• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კაბინეტს მიღმაც ძლიერი ქალია – ერთადერთი გამგებელი ქალი საქართველოში

10 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
კაბინეტს მიღმაც ძლიერი ქალია – ერთადერთი გამგებელი ქალი საქართველოში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

lel

ხალხით სავსე ოთახი, გამგებლის წარმომადგენლის თანხლებით, ურიგოდ გავიარეთ და ქალბატონი ლელას მისაღებში შევედით. მოღიმარმა მდივანმა, ლაღიძის „თბილისოს“ რომ უსმენდა, სკამები შემოგვთავაზა და ტელეფონის ზარების პასუხი განაგრძო.
ცოტა ხანში გამგებელმა  კაბინეტიდან  მოქალაქე გამოაცილა  და ჩვენ გვიხმო.

სერტიფიკატებითა და სურათებით დატვირთულ კედელთან მდგარ სამუშაო მაგიდასთან მკაცრი გარეგნობის, თბილად მომღიმარი ქალბატონი დაგვხვდა. ეტიკეტის შესაბამისი ჩაცმულობა, მოკლედ შეჭრილი თმა და საოცარი ფერის თვალები მის სიძლიერეს აშკარა ხაზს უსვამდა.

თიანეთში არაერთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც ამაყობს, რომ საქართველოში ერთადერთი გამგებელი  ქალი სწორედ მათ მუნიციპალიტეტს ჰყავს. ლელა ქიტესაშვლი, რომელიც 2014 წლიდან  საპასუხისმგებლო თანამდებობას უძღვება, აქ დაიბადა და  გაიზარდა, ამიტომაც, ფიქრობს, რომ ყველა საჭიროებასა თუ პრობლემას კარგად იცნობს და ეტაპობრივად  საკმაოდ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს.

სკოლა თიანეთში დაამთავრა, სწავლა კი სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით განაგრძო. სტუდენტი მძიმე დროს გახდა, როდესაც ქალაქში ცეცხლისა და ტყვიის წვიმა იყო. ამიტომ, ბედს მიენდო და ამ მიმართულებაზე მოხვდა, თუმცა, ოცნებით, ფსიქოთერაპევტობაზე ოცნებობდა. ამბობს, რომ, მართალია,პროფესიონალურ დონეზე ვერ შეძლო ამ საქმის შესწავლა, მაგრამ თანდაყოლილი ნიჭი, ადამიანის ფსიქოლოგიის წვდომისა, ხშირად ეხმარება თავის საქმეში.

მეოთხე კურსზე ერთი თიანელი ბიჭი შეუყვარდა და ცხოვრებაც მას დაუკავშირა.

ამბობს, რომ ბუნებით დამოუკიდებელი  იყო. ამიტომ, სკოლიდან მოყოლებული, სულ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი  პროფესიით დასაქმება ვერასდროს შეძლო, ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ყველა სამუშაო სასიამოვნო და საინტერესო ეტაპი იყო.

არასდროს უფიქრია დედაქალაქში გადასახლებასა და  საკუთარი მხარის მიტოვებაზე, ამიტომ, უკან მალე დაბრუნდა და  მუშაობა თიანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოტომასალების განყოფილების გამგედ დაიწყო. მომდევნო 12 წელი ამ განყოფილების დირექტორის თანამდებობაზე დაჰყო.

შემდეგი საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპი თიანეთის პირველი დღის ცენტრის დირექტორობა იყო.  ამ თანამდებობაზე ექვსი წელი გაატარა.  როგორც თავად ამბობს, ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდი იყო. ცენტრი, ინტერნატების გაუქმების შემდეგ, ბავშვთა რეინტეგრაციას ისახავდა მიზნად, გარემო კი ძალიან თბილი და კომფორტული იყო.

13-14 წლის წინ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს –  მეუღლე გარდაეცვალა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა.  2012  წელს ხელისუფლების შეცვლის პროცესში აქტიურად ჩაერთო. როგორც თავად ამბობს, სტუდენტობიდან მოყოლებული, აქტიური მოქალაქე იყო. 9 აპრილის მოვლენებსაც ხშირად ადევნებდა თვალყურს და, შეძლებისდაგვარად, არცერთ პროცესს არ ეთიშებოდა.
როდესაც, 2014 წელს,  გამგებლის კანდიდატურის დაყენების საკითხი დადგა,  არცკი უფიქრია, რომ ოდესმე მისი კანდიდატურაც დადგებოდა. ამ პერიოდში ოჯახი შექმნა და მომავალს საერთოდ სხვანაირად გეგმავდა.

