• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრი განმარტავს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების შკალა შემუშავებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ექსპერტების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მონაწილეობით.
მისივე თქმით, შკალა მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც დაიხვეწა, ვინც შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში არ მონაწილეობდა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმძღვანელოები, სადაც დავალებები

პირდაპირ წიგნში იწერება, არ არსებობს. დავალებების ჩაწერა მოსწავლის რვეულებში ხდება, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისაა და სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემს მოსწავლეებს. რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ ან ქარხნულ პრობლემებს. ლია გიგაურის განმარტებით, მშობელი, რომელიც სახელმძღვანელოს იბარებს, ვალდებულია, წიგნის შესაძლო ხარვეზის შესახებ სკოლის ინფორმირება მოახდინოს.
მისივე თქმით, შეფასების შკალა მშობელსა და სკოლას გაუგებრობისგან იცავს და შემოწმება მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს გადაცემამდე ხდება. სახელმძღვანელოს პრობლემა მოინიშნება და თუ ის გამოუსადეგარი იქნება, მოსწავლეს არ გადაეცემა და გამომცემელს უკან დაუბრუნდება. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს შეფასება ყოველწლიურად მოხდება.

ამასთან, როგორც განათლების მინსიტრის მოადგილე აცხადებს, ყევლა მოსწავლეს სახელმძღვანელოსათნ მიმართებაში ინდივიდუალური მიდგომა აქვს, რაც გათვალისწინებული იქნება.

“თუ სახელმძღვანელო იქნება გამოუსადეგარი იმიტომ, რომ მოსწავლემ ის განათლების მიღების მიზნით გამოიყენა, მაგრამ ის გარკვეულწილად დაზიანდა, ასეთ შემთხვევაში იგი ამოიღებული იქნება ხმარებიდან და სკოლის მიერ ჩამოიწერება. არანაირი პასუხისმგებლობა, თუ ის იყო სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რაც სახელმძღვანელოში გაჩნდა თუნდაც ჩანაწერი, მონიშვნა და ა.შ არ ექვემდებარება არანაირ სადამსჯელო სანქციებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება მოსწავლეს, მშობელს ან მეურვეს, დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო გადაეცა მესამე პირს, განზრახ იქნა დაზიანებული ან არამიზნობრივად იყო გამოყენებული”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისივე ინფორმაციით, გამცემი ორგანო “ობიექტურ გარემოებებსაც” გაითვალისწინებს. გიგაურის თქმით, ეს არის არა სადამსჯელო, არამედ დაცვისა და სიფრთხილის ღონისძიება.
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღვანელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღვანელო დაუბრუნოს, რომელიც ლია გიგაურის ინფორმაციით, ბაზარზე გაიყიდება.

სახელმძღვანელოებს სკოლის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირები, სავარაუდოდ ბიბლიოთეკარები ან სპეციალურად ამ მიზნით აყვანილი პერსონალი შეამოწმებს.
“საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასებას ეხება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა − 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულა.

ამ ინფორმაციით და მასთან დაკავშირებული საკითხებით მშობლები დაინტერესდნენ და განათლების სამინისტროშიც განმარტებები გაკეთდა.

21.08.13

Tags: განათლების სამინისტრი განმარტავსსასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით
ShareTweet

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

საინტერესო

ვერ ეღირსებით 90-იანებს საკმაოდ დაგვაზიანეთ, მათ შორის პირადად მე – გიორგი გამსახურდია

ვერ ეღირსებით 90-იანებს საკმაოდ დაგვაზიანეთ, მათ შორის პირადად მე – გიორგი გამსახურდია

3 years ago

ნოდარ ხადური ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

14 years ago
“თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროენერგიის საკითხის მოგვარება”

სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

9 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

პატრიარქი საკვირაო წირვა-ლოცვას ბოდბის დედათა მონასტერში აღავლენს

7 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by