• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქსტატიწინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე – 1.4 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.8 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა პირიქით 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს 2014 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად – ბოლო 9 წლის მანძილზე.

საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად, 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

”დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (0.2 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (0.5 პროცენტული პუნქტით) და შესაბამისად 10.2 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე) და 13.5 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 41.1 და 21.9 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით, ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 58.9 და 78.1 პროცენტი შეადგინა.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 52.9 და 67.6 პროცენტი შეადგინა.

”უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2015 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (32.0 პროცენტი), რაც 1.5 პროცენტული პუნქტით მაღალია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია

8 years ago

მანდატურები ჩვეუ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას

13 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი – მინისტრობის თუ პრემიერობის მოკლე პერიოდში, ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი – მინისტრობის თუ პრემიერობის მოკლე პერიოდში, ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის

7 years ago
,,რაღაცნაირად, მეტად დაგვეჩაგრე, ძლივს გიპოვეთ გოგო…” – შოვში დაღუპული სოფი ყარალაშვილის მეგობრი

,,რაღაცნაირად, მეტად დაგვეჩაგრე, ძლივს გიპოვეთ გოგო…” – შოვში დაღუპული სოფი ყარალაშვილის მეგობრი

3 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by