• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკაშვილი„თქვენი გვერდში დგომა დიდი ძალაა ჩვენთვის; ეს გვმატებს რწმენას, რომ რასაც ვაკეთებთ თქვენთვის, ხალხისთვის, სწორად ვაკეთებთ“,-ამ სიტყვებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პაატა მხეიძე, 30-ე ოლქში კი – გიორგი ბეგაძე. წალკასა და დმანისში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს კახა ოქრიაშვილი, ბოლნისში გოგა მეშველიანია, გარდაბანში სავალან მირზოევი, თეთრიწყაროში გოდერძი ჩანქსელიანი, მარნეულის 35-ე ოლქში რუსლან გაჯიევი, ხოლო მარნეულის 36-ე ოლქში თამაზ ნავერიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქ რუსთავის საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რუსთავი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, თავის როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი დიდი თუ მცირე საწარმოებით; კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში.

„როდესაც ქვეყანას ასეთი რესურსი და პოტენციალი აქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ. უკეთესი ცხოვრებისკენ გზა ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამიტომაც ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის ამუშვებისთვის“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, სრულად გამოიყენოს ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შექმნას, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა მოსახლეობის ოჯახებში მალე შევიდეს.

„ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით! სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსხვილბიუჯეტიანი სხვადასხვა სამეწარმეო პროექტი, რადგან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა და დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ხალხის ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა და დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ მეწარმეობა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, შედეგებსაც მალე ვნახავთ. სახელწიფოს მხრიდან იმათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არა აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნეს-