• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხადურიდღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“

სამუშაო შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ.

დისკუსია გაიმართა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე.

„ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ მიმართულებით, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. დღეს შევიკრიბეთ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რათა გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს აქვთ აღნიშნული მიმართულებით. საქართველოს შემუშავებული აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს აღებული ჰქონდა, შესაბამისობაში მოდის, მათ შორის, ვიზალიბარალიზაციის პროცესთან და შესრულებულია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე, განვიხილავთ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებიან ჩვენი ექსპერტები, რომლებსაც სერიოზული გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით. უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე, ვისაუბრებთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველომ სამომავლოდ უნდა გადადგას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს ეხება როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ისე ადამიანური რესურსების გაძლიერებას,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) 2012 წლის საქართველოს შეფასების ანგარიში და რეკომენდირებული სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ეროვნული AML/CFT სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რისკების შეფასების ანალიზის დოკუმენტები.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

კიევში დღეს კიდევ ერთი  შტურმი დაიგეგმა

კიევში დღეს კიდევ ერთი შტურმი დაიგეგმა

13 years ago
“უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”

“უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”

12 years ago
გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

13 years ago
“უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება”

“უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება”

11 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by