• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

140 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ახალი სასტუმრო თბილისში

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკაშვილი140 მილიონი დოლარის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი, უმაღლესი კლასის სასტუმრო თბილისში – „ბილთმორ თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, შეიხს საქართველოსთან თბილი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის სასტუმროს გახსნა, როგორც თბილისისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყოველი ასეთი პროექტის განხორციელებით ჩვენს ქვეყანაში ჩნდება სულ უფრო მეტი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი კლასის სასტუმრო, გამართული ინფრასტრუქტურა,  სასიამოვნო გარემო და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისთვის. ყოველი ასეთი პროექტი საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს.  ეს ,,დაბი ჯგუფის“ უმსხვილესი ინვესტიცია, თუმცა არა პირველი საქართველოში, მაგრამ ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა  და ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამ პოლიტიკის, ჩვენსმიერ გატარებული რეფორმებისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო  რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას, ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა.

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვაფასებთ, რომ შესანიშნავი ქვეყანა – საქართველო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, ვითარდება იმ პრინციპების შესაბამისად, როგორებიცაა, მიზანდასახულობა, ერთგულება და იმედი. მას მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი აქვს. დღევანდელი საღამო იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია, რომელსაც ამ შესანიშნავმა სახელმწიფომ მიაღწია. ეს საქართველოს შვილების მიერ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული წარმატებული ძალისხმევის შედეგია. ეს არის შესანიშნავი სიახლე ახალი აბრეშუმის გზით დაინტერესებული პირებისა და მათი ქართველი მასპინძლებისთვის, რადგან თბილისი ახალი აბრეშუმის გზის გულში იმყოფება. რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ულამაზეს „ბილთმორის“ სასტუმროში შეაბიჯებენ სტუმრები და მასპინძლები. ეს ადგილი მართლაც ღირსშესანიშნავია – მისი წყალობით საქართველოს უმნიშვნელოვანესი სახელი და ისტორია დაუკავშირდება სიახლესა და ინოვაციას, 21-ე საუკუნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას“, – განაცხადა შეიხმა.

მისი შეფასებით, ახალი სასტუმრო ქართველ ხალხისა და „დაბი ჯგუფის“, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. შეიხმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი და ღირებულება აკავშირებს.

შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანის განცხადებით, „ბილთმორის“ ქსელის პირველი სასტუმრო ლოს-ანჯელესში, ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი კინომოყვარულებისთვის, რადგან ის 100-ზე მეტი ფილმის გადაღების ადგილია. შეიხი დარწმუნებულია, რომ კინოს გადაღების ლოკაციის შერჩევისას, ყველა თანამედროვე პროდიუსერი არჩევანს „ბილთმორ თბილისზე“ შეაჩერებს.

„ვის შეუძლია, გაუძლოს საქართველოსა და „ბილთმორის“ ცდუნებას. ჩვენც კი, არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს, არ შეგვიძლია, გავუძლოთ იმ შთამბეჭდავი გარემოს ცდუნებას, რომელიც აქ სუფევს და ამ ქვეყანას ყველა სხვა სახელმწიფოსგან განასხვავებს. ეს გარემო ამ საღამოსაც თვალშისაცემია – საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის შემდეგ, სწორედ ამ განწყობამ აქცია თბილისი ამ შესანიშნავი სასტუმროსთვის იდეალურ ადგილად.  საქართველო, ისევე როგორ მისი დედაქალაქი, უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ადგილია – ეს იდეალური ადგილია ბიზნესის წარმოებისა და სამყაროს შესაცნობად“, – განაცხადა შეიხმა.

მისი შეფასებით, საქართველომ დაიმსახურა მოგზაურთათვის სასურველი დანიშნულების ადგილის რეპუტაცია, ვინაიდან, ქვეყანაში ყოფნის მანძილზე, სტუმრებს შეუძლიათ, დატკბნენ სტუმართმოყვარეობით.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ტოლერანტული, ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა, იგი იქცა ქვეყნად, რომელიც მზადაა, თვალი გაუსწოროს რეალობას და მომზადებული შეხვდეს გლობალურ გამოწვევებს. დიდი და სწრაფად განვითარებადი ისტორიის მქონე საქართველო კიდევ უფრო ბევრ სტუმარს გაუწევს მასპინძლობას. ჩვენ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მსგავსი ფენომენის მოწმენი გავხდით – ჩვენი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგად, ჩვენს ტრადიციულ არაბულ კულტურას არათუ საფრთხე არ შექმნია, არამედ გაძლიერდა კიდეც სხვადასხვა კულტურებთან ინტერაქციის შედეგად. ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი კულტურის საუკეთესო მხარე მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა. თანამედროვე მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში საქართველოს მზარდი როლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ „ბილთმორ თბილისი“ წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სასტუმროს, სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს – მისი სახელი საუკეთესოსთან ასოცირდება. სასტუმრო ათასობით სტუმარს უმასპინძლებს, იქცევა ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ სიამაყით გამსჭვალულ ქართველთა სოციალურ ცენტრად. კულტურათა ამგვარი ერთობა გააძლიერებს ქვეყანას და ხელს შეუწყობს აბრეშუმის ახალი გზის განვითარებას“,- განაცხადა შეიხმა.

მან, გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა სახელით, თანამშრომლობისა და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სიამაყის საფუძველს აძლევს.

„განსაკუთრებით მადლიერი ვარ ამ პროექტის მანძილზე გამოჩენილი კოოპერატიული თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის – მეგობრობის მნიშვნელობას პირველად შოთა რუსთაველის მიერ 800 წლის წინ გაესვა ხაზი. დიდ მადლობას გიხდით მეგობრობისთვის – „დაბი ჯგუფი“ აფასებს ამ მეგობრობას. პირობას ვაძლევ საქართველოს მთავრობასა და ქართველებს, რომ ეს სასტუმრო იქნება წარმატებული საერთაშორისო ინვესტიციის მაგალითი და საქართველოს ეკონომიკას დიდ სამსახურს გაუწევს“, – აღნიშნა შეიხმა.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა სასტუმრო და შენობაში განთავსებული „ტერაბანკის“ ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც ასევე „დაბი ჯგუფის“ ინვესტიციაა. უმაღლესი კლასის სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა გალა კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე სასტუმროს ფასადზე პროექცირებული იყო 3D შოუ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

„ბილთმორი“ ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. „ბილთმორ თბილისს“ 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“როგორ გიხაროდა გოგო მყავსო, ასე როგორ გაგწირეს…” – ცნობილია ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ქალის ვინაობა

“ორი შვი­ლი დარ­ჩა, ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც სიცოცხლე წაგართვა…” – ვინ არის ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული 31 წლის ქალი?

2 years ago
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10 years ago
რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენებს ზღუდავს

რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენებს ზღუდავს

6 years ago
დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს

ღარიბაშვილი – ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა, სიღარიბე დავამარცხო

5 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by