სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან, შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის შენობის დაკავების თაობაზე, საგანგებო სხდომა გამართა.სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ თათბირზე, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა სარგსიანს იმ ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ მიერ ხორციელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.
ამასთან, მათივე ცნობით, შეიარაღებული პირების მიერ დაკავებული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული მოძრაობა შეინიშნება, კერძოდ ტერიტორიაზე 2 ამერიკული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, თუმცა ოფიციალური პირები ჟურნალისტებთან საუბარში სპეცოპერაციის დაწყებას არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც მხარს ოპოზიცინერ ჟირაირ სეფილიანს უჭერს, პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და დაიკავა.
რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი სომხეთის ხელისუფლების გადადგომას და სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვს.






