ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, რომ ის კვლავ ქალაქის მერად რჩება და უახლოეს მომავალში არსად წასვლას არ აპირებს.
კოპალიანის თქმით, გუშინ, თბილისში ყოფნისას მას ფინანსთა მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის განვითარებაზე ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავცელდა ინფორმაცია თითქოს ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა.
დიმიტრი კოპალიანი ქალაქის მერის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 5 ივნისიდან იმყოფება.
21.08.13