• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ქართული კვების კომპანის“ ახალმა მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ შპს „ქართული კვების კომპანიამ“ პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრაზე  კომპანიის  ახალმა მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა. მათ ასევე, განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ დროისთვის მიმდინარე, კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრეს.

როგორც „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი როგავამ განაცხადა, კომპანიის ახალ მენეჯმენტს ბევრი პრობლემა დახვდა.  მათ უკვე შიესწავლეს ეს პრობლემები და დაწყებულია მათი მოგვარება. კომპანია მთავარ პრიორიტეტად კვების ხარისხის მაქსიმალურ ზრდას და მუშა პროცესების ეფექტურ მართვას ასახელებს.

მენეჯმენტმა შეცვალა კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა. თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე (სასადილოებში)  მოხდა თითოეული თანამშრომლის საქმის ინდივიდუალურად გაცნობა და გადახედვა, ხელფასები საშუალოდ 25 %-ით გაიზარდა.  თანამშრომელთა წახალისების მიზნით, კომპანია მომავალშიც აპირებს სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას.

ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს  კვების ობიექტებზე  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სასადილოებში  ახალი, თანამედროვე სასადილო ინვენტარის და დანადგარების  შეტანა მოხდება, ინვენტარის ძირითადი პროცენტი უკვე შესყიდული და დასაწყობებულია.

ასევე, გამკაცრდა კონტროლი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. არსებობს კომპანიის შინაგანაწესი. ყველა თანამშრომელი ვალდებულია ამ შინაგანაწესს დაემორჩილოს. ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, სასადილოების მომსახურე პერონალისთვის შეიკერა ახალი ფორმები. პროდუქტის შემოწმებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით უკვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ასევე, კომპანიის ინიციატივით,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმდება, რის შედეგადაცკონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

ახლო მომავალში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერსონალისთვის ჩატარდება ტრენინგები.

„ქართული კვების კომპანიის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, პროდუქტების შემოწმება გამართული სისტემაა, რაც მაღალი ხარისხის გარანტს იძლევა. „აღსანიშნავია რომ გარდა პროდუქტების ხარისხიანობის შემოწმებისა, მოწმდება პროდუქტების შენახვის პირობები, პროდუქტების გადამუშავებისა და საკვების მომზადებისთვის განკუთვნილი ადგილების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც. მოწოდებული პროდუქტები ვიზუალურად მოწმდება თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე არსებულ სამხედრო სასადილოებში, მენეჯერებისა და საწყობის უფროსების მიერ. პროდუქციას მოჰყვება ერთი ხარისხის სერთიფიკატი, რაც აღნიშნული პროდუქტის ვარგისიანობას ადასტურებს. ხარისხის სერთიფიკატი მომწოდებელი კომპანიის ხელშეკრულებასთან ერთად ადმინისტრაციულ ოფისში ინახება. პროდუქტის ხარისხს „ქართული კვების კომპანიის“ კონროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს. ასევე შემოწმება ხდება თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ. (თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების შესაბამისი წარმომადგენლები) შემოწმება ხორციელდება როგორც ორგანოლეპტიკურად, ასევე ლაბორატორიულადაც. საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის გადაგზავნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხდება.  გარდა შემოსული პროდუქტების შემოწმებისა, სასადილოებში, უშუალოდ სამზარეულოში სამხედრო ნაწილის ექიმები მიერ მზა კერძების შემოწმებაც ხდება.“

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა  26 ივლისს კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრა. გიორგი როგავას განცხადებით: „დაინერგა ახალი მიდგომები. თუ აქამდე კომპანიის ხელმძღვანელი ერთპიროვნულად წყვეტდა რომელი მომწოდებლისგან შეეძინა ესა თუ ის პროდუქტი, ახლა ეს მანკიერი პრაქტიკა შეიცავალ, „ ქართული კვების კომპანიის“ შესყიდვები ტენდერების გამოცხადება ელექტრონული სისტემის საფუძველზე მოხდება. ეს პროცესი ხელს უწყობს შესყიდვების პროცესის სამართლიანობასა და კონკურენტული გარემოს ხარისხის ზრდას.“

„ქართული კვების კომპანიამ“  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფისათვის 25 ტენდერი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია. სატენდერო პროდუქტები დაყოფილია საყოველთაო შესყიდვების კლასიფიკატორის მიხედვით. ძირითადი განცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო, ნაწილის კი 19 აგვისტო. პროდუქციის ხარისხის დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს „ქართული კვების კომპანიისთვის“ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის მთავარი კრიტერიუმი  დაბალი ფასია.

პროდუქტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში მოხდება.  შესყიდვების პერიოდი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

13.08.13  

Tags: „ქართული კვების კომპანის“ ახალმა მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა
ShareTweet

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

„სამეგრელო არასოდეს დაუჭერს მხარს ქართულ ნაციზმს, მიშიზმს, სადიზმს“ – მანანა კობახიძე

10 years ago
ომბუდსმენი – უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რის გამოც მათ უწევთ დატოვონ სახლები და თბილისში ჩამოვიდნენ

“მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს” – სახალხო დამცველი

7 years ago
აბრეშუმის პირბადეები,  რომლებიც კომფორტზეა ორიენტირებული – „მეიშუ“

აბრეშუმის პირბადეები, რომლებიც კომფორტზეა ორიენტირებული – „მეიშუ“

5 years ago
“ქალი იმ­დენ­ჯერ უნდა გა­თხოვ­დეს, სა­ნამ ბედ­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბა, არ უნდა გა­ექ­ცეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ძებ­ნას” – ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილი

“ქალი იმ­დენ­ჯერ უნდა გა­თხოვ­დეს, სა­ნამ ბედ­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბა, არ უნდა გა­ექ­ცეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ძებ­ნას” – ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილი

2 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by