• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში, დაახლოებით, 75 000-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდ

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში, დაახლოებით, 75 000-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. იძულებითი აღსრულების გზით, სხვადასხვა ქონება კი ჯამში 170 000-მეტმა ოჯახმა დაკარგა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ მონაცემებია, – ამის შესახებ წერს „ამერიკის ხმა“
ამ ოჯახებმა ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან კრედიტები აიღეს და თავის დროზე ვერ დააბრუნეს. ექსპერტთა აზრით, ვინაიდან საქართველოში უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეთა აღრიცხვა არ ხდება  ეს ციფრი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. ცნობილია, რომ მოქალაქეთა ნაწილი იძულებული იყო ვალის გადახდის მიზნით საცხოვრებელი  თავად გაეყიდა.

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ პროგნოზით, ახლო მომავალში, სახლ-კარის დაკარგვის საფრთხის წინაშე, კიდევ 25 000-მდე ოჯახი შეიძლება აღმოჩნდეს.  ზოგიერთი მონაცემით, ეს ციფრი 70 000-საც კი აღწევს.

სოფიო ბეროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეისათვის, საქართველოში 161 000 იპოთეკარია (კრედიტორია) რეგისტრირებული:

„მთლიანობაში არის 161 000, ხოლო, ამ 161 000 რეგისტრირებული იპოთეკარიდან  68 პროცენტი წარმოადგენს კერძო პიროვნებას ანუ კერძო მევახშეს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. იმ ფონზე, როცა ჩვენ გვაქვს 132 000-ზე მეტი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

საშუალოდ სამზე რომ გავამრავლოთ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ძალიან მალე, რა რაოდენობის ადამიანს შეიძლება დაუდგეს გამოსახლების პრობლემა და რა მასშტაბის პრობლემა იქნება ეს საქართველოსთვის.“

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე „პრობლე­მუ­რი იპოთე­კუ­რი სესხების სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­ში“ გაწევრიანებულ ათი ათასობით ადამიანს დახმარებას დაპირდა, დღეს რთულ სიტუაციაშია.

მთავრობამ დროებითი გამოსავალი – იპოთეკური სესხების აღსრულებაზე  მორატორიუმის გამოცხადებაში დაინახა. პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილელების პაკეტის მიხედვით, მორატორიუმი აღსრულებაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს.

პარალელურად კი იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ კანონზე, რომელიც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო მევახშეებს თამაშის ახალ წესებს დაუდგენს. საუბარია, საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, საშუალოდ – 30-35 პროცენტის ფარგლებში. ბოლო წლებში, ზოგიერთი იპოთეკარი მევალეს წლიურ საპროცენტო განაკვეთს 60-დან 120 პროცენტის ფარგლებშიც კი უსაზღვრავდა.

კანონი ასევე მოითხოვს, სასესხო ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმებას, რამაც წინასწარ განზრახული, თაღლითური გარიგებები უნდა აღმოფხვრას.

ჯერჯერობით, უცნობია, მორატორიუმი და ახალი რეგულაციები ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება თუ მხოლოდ კერძო იპოთეკარებზე. მთავრობის ინიციატივები საბანკო და საფინანსო სექტორიდან მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება.

ბანკების აზრით, მორატორიუმი და რეგულაციები დააზარალებს როგორც საბანკო-საფინანსო სფეროს, ისე უძრავი ქონების ბაზარს და უფრო გააძვირებს სესხებსა და კრედიტებს.

რა იქნება 2014 წლის 1 თებერვლის შემდეგ, ვერავინ ამბობს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, მთავრობა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრობლემის „გაყინვას“ ცდილობს.  პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მევალეს ვალის დაბრუნება მაინც მოუწევს:

„ეს იქნება ერთჯერადი ღონისძიება, რათა რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ შანსი, რომ რაიმე გზით და საშუალებით შეძლონ ამ ვალდებულებების გასტუმრება.

ამას, არავითარ შემთხვევაში არ ექნება რაიმე სხვა ეტაპი მომავალში. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ სიტყვების მოსმენა – ყველამ უნდა მოვახერხოთ საკუთარი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება.“

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მევალეთა რეესტრში, დღეის მდგომარეობით, 91631 მევალე ფიქსირდება.  იანვრიდან, მევალეთა რაოდენობა 15024-ით არის გაზრდილი. თავის მხრივ, მოიმატა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამაც და ჯამში 250 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ ზუსტად 8 წლის წინ, 2005 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტმა ევროპის სოციალური ქარტიის რატოფიცირება მოახდინა. ქარტიის 31-ე მუხლი ქვეყანას ავალდებულებს, მიიღოს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს:უბინაობის პრობლემის თავიდან აცილებსა და შერბილებას, მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით;

ასევე, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას დასაცხოვრებელ ბინებზე ხელმისაწვდომი ფასებისუზრუნველყოფას იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათსათანადო სახსრები.  ნიშანდობლივია, რომ საქართველომ ქარტიის ეს მუხლი სავალდებულოდ არ აღიარა, –  წერს „ამერიკის ხმა“.

25.07.13

Tags: 75 000-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდბოლო ხუთი წლის განმავლობაშიდაახლოებითსაქართველოში
Share1Tweet1

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

საინტერესო

დავით ბაქრაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-13 ტრადიციული სემინარი გახსნა

დავით ბაქრაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-13 ტრადიციული სემინარი გახსნა

11 years ago
“არჩევანი შევაჩერეთ ქართულ ნაციონალურ მიმართულებაზე” – ახალი პროდუქცია ქართულ ბაზარზე

“არჩევანი შევაჩერეთ ქართულ ნაციონალურ მიმართულებაზე” – ახალი პროდუქცია ქართულ ბაზარზე

9 years ago

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

13 years ago

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამა ამოქმედდება

13 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by