• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ გიორგაძე გელათის მონასტრისა და გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგაძესაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს; ასევე, ეწყობა არქეოლოგიური (ვიზიტორთა) ცენტრი და საიტი. ივნისსა და ივლისში ჩატარდება გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს,  მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გეგუთის სასახლეზე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს.

გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.

კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს  ასევე გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც უკვე რამდენიმე წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ღმრთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე შეიცვალა დაზიანებული სარკმლის ალთები; მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს გუმბათის ყელის ქვის კონსერვაციის სამუშაოები; აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კი მთავარი ტაძრის გუმბათი მოჭიქული კრამიტით გადაიხურება; კონსტრუქციულად გამაგრდა გუმბათი.

გეგუთის სასახლე

2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგუთის სასახლის კომპლექსზე სარეაბილიტაციო, არქეოლოგიური და საველე სამუშაოები განხორციელდა. არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში გაიჭრა თხუთმეტი თხრილი, რის საფუძველზეც ძეგლის სტრატიგრაფია დაკონკრეტდა. გამოვლინდა აქამდე უცნობი ნაგებობები. ყველაზე ადრეული – პირველი, მეორე და მესამე არქიტექტურული ფენების კუთვნილი, დუღაბზე ნაგები რიყის ქვით ნაგები კედლებია, სადაც IV_V სს ციხისა და მის ფარგლებში არსებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები გამოიკვეთა. რიყის ქვით ნაგებ ბურჯზე დაფიქსირებული შეღებილი შელესილობა ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიაში სრულიად ახალი მოვლენაა. მეოთხე სამშენებლო ფენა, დიდ კვადროვანი წყობით ნაგებ კუთხამოყვანილობის ციხეს წარმოადგენს, რომელიც რვანახევარწრედ გამოზიდული კოშკებით უნდა ყოფილიყო გამაგრებული. სტრატიგრაფიულად მომდევნო ეტაპი ბუხრიანი ოთახი და სწორკუთხა ნაგებობაა, რომელიც ბუხრიანი ოთახის აგებისას ნაწილობრივ დანგრეულა. ეს ფენა ძლიერი ხანძრის შედეგად არის განადგურებული და მას მურვან ყრუს VII ს–ის სადამსჯელო ექსპედიციებს უკავშირებენ. მეშვიდე და მერვე ფენებს აგურის შენობა განეკუთვნება, რომლის სრული გეგმის გამოვლენა 2016 წლის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დადგინდება. წინასწარი დასკვნებით ეს ნაგებობა გაბარიტებით მეცხრე ფენის გრანდიოზულ აგურის სასახლეს უტოლდება, პარალელურ მასალებზე დაყრდნობით კი – ქუთაისის ნაქალაქარსა და ბაგრატის ტაძრის სტრატიგრაფიის გათვალისწინებით, აფხაზთა მეფეების სამშენებლო აქტიურობას უკავშირებენ. ამავე ეპოქას განეკუთვნება მეხამეტე და მეთოთხმეტე თხრილებში გამოჩენილი გალავანის ფრაგმენტიც, რომელიც შესაძლოა სასახლეს მთელს პერიმეტრზე ესაზღვრებოდა. მეცხრე ფენა –აგურით ნაგები გრანდიოზული სასახლე – წინასწარი დასკვნებით დავით აღმაშენებელს, გიორგი III –ს და თამარის ეპოქას უკავშირებენ.

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერში სამი – ღმრთისმშობლის შობის (1106 წ.), წმინდა გიორგისა (მე-13 ს.) და წმინდა ნიკოლოზის (მე-13 ს)  – ეკლესია დგას. ეზოს დასავლეთ ნაწილში სამრეკლოსა და აკადემიის შენობებია. მონასტერი ასევე მე-18 – მე-20 საუკუნეების რამდენიმე სახლს მოიცავს. გალავანს ორი კარიბჭე აქვს– სამხრეთი კარიბჭე უძველესია. მასში დავით აღმაშენებელია დაკრძალული.  ხის დიდ არქიტრავზე კი დემეტრე I-ის მიერ განჯის ციხიდან წამოღებული ნაალაფარი რკინის კარია ჩამოკიდებული. მონასტრის აღმოსავლეთი კარიბჭე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს,  მე-18 საუკუნეშია გაჭრილი. გელათის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

რამდენად სანდოა ძვირფასი ლითონის ბიზნესი

რამდენად სანდოა ძვირფასი ლითონის ბიზნესი

7 years ago
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

ქლიარსთრიმის შემოსვლა უცხოელ ინვესტორებს ქართულ ფინანსურ ბაზართან წვდომას გაუადვილებს

10 years ago

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს

8 years ago

პეტრა – ქვაში ნაკვეთი საოცრება

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by