• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “საქართველოს იტალიისთვის სამადლობელიც ბევრი აქვს და მასთან ერთად აღსანიშნავიც!”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიას ეროვნულ დღესასწაულს, რესპუბლიკის დღეს ულოცავს, – გიორგი კვირიკაშვილი დღეს, იტალიის საელჩოს მიერ, საზეიმო თარიღთან დაკავშირებით ორგანიზებულ „იტალიურ ფესტივალ 2016-ს“ დაესწრო.

პრემიერმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითი და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„თითქმის 70 წლის წინ, ამ დღეს, იტალიელმა ხალხმა საარჩევნო ყუთებთან განსაზღვრა თავისი მთავრობის მომავალი, როდესაც ფაშიზმის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა და არჩევანი გააკეთა თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ. სწორედ ამ ღირებულებების წყალობით იქცა იტალია ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ და ლიდერ წევრ სახელმწიფოდ, რომელიც საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი პარტნიორიც. დღეს საქართველოს იტალიისთვის სამადლობელიც ბევრი აქვს და მასთან ერთად აღსანიშნავიც! თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს შიდა რეფორმებს და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მისწრაფებებს. იტალია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოსა და იტალიას, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, ბევრი რამ აქვთ საერთო. იტალიის მსგავსად, ქართული ცივილიზაციაც უძველესია და ჩვენც გვახასიათებს კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციული სამზარეულოს სიყვარული. ისევე, როგორც იტალიას, საქართველოსაც გამოარჩევს ძირძველი და საქვეყნოდ ცნობილი მეღვინეობის ტრადიციები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოება დიდ სარგებელს მოიტანს; ხოლო, საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელება, იტალიელ ინვესტორებს, საქართველოში ინვესტირების კუთხით, დიდ შესაძლებლობებს მისცემს.

„ჩვენ გაშლილი ხელით შევხვდებით თქვენს თანამემამულეებს!“, – მიმართა პრემიერმა იტალიის ელჩს საქართველოში.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც იგი ქართულ საქმეს ემსახურება და სიკეთისთვის, რომელიც დიპლომატის გამოცდილების გაზიარებამ, რჩევებმა და მხარდაჭერამ ქვეყანას მოუტანა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი იტალიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ელჩმა და გიორგი კვირიკაშვილს პირადი მეგობარი უწოდა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში და ვიცი, რომ, საერთოდ, დიპლომატები თავისი არსით ნეიტრალურები არიან, მაგრამ ეს მოდის ჩემი გულის სიღრმიდან – მე დიდ პატივს ვცემ გიორგი კვირიკაშვილს და, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ის აგრეთვე გახდა ჩემი პირადი მეგობარი“, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

„იტალიური ფესტივალი 2016“-ის ფარგლებში, ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსისა და აქსესუარების ჩვენება და იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა გაიმართა. სტუმრებმა იტალიური კერძებიც დააგემოვნეს. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საკრებულოს დადგენილებით ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

საკრებულოს დადგენილებით ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

9 years ago
16-დან 23 ოქტომბრამდე ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი გიწვევთ თბილისქალაქობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კვირეულზე

16-დან 23 ოქტომბრამდე ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი გიწვევთ თბილისქალაქობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კვირეულზე

8 years ago
ცნობილია 24 წლის ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც დღეს ბორჯომში მოკლეს

ცნობილია 24 წლის ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც დღეს ბორჯომში მოკლეს

3 years ago

ჯეიმს აპატურაი: „მივესალმებით მეტ ნატოს საქართველოში და უფრო მეტ საქართველოს ნატოში“

11 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by