• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ახალი სასტუმრო აშენდება

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკათბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის“ (MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მშენებლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ახალ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ისტორიულ უბანს.

„მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო. ეს არის „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ინიციატივა, რომ აშენდეს „მარიოტის“ ბრენდის ახალი ქვებრენდის, „მოქსის“ სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას ტურისტებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, 25 მილიონ დოლარზე  მეტი იქნება ინვესტირებული ახალ სასტუმროში,“–განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ახალი სასტუმრო განთავსებული იქნება უბანში, სადაც საქართველოს მთავრობა, თბილისის მერიასთან ერთად, ახორციელებს პროექტს– „ახალი ტფილისი.“

„სასიხარულოა რომ ეს სასტუმრო იქნება განთავსებული იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად წამოვიწყეთ პროექტი, რომელსაც ქვია „ახალი ტფილისი“, რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. აქ  გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე, აღდგენილი იქნება მე–19/20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული ბაღების მთელი ქსელი  და ფეხით სასიარულო სივრცე. ვფიქრობ,  ასეთი ახალი სასტუმროს მშენებლობა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს ამ რაიონს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და, რა თქმა უნდა, მეტ შემოსავალს მოუტანს  ჩვენს თანამოქალაქეებს. „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, „ოპიკთან“ ერთად.  „ოპიკის” მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ–ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების  ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტით გათვალისწინებულია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსი“,  ასევე საოფისე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების სივრცეები. მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

კახა კალაძემ ოპოზიციას თბილისის გენგეგმის განხილვაში ჩართვა შესთავაზა

9 years ago

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს უმნიშვნელოდ მიიჩნევს?!

10 years ago
ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია ზემო ფონიჭალაში  მაისში დასრულდება

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია ზემო ფონიჭალაში მაისში დასრულდება

10 years ago

რეჯებ ტაიიპ ერდოღანი: “ გაეროს უშიშროების საბჭო უფუნქციო გახდა“

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by