• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები დაუბრუნდებათ

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

8200prokuratura11საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 7 მიწის ნაკვეთი და 2 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის სამი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 09 ივნისს შპს „ლაზარემ“, როგორც იურიდიულმა პირმა და მისმა დამფუძნებლებმა ინდივიდუალურად, შპს „ერთობისგან“  კანონიერად შეიძინეს  ქ.რუსთავში მდებარე მთლიანობაში 7 მიწის ნაკვეთი. მალევე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქ.რუსთავის თვითმმართველი ერთეულისა და სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში მოექცა, რის გამოც მისი ჩამორთმევა გადაწყვიტეს.

ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სამართალდამცავ ორგანოში, სისტემატურად იბარებდა შპს „ლაზარეს“ დამფუძნებლებს, რომლებსაც მოსალოდნელი პრობლემების შექმნის მუქარით  კატეგორიულად სთხოვდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობას.

პარალელურად, ამავე საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა ფაქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შპს ,,ლაზარეს“ დამფუძნებლების ოჯახის წევრები, რის შემდეგაც  გამომძიებელი დაზარალებულებს  მათი ოჯახის წევრების პატიმრობაში დატოვებით ემუქრებოდა და პირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და საპატიმროდან გათავისუფლებას მხოლოდ მიწის ნაკვეთების დათმობის სანაცვლოდ.

განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, შპს „ლაზარეს“ პარტნიორებმა 2010 წლის 02 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული გარიგებების საფუძველზე,  ქ. რუსთავის თვითმმართველობის სახელზე უსასყიდლოდ დათმეს ხსენებული 7 მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მათ ოჯახის წევრებს გაუფორმდათ შეპირებული საპროცესო შეთანხმება და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება.

ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ კახა გურგენიძეს და მის მეუღლეს მარიამ რატიანს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით დაათმობინა ოჯახის კუთვნილი ,,ჰიუნდაი სანტაფეს“ მარკის ა/მანქანა, რის შემდეგაც კახა გურგენიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის ოქტომბრის საბაჟო შეტყობინების აქტით, ისე რომ არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მოქალაქე ჯემალ ნაცვლიშვილს უკანონოდ ჩამოართვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული ავტომანქანა MERCEDES BENZ ML-350.

გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, პროკურატურის მიერ ქონების ჩამორთმევაში მხილებული სამივე საჯარო მოხელის  მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება მათი ზემდგომი თანამდებობის პირების მიმართ.

დაზარალებულ მოქალაქეებს ია დვალს, გიორგი ქუთათელაძეს, ნანული ქობალავას და სალომე საყვარელიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ქ.რუსთავში მდებარე 7 მიწის ნაკვეთი. დაზარალებულ კახა გურგენიძეს, მის მეუღლეს მარიამ რატიანს და ჯემალ ნაცვლიშვილს კი დაუბრუნდებათ ასევე სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ,,ჰიუნდაი სანტაფეს“ და MERCEDES BENZ ML-350 მარკის ა/მანქანები.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

“დავითიანნი”: “საყდრისში ტრაქტორები შეიყვანეს”

12 years ago
დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

8 years ago
“თიბისი ბანკს” სამი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

“თიბისი ბანკს” სამი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

12 years ago

ნოდარ ხადური ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by