• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომისიამ 2016 წლის თვითმართველობის შუალედური არჩევნების მონიტორინგი დაიწყო

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კომისიამ „ბილაინს” სანქცია დააკისრა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეროვნული კომისისსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თვითმმართველობის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 2 აპრილს დაიწყო და ორმოცდაათი დღის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში ოთხ სამაუწყებლო არხს (შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ტელეკომპანია თბილისი“ („Music Box“), შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“ და შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“) დააკვირდება.

„საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. რადიმაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანი მითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერში გაშვებული ნებისმიერი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი აღჭურვილი უნდა იყოს სურდოთარგმანით (უნარშეზღუდულთათვის). აღნიშნულის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად  საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება უჩნდებათ იმ ადგილობრივ საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ კომპანიებს და იმ სპეციალიზებული მაუწყებლობის კომპანიებს, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ეს ვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს  ეთერში გაშვებული არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები  უზრუნველყოს სურდოთარგმანით.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად;

–         წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

–          წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

12 years ago
“სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულებას ზრდის

“სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულებას ზრდის

12 years ago
“ამ ხელისუფლებას, პორნოკრატია დაამყარა”

ნიკა გვარამია: “ეს არის სრული სამართლებრივი დომხალი რასაც ურთმელიძე აკეთებს”

11 years ago
“გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს”

“გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს”

11 years ago

ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

10/25/2026

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა,...

მეტის ნახვაDetails
„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

10/25/2026
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

10/25/2026
სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა 10/25/2026
  • „დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი 10/25/2026
  • „გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს 10/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by