• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინათინ ხიდაშელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

xidasheliსაქართველოს თავდაცვის მინისტრი პარიზიდან ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

თინათინ ხიდაშელმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ფიკრი იშიკს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფიქრი იშიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ თურქეთის მხარდაჭერა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო.

„თურქეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. ეს მინისტერიალი გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალი მინისტრი სრულად ადასტურებს იმ პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან. ის საქართველოს მხარდამჭერია, მეგობარია, პარტნიორია და მზად არის გააგრძელოს ყველა ის პროექტი, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობდით ამ ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია, სადაც შემდეგი სამმხრივი მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. „სავარაუდოდ, სამმხრივი შეხვედრა უკვე თბილისში ან ბათუმში გაიმართება, სადაც ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამმხრივი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაცვალეს ინფორმაცია თინათინ ხიდაშელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა. „ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებშია და ერთობლივ ღონისძიებებზე, ერთობლივ შესაძლებლობებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ინფორმირებაზე ყველა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამ ორი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი პოლონელ, ხორვატ კოლეგებს და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდება.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„ადამიანებო აუცილებლად უსმინეთ ქართულ მუსიკას და მეგობრებო იმღერეთ ქართული სიმღერები“ – ლაზარე ადამია მუსიკოსი

12 years ago
“გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში”

“დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ”

10 years ago
მეოთხე კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა, დაახლოებით 10 სახლია დანგრეული – ლანჩხუთის მერი

მეოთხე კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა, დაახლოებით 10 სახლია დანგრეული – ლანჩხუთის მერი

3 years ago
,,პოზიტიური ამბებიც ხდება“

“თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

10 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by