,,პარლამენტში ფრაქციის აპარატში ვმუშაობდი და არც მიფიქრია, რომ თიანეთში რაღაც კუთხით მაინც მოვბრუნდებოდი. 5 მამაკაცს შორის ირჩეოდა, ვისი კანდიდატურა უნდა დაეყენებინათ. ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა იყო, რომ ერთ–ერთი კანდიდატი მეც ვყოფილიყავი,“- იხსენებს თიანეთის გამგებელი.

ამბობს, რომ მის გამგებლად დანიშვნას თიანეთში  ნაკლებად სტერეოტიპულად შეხვდნენ, ვიდრე დედაქალაში. ბევრს ეეჭვებოდა, ჯერ კიდევ სტერეოტიპულად მოაზროვნე მთის მოსახლეობა ქალს მხარს თუ დაუჭერდა. ლელა ქიტესაშილი ამბობს, რომ არასდროს იწყებს საქმეს, რომელშიც ეჭვი ეპარება, ამიტომაც, თავდაჯერებულობა ყველაზე მეტად დაეხმარა.

,,როდესაც არჩევნებში შენს კანდიდატურას აყენებენ, მით უმეტეს, მთაში– დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ვისი შვილი ხარ, ვისი გორისა ხარ, მოსახლეობას აუცილებლად ახსოვს ყველაფერი.  ,,მამა-პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო“-იტყვიან ხოლმე და, ჩემს შემთხვევაში,  ესეც გასათვალისწინებელი იყო,“- აღნიშნავს ქალბატონი ლელა.

კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, მისი მშობლები თანამდებობების პირები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო, მათი წარსული ხალხის წამოსაყვედრებელი გამხდარიყო. ამბობს, რომ მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა, ამის მიზეზი კი მათი პატიოსნება იყო. სწორედ ამის გამო, დაკისრებულ თანამდებობასაც თამამად მოეკიდა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტის დეპუტატს , ზაქარია ქუცნაშვილს,   ხუთი  დღე სთხოვა. არ უნდოდა, რომ მეუღლის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სურდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო იმაში, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა.

ამბობს, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც  მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევენებში კონკურენციას 5 მამაკაცი უწევდა, ერთ-ერთი კი მისთვის უახლოესი ადამიანი და კარის მეზობელი იყო, 65%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა და ამავდროულად, ოპონენტებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეძლო.

მოსახლეობის მიღების დღედ ოთხშაბათი აქვს დაწესებული, თუმცა, მათ სხვა დღეებშიც არ ეუბნება უარს და ცდილობს, რომ ისინი ამ მხირვ არასდროს შეზღუდოს.

,,ვიღაცას შეიძლება სულ არ გაახსენდეს, რომ მიღების დღე ოთხშაბათია, შორი სოფლიდან წამოვიდეს. წარმოუდგენელია, რომ მე უკან გავუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიზიტი ოფიციალურ მიღებს დღეს არ დაამთხვია.“

ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები  და ადამიანების სიყვარულია.  ,,კაბინეტმა და თანამდებობამ ადამიანი არ უნდა შეცვალოს“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში.

თავის დადებით მხარედ ის მიაჩნია, რომ თავმდაბალია და ადამიანების უზომო სიყვარული შეუძლია.

პერიოდი, როდესაც უჭირდა და სხვადასხვა მიზეზის გამო ამ კაბინეტში უწევდა სიარული, კარგად ახსოვს. ამიტომ, დახმარებაზე უარს  ვერასდროს ამბობს, ფინანსურად თუ არა, მორალურად მაინც ცდილობს ადამიანების გამხნევებას და მათთვის თბილსა და იმედიან სიტყვებს არ იშურებს.

ამბობს, რომ მოთმინებისა და მოსმენის უნარი აქვს. ხშირად  ყოფილა, რომ შვილმკვდარი დედა მიუღია კაბინეტში და მასთან საათობით უსაუბრია.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დრო განსაზღვრული არ აქვს და ხანდახან, დილას მისული, შენობიდან 00:00 საათზე გასულა, სახლში მაინც კმაყოფილი ბრუნდება. გული სწყდება, რომ მეგობრებისა თუ ოჯახისთვის საკმარისი დრო არ რჩება, თუმცა, როგორც ამბობს, პასუხისმგებლობა სხვაგვარად ქცევის საშუალებას არ აძლევს.

პენსიონერ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მათ კი –  ფიზიკური დახმარება სჭირდებათ. ამიტომ, ამ ეტაპზე, ცდილობს, ოჯახის საქმეებს თავად გაუძღვეს.

რაც შეეხება ახლადშექმნილ ოჯახს – მეუღლე წარმოშობით ხაშურელია. ერთი პერიოდი  საფრანგეთში ცხოვრობდა, მეუღლეს გასცილდა და შვილებს თავად ზრდიდა, შემდეგ ერთმანეთი გაიცნეს და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს.

თიანეთის გამგებელი ქალბატონი მეუღლეს ღვთის საჩუქარს უწოდებს. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ, პირადი ტრაგედიის შემდეგ, ამ გადაწყვეტილებას ოდესმე მიიღებდა, მაგრამ მესამე წელია მასთან ერთად ზიდავს ოჯახურ უღელს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს მიქმნის საიმისოდ, რომ მე ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად  მზად ვიყო იმისთვის, რომ  ჩემი საქმე ვაკეთო“- ასე საუბრობს თავის მეუღლეზე.

ამბობს, რომ  პირადი კომფორტი საქმიანობაში განსაკუთრებით ეხმარება და ოჯახი არის სივრცე, სადაც დახარჯული ენერგიის აბსოლუტურ კომპენსაციას ახერხებს.

რაც შეეხება გამგებლის თანამდებობას, ამბობს, რომ ამ ყველაფერს, გარდა ტვირთისა და პასუხისმგებლობისა, ძალიან დიდი აზარტი ახლავს.  მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და ემოციურად  მაქსიმალურად იხარჯება,  არ შეუძლია გაჭირვებულ ადამიანებს ემოციების გარეშე უსმინოს, ფიქრობს,  ყველაფრის აზარტი ისაა, რომ გადაწყვეტილი აქვს, საქმე ბოლომდე მიიყვანოს და თიანეთს სასიკეთოდ გამოადგეს.

ხშირად იყენებს ჩერჩილის ფრაზებს, თუმცა, ვერ იტყვის, რომ პოლიტიკაში ვინმე მისი კუმირია. ამბობს, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს თიანეთის დეპუტატს – ზაქარია ქუცნაშვილს და მოსწონს მისი გონიერება, განათლება თუ თავდაჯერებულობა.

თავის მთავარ სიძლიერად თავისი გუნდი მიაჩნია, რომელიც, მისი თქმით, ძლიერი და კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება.

რაც შეეხებ საყვარელ მწერლებს – განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველა უყვარს, რომელიც,  შემოქმედებითობის უნარით, მისთვის შეუცვლელია.

ბავშობიდან უყვარდა ნოდარ დუმბაძე და კონსტანტინე გამსახურდია. მეგობრობს თიანელების სიამაყესთან – ტარიელ ხარხელაურთან.

ამბობს, რომ მისი საქართველოსადმი სიყვარული ქართული კულტურისადმი უზომო პატივისცემაში გამოიხატება.

ოცნება ბევრი აქვს – უნდა რომ მშვიდი და ბედნიერი საქართველო ნახოს, სადაც  დამძიმებულ და გაჭირვებულ სახეებს ვეღარ შეხვდება.  ამბობს, რომ გაბრაზებული ადამიანის ყურება ურჩევნია გასაცოდავებული ადამიანის ყურებას.

რაც შეეხება პირად ოცნებას, უნდა რომ  შვილი ჰყავდეს და 44 წლის ასაკშიც არ კარგავს  ოცნების ახდენის იმედს.

ფიქრობს,  დიდი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, საკუთარი თავის იმედი აქვს და იმის, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. თიანელები გადაწყვეტენ, დაუჭერენ  თუ არა მხარს მეორე მოწვევის არჩევნებში, იქამდე კი, საქართველოში ერთადერთი გამგებელი ქალი ჩვენთან ვიზიტს ასრულებს.  ოთხშაბათი დღეა და ამჯერადაც, დახმარების მსურველთა რიგი არნახულად დიდია.

ნატალია ჯალაღონია

ქეთი გოგუაძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In