• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

gggggსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა.

ქვეყნის პირველმა პირმა “საქართველოს ევროპული გზის” შესახებ ისაუბრა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვები ძირითადად საქართველოს ევროპულ არჩევანს, ვიზალიბერალიზაციას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, საქართველო- რუსეთის ურთიერთობებს,  აფხაზეთის რეფერენდუმს, ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმს და რეგიონში შექმნილ ვითარებას, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

„ნება მომეცით მოგესალმოთ და გაგიზიაროთ, ის თუ რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის აქ ყოფნა, რამდენად მოხარული ვარ, რომ  ბერლინში ძალიან მნიშვნელოვან დროს ვიმყოფები.

ერთი მხრივ, მე აქ ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფები. სულ რამდენიმე საათის წინ, საშინელი ტერორისტული აქტი მოხდა სტამბოლში, რამაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეორე მხრივ, მე აქ დრამატულ პოლიტიკურ დროს ვიმყოფები, როცა ევროპული თანამეგობრობა ბრიტანეთის  რეფერენდუმის შედეგებსა და მომავალს განიხილავს.

მე აქ ვიმყოფები, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპული დღის წესრიგით, რომლის განვითარებას და წინსვლასაც აქტიურად ვცდილობთ. ბერლინში ახლახანს ვიზიტით იყო პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი.

ეს არის ფიქრის დრო; დრო, როდესაც ვახდენთ ჩვენს წინაშე არსებული  დაბრკოლებების,  სირთულეებისა და  საფრთხეების შეფასებას, საფრთხეების, რომელსაც  ტერორიზმის გამოხატულება აქვთ, რაც ასეთი საშინელი და ამაზრზენია ჩვენთვის.

მაგრამ ამავდროულად, შეუძლებელია იყოს ამაზე უკეთესი ადგილი იმისათვის, რომ იფიქრო, განიხილო და დაგეგმო მომავალი იმ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც ამ აუდიტორიაში ვხედავ, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ფიქრობენ, ქმნიან ევროპულ პროცესს და ევროპულ მომავალს.

მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც უყვარს გერმანია და გერმანელი ხალხი. უკვე აღინიშნა, ის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს მეორე პრეზიდენტს ჰქონდა გერმანელ ერთან.

მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დიასპორის  ყოფნის 200 წლისთავს.

ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენა მტკიცედ იყო მხარდაჭერილი გერმანიის მიერ და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენთან საელჩო გახსნა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან.

ჩვენ აღტაცებული ვართ გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერით, როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ჩემთვის პირადად, როგორც ფილოსოფოსისათვის,  ორი ქვეყანა – გერმანია და საბერძნეთი, განსაკუთრებულია.

საქართველო განსაკუთრებით აქტიურია ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. ის აქტიური იყო ამ მიმართულებით დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან. ფაქტობრივად, შემიძლია გითხრათ, რომ  ბოლო ოთხი მთავრობა, ოთხი პრეზიდენტი – ყველა მათგანი ძალიან მტკიცე და აქტიური იყო საკუთარ ხედვაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით;

და, როდესაც გესმით ეს მოსაზრებები, თქვენ უდაოდ ხედავთ, რომ ესენი არიან განსხვავებული პრეზიდენტები, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთიანობა – გავხდეთ ევროპული ერების ოჯახის ნაწილი, რაც თავისთავად განსაზღვრულია ჩემი ხალხის კულტურით, რომელიც საკუთარ იდენტობას ბოლო 3000 წლის მანძილზე ავითარებდა;  ავითარებდა საკუთარ იდენტობას, როგორც ქრისტიანული კულტურა; ავითარებდა იდენტობას საკუთარი და უნიკალური ანბანით, ავითარებს საკუთარ იდენტობას ისეთ რეგიონში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვისაა დატვირთული კონფლიქტებით და კონფრონტაციებით, არამედ დიდი იმპერიებისთვისაც იყო კონფლიქტებისა და კონფრონტაციების ადგილი.

დღეს, საქართველო კვლავ არის ამ რეგიონში ძლიერი ქვეყანა, რომელიც იყურება მომავლისკენ დიდი იმედითა და პერსპექტივით და რომლის ძალისხმევაც მიმართულია, ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი.

ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში მდებარეობს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის თანამშრომლობას განაპირობებს. კავშირი, რომელიც თუ არის სტაბილური, აზიასა და ევროპაში ათეულობით ქვეყნისთვის, რეალურ შესაძლებლობებს  ქმნის. ჩვენ საკუთარი თავი მიუძღვენით ამ საქმეს და ამ მიზანს.

შესაბამისად, ვამყარებთ პარტნიორობას, ვახორციელებთ სხვადასხვა ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ პროექტებს, რაც დიდ პერსპექტივას და დიდ შესაძლებლობას შექმნის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე პარტნიორებისათვის.

ამავე დროს, მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც სირთულეების წინაშე დგას. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ არის მეზობელი ქვეყნის მიერ ოკუპირებული. ქვეყნის მიერ, რომელიც ბირთვული ძალის მფლობელია და რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. ამ ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობის 15%-ი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირია. ტერიტორიებიდან გამოდევნეს ის ადამიანები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ იქ.

ამ გამოწვევებით ჩვენ მაინც წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი სახელმწიფო ვართ, რომელიც არსებითად ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცების პროცესს.

ჩვენ რეგიონში ლიდერი ქვეყანა ვართ ჩვენი პარტნიორების მიერ მოცემული დავალებების  შესრულების თვალსაზრისითაც. მე მჯერა, რომ გვექნება ძალიან მდგრადი და ეფექტური პროცესი, რომელიც დასრულდება ჩემ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებით.

ამდენად, ჩვენი  მიზანია შევქმნათ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც რა თქმა უნდა, სირთულეს წარმოადგენს იმ ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე რუსეთის იმპერიისა და 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას და  ვიმყოფებით ერთ-ერთ ძალიან აქტიურ ევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესში, როგორც შინაგანად, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორიენტირით.

თქვენ ალბათ იცით, რომ  საქართველო აქტიური კონტრიბუტორია  გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ჩვენ ვართ ISAF – ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის“ ნაწილი, ასევე მისიების ნაწილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში და მალიში.

ყველა ამ გამოწვევით და ამავე დროს, იმ დიდი შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენ პარტნიორებთან აქ, ბერლინში, რადგან ორმხრივი ურთიერთობები გერმანიასთან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც აქტიური ევროპული დღის წესრიგის მიღწევა ბრიუსელთან და სტრასბურგთან.

ძირითადად ეს არის ჩემი დღის წესრიგი აქ. მე ვაცნობიერებ იმ რთულ პერიოდს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

დიდი მადლობა!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლას კონრად ადენაუერის ფონდში დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო წრეების და მედიის წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ეკონომისტები მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ

ეკონომისტები მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ

12 years ago
დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი – პრეზიდენტი

რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა – სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს

2 years ago
ფეთჰულა გიულენი: „მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“

ფეთჰულა გიულენი: „მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“

10 years ago
როგორ მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაციის პროცესი

როგორ მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაციის პროცესი

7 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by