატა, რაც, თავისთავად, არ მეტყველებს გაუდაბნოებაზე.  საზღვარზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს.

გამოიკვეთება თუ არა საქართველოში კლიმატის ცვლილებების შედეგებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე რეგიონები, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება?

მე ვახსენე რეგიონი, სადაც ზოგი მეცნიერი მომავალში გაუდაბნოებას არ გამორიცხავს, შესაბამისად ასეთი რეგიონი უფრო მგრძნობიარე იქნება კლიმატთან მიმართებით. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დედოფლის წყაროს რაიონში გაუდაბნოების ელემენტები არსებობს. ამ საკითხზებევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მიჭირს დაზუსტებით თქმა, ვინაიდან აღნიშნელის შესახებ არ არის გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციები, რომლებიც დაასტურებდნენ, რომ ლანდშაფტის გაღარიბება გამოიწვია კლიმატის ცვლილებამ და არა ადამიანის საქმიანობამ.

შეიძლება თუ არა, რომ კლიმატის ცვლილებებს ჰქონდეს არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი მხარეც?

ასე კატეგორიულად ვერ გავყოფ უარყოფით და დადებით მხარედ, ჩვენი მიზანია − კლიმატის ცვლილებების გეოგრაფიული განაწილების ზუსტი, ხანგრძლივი პროგნოზი მოვახდინოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ პოლიტიკოსებს, მეურნეებს , რათა მათ სწორედ გათვალონ გეგმები. დღეს  არსებობს იაპონური ლაბორიტორია და დიდი საერთაშორისო ჯგუფი. ყველა მათგანი თანხმდება, რომ 21 ათასი წლის წინ იყო გამყინვარება, მაგრამ ტემპერატურის და ნალექების გეოგრაფიული განაწილების მხრივ ეს მოდელები განსხვავდებიან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატარიაში ჩატარდა კვლევა, რომელიც მართალია წარსულში კლიმატის ცვლილებების მოდელებს ეხებოდა, მაგრამ  მოდელების შედგენის პრინციპი ეხლაც იგივე დარჩა. კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლეთ დღევანდელი ცხოველების და მცენარეებების გავრცელების საკითხი კავკასიის ფარგლებში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიის რეგიონებში. მიღებული შედეგები შევადარეთ წარსულში ჩატარებულ კვლევებს. თუ შევადარებთ ზემოდ აღნიშნულ მოდელებს, ვიტყვი, რომ კვლევების და შედარებების შედეგად იაპონელების მიერ შედგენილი მეთოდი უკეთესი აღმოჩნდა: იგი ზუსტად აღწერს ტყის მცენარეების და ტყის ცხოველების გავრცელებას კავკასიაში. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა დაიბეჭდა სტატიის სახით და საკმაოდ კარგად ციტირდება.

რა სახის ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს საქართველოში, იმისათვის, რომ მოხდეს ეკოლოგიური სისტემის ადაპტირება შეცვლილ კლიმატთან?

როგორც ავღნიშნე, სამწუხაროდ არ გაგვაჩნია ზუსტი ინფორმაცია, რომელ რეგიონში უფრო იგრძნობა კლიმატის ცვლილებების გავლენა. რთულია იმის დადგენა განხორციელებული ცვლილებები კლიმატის ცვალებადობით არის გამოწვეული თუ არამდგრადი მიწადმოქმედებით. ამიტომ, შემიძლია დავასახელო ზოგადი ღონისძიებები, რომლებიც ეკოლოგიური სისტემის ადაპტირუბულობას ზრდის: ნიადაგების გამაგრება, სოფლის მეურნეობის და ტყით სარგებლობის  მდგრად პრინციპებზე შეცვლა, მაგალითად, ტყეების პირწმინდა გაკაფვის დაუშვებლობა და კიდევ სხვა ღონისძიებები, რომლებიც გამომდინარეობს ცხოვრებისეულ პრინციპებიდან.

24.07.13

მარინა ფიდუაშვილი

Tags: დავით თარხნიშვილი: „50-ანი წლებიდან ტემპერატურა დედამიწაზე უწყვეტად მატულობს“
Share1Tweet1

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026

საინტერესო

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ახალი ტექნიკით განახლდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ახალი ტექნიკით განახლდა

9 years ago
თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ოტობოკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ოტობოკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

11 years ago
„იყავი საკუთარი თავის გმირი“ – ბრენდი, რომლის მიზანიც ადამიანების მოტივირებაა

„იყავი საკუთარი თავის გმირი“ – ბრენდი, რომლის მიზანიც ადამიანების მოტივირებაა

5 years ago

პროკურატურა ალექსი ახვლედიანის და ნიკა გვარამიას დაკითხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by