• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პაპი ფრანცისკე უარყოფს პაპის უცდომელობის პრიმატს?!- პასუხი ქილანდარის მონასტრიდან განდევნილ ბერებს

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გავრცელებული ინფორმაციით ათონის ქილანდარის მონასტრიდან მართლმადიდებელი ბერების განდევნეს. ძმობის ხუთმა წევრმა კრეტის კრების დასრულების შემდეგ, მონასტრის წინამძღოლს განუცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ერესის დამნერგავია, რადგან კრებამ ეკუმენიზმი მიიღო, როგორც მართლმადიდებლური სწავლება. რაზეც ბერდიდმა  ხორვატმა  მღვდელმონაზონმა  სერაფიმემ უპასუხა, რომ მათ არ ესმით მომხდარის არსი: “პაპი ფრანცისკე საუკეთესო პაპია მის წინამორბედებთან შედარებით, იგი უარყოფს პაპის უცდომელობის პრიმატს, მოინანიებს და კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად იქნებიან”.

ბერები

The Tbilisi Times უცვლელი სახით გთავაზობთ – karibche.ambebi.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:

კრეტის კრების დასრულების შემდეგ ათონის სერბული – ქილანდარის მონასტრის ძმობის ხუთმა წევრმა მიმართა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მეთოდეს და მას ღიად განუცხადეს თავიანთი პოზიცია: კრეტის კრებაზე ეკუმენიზმი მიღებული იქნა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, ამის გამო ჩვენ ვერ დავესწრებით მსახურებას და ვერ ვეზიარებით იქ, სადაც მოიხსენიება ერესიარქი ბართლომე – ამ ერესის დამნერგავი.

წინამძღვარმა მაშინვე არაფერი უპასუხა და მხოლოდ ის უთხრა, რომ მათი საკითხი მონასტრის კრებაზე განიხილებოდა, რომელიც 5 ივლისისთვის იყო დანიშნული. სამშაბათს, 2016 წლის 5 ივლისს ბერები: დამიანე, ლუკა, ონოფრე, ნიკოლოზი და მორჩილი დანიელი დაიბარეს მონასტრის კრებაზე. მათ ჰკითხეს, რჩებოდნენ თუ არა ისევ თავიანთ აზრზე. მათ უპასუხეს: დიახ. მაშინ არქიმანდრიტმა მეთოდემ უთხრა, რომ მათი პოზიცია გასაგები იყო და არაფრის ახსნა არ იყო საჭირო.

წინამძღვარმა სიტყვა გადასცა კრების ბერდიდს (კრების ბერდიდი ნიშნავს მონასტრის კრების წევრს) ხორვატ მღვდელმონაზონ სერაფიმეს, რომელმაც განმარტა, თუ რა სასჯელი მოყვება მათ მიერ არჩეულ გზას: კვირამდე – 10 ივლისამდე, მათ უნდა დატოვონ ქილანდარის მონასტერი, მათ ეკრძალებათ ქილანდარის მიწაზე ან კარეესში (წმინდა მთის დედაქალაქში) რომელიმე სენაკში ცხოვრება; მათ ჩამოერთმევათ საბერძნეთის მოქალაქეობა და ბერძნული საბუთები (ათონზე დასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წმინდა მთის კანონების შესაბამისად ენიჭებათ საბერძნეთის მოქალაქეობა და ეძლევათ შესაბამისი საბუთები); მათ სახელებს ამოიღებენ ბერთა წიგნიდან (წიგნი, რომელშიც იქწერება ყველა იმ ბერის სახელი, რომელმაც ათონზე დადო ბერული აღთქმა) და ისინი ჩაითვლებიან განკვეთილებად, საერო პირებად.

ძმებმა განაცხადეს, რომ მათ ბერული აღთქმა უფლის და ღვთისმშობლის წინაშე დადეს და ბერებად რჩებიან. მღვდელმონაზონმა სერაფიმემ მათ აუხსნა, რომ სწორად არ ესმით მომხდარის არსი: “პაპი ფრანცისკე საუკეთესო პაპია მის წინამორბედებთან შედარებით, იგი უარყოფს პაპის უცდომელობის პრიმატს, მოინანიებს და კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად იქნებიან“. სერბმა ძმებმა ვერ მოითმინეს მამა სერაფიმეს ლათინური ფილოსოფოსობა და მას იქვე უწოდეს ქრისტეს გამცემი იეზუიტი.

ძმებმა უთხრეს მამა სერაფიმეს, რომ “რომის პაპი” მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ქრისტესმიერი ძმები, რომლებთან ერთადაც ერთ მონასტერში მოღვაწეობს. მონასტრის კრებაზე კრების წევრებიდან არავინ გამოსულა ძმების დასაცავად, ყველა დაეთანხმა კრების გადაწყვეტილებას, რომ ერესის წინააღმდეგ გამოსული ბერები უნდა დაისაჯონ.

ქილანდრის ძმები – მონაზონები დამიანე, ონოფრე, დანიელი და ლუკა განდევნეს სარწმუნოების დაცვისათვის, მორჩილი ნიკოლოზი კი მონასტერში დარჩა.

წყარო: karibche.g; ambebi.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

Share4Tweet2

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე
ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026

საინტერესო

მარნეულში 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

მარნეულში 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

1 year ago
იმისთვის, რომ ქმარი თქვენით მუდამ აღფრთოვანებული იყოს, ანუ ცოლების საკითხავი

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ ქრებიან მამაკაცები უკვალოდ

10 years ago
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2014 წლის გამოშვებასა ზეიმოდ აღინიშნა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2014 წლის გამოშვებასა ზეიმოდ აღინიშნა

12 years ago
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

4 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by