• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლადო პაპავა თსუ-ში პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებას არ დაუშვებს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ გამორიცხულია უნივერსიტეტი იყოს პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი.

„მეყოფა იმის ძალა, რომ ასეთი რამ უნივერსიტეტში უბრალოდ არ დავუშვა,“ – ამბობს პაპავა.

რექტორმა უნივერსიტეტში დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უნივერისტეტში ამ ეტაპზე ორი მთავარი ამოცანაა – მიმდინარე და სტრატეგიული.

ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს იწყება და ის უნდა დაიწყოს ხარვეზების გარეშე. რაც შეეხება სტრატეგიულ ამოცანებს, რექტორი ამბობს, რომ უნდა ამაღლდეს ცოდნის დონე. ამ მიზნით ლადო პაპავა აპირებს შეხვედრას ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ გეგმები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.

„გეგმაში დეტალური ანალიზი უნდა იყოს წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ რომელ დარგში რა სიტუაციაა, სად არის სახელმძღანელოები და სად არის დეფიციტი, რისგან არის გამოწვეული ეს დეფიციტი. რომელი სახელმძღვანელო უნდა დაიწეროს ქართველი პროფესორის მიერ და რომელი ითარგმნოს. მოსაზრებები უნდა მოდიოდეს დარგის სპეციალისტების მხრიდან, არ ვაპირებ არავის მივცე რჩევა, მაგრამ თუ იქნება შერჩეული რაღაც სახელმძღვანელო სათარგმნად, დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ ის მართლაც არის საერთაშორისო სტანდარტის და ეს ჩვენ გვჭირდება,“ – აცხადებს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, გარკვეული მიმართულებით დავალება მიეცემა საბიბლიოთეკო ფონდსაც. რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტს აქვს კარგი ბიბლიოთეკა, მაგრამ პრობლემები რჩება და სტუდენტები არ არიან კმაყოფილნი. მისივე თქმით, შესაძლებელია ციფრულ ფორმატში სახელმძღვანელოების გადაყვანა, რათა ხელმისაწვდომი იყოს.

გარდა ამისა, ლადო პაპავა გეგმავს პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნას, რომლის მიხედვითაც დოქტორანტები, რომლებიც დაიცავენ ხარისხს, შეძლებენ გააგრძელონ საქმიანობა უნივერსიტეტში.

ახალი რექტორი გეგმავს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებასაც. ამ მიზნით მაგისტრანტის ან დოქტორანტის ხელძღვანელ პროფესორს ანაზღაურება დაენიშნება. ასევე, უნივერისტეტში ამოქმედდება სააპელაციო სისტემა, სადაც კონკურსის მონაწილე პროფესორს შეეძლება გაასაჩივროს კონკურსის შედეგები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს და ახალი კონკურსების ჩატარებას, ლადო პაპავა ამბობს, რომ ეს არ იგეგმება, რადგან რექტორის შევლა არ არის ამის საფუძველი. თსუ-ს რექტორი ამბობს, რომ კონკურსი ჩატარდება მაშინ, როცა ამოიწურება ხელშეკრულების ვადა.

ლადო პაპავა გეგმავს შეხვდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც. მისივე განცხადებით, უკვე შეხვდა უნივერისტეტის ყოფილ რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილს. გარდა ამისა, ლადო პაპავა აპირებს ჰქონდეს მიღების საათები და შეხვდეს სტუდენტებს, რათა მათ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათი ხმა რექტორამდე მისულია.

თსუ-ს რექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აპირებს 100 დღის შემდეგ ისევ შეხვდეს მათ და შედეგებზე ისაუბროს.

19.08.13

Tags: ლადო პაპავა თსუ-ში პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებას არ დაუშვებს
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ეწვევა

9 years ago

ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ

10 years ago
ორსული ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მარტვილში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

ორსული ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მარტვილში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

2 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი მედიას – “გთხოვოთ, მაქსიმალურად იყოთ ჩართულები და გაგვაკონტროლეთ”

ირაკლი ღარიბაშვილი მედიას – “გთხოვოთ, მაქსიმალურად იყოთ ჩართულები და გაგვაკონტროლეთ”

12 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by