• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ უწოდეს სვეტიცხოველს 12 მოციქულის სახელი?

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
რატომ უწოდეს სვეტიცხოველს 12 მოციქულის სახელი?
56
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თორმეტი მოციქულიპეტრე-პავლობის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულს ერთად იხსენიებს. კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები მისი აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.

მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოარჩია მაცხოვარმა 12 მოციქული და მისცა მათ “ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა” (მთ. 10, 1).  შემდეგ მახარებელი ჩამოთვლის სახელებს: პირველად, სიმონი რომელსაც ეწოდა პეტრე და ანდრეა, მისი ძმა; იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა; ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მეზვერე; იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა მოგვიანებით; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გახდა მაცხოვრის გამცემელი. როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, გაგზავნა ისინი “ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა” (ლკ. 9, 2). უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს, სადაც გადაწყდა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. ასე გახდა მატათა  ათერთმეტთა მოციქულთა შორის.

მაცხოვარმა ზეცად  ამაღლების შემდეგ, მოციქულებს მოუწოდა გალილეის ერთ-ერთ მთაზე (ელეონის) და უკანასკნელი კურთხევა მისცა მათ: “მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ–სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მთ. 28, 18-20).

ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილმა  მოციქულებმა მიუხედავად მრავალი დამცირების, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანაზე გაავრცელეს.

უძველესი უცხოური და ქართული წყაროები ადასტურებენ, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა – ქრისტეს მოციქულების მეშვეობით.აქ ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს.

მცხეთის საპატრიარქო ტაძარი-სვეტიცხოველი სწორედ თორმეტი მოციქულის სახელობისაა, ამიტომ ეს დღე მცხეთისა და სვეტიცხოვლისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია.

სვეტიცხოველი

ილია მეორე: „ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარს საფუძველი პირველად IV საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. იგი მეფე მირიანის, დედოფალ ნანასა და წმინდა ნინოს ლოცვით აშენდა.  დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რატომ უწოდეს საქართველოში პირველ ტაძარს 12 მოციქულის სახელი და საერთოდ, რა ძალა აქვს მოციქულთა დასს? ვინ არიან ისინი? საოცარია, რომ უფალმა მოციქულებად უბრალო მესათხევლენი აირჩია და ამით თავისი ძალა გამოავლინა!

უფალი ეუბნება პეტრე მოციქულს: „შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეს სიტყვები ეხება არა მარტო პეტრე მოციქულს, არამედ ყოველ მოციქულს. სწორედ მათზე დაფუძნდა ეკლესია, რომელსაც ვერ მოერევა ბჭენი ჯოჯოხეთისანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია მუდამ იყო და იქნება სიმართლისათვის, ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი და ამ ბრძოლაში ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება ის სულიერი საუნჯე, რომელსაც წლებისა და საუკუნეების მანძილზე იცავდა და ინარჩუნებდა ქართველი ერი. ეკლესია მუდამ ამთლიანებდა ქართველ ერს. თუ სადმე ხდებოდა დაყოფა და დაპირისპირება, იქ აუცილებლად ეკლესია დგებოდა შუაში და ერთმანეთთან არიგებდა მტრად მოკიდებულებს.   სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი წმინდა 12 მოციქულის სახელზეა აშენებული – ანუ იმ მოციქულთა სახელზე, რომლებზეც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ ეწოდა მოციქულთა სახელი პირველ ტაძარს. საოცარია, რომ ზუსტად იმ დროს დაფუძნდა ეკლესია კონსტანტინეპოლში და ტაძარი იქაც 12 მოციქულის სახელზე აიგო.

საქართველო ძლიერია! საქართველო აუცილებლად გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელიც არის დღეს და იქნება მომავალში, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა! აი, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა შედრკეს ქართველი ერი!“(13,07,2006)

სვეტიცხოველი ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს. ის იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათოლიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. აქ  ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა – კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა; ქართველ მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა და კათოლიკოს-პატრიარქთა დაკრძალვა. იგი მცხეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო  ცენტრს წარმოადგენდა და ჰქონდა ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share22Tweet14

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

7 years ago
ბარაკ ობამამ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ბარაკ ობამამ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

12 years ago
ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეგაპროექტზე მუშაობა იწყება

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეგაპროექტზე მუშაობა იწყება

11 years ago
თსუ-ში ლექტორები ლექციების ჩატარებაზე უარს ამბობენ

საქართველოში 48 624 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

8 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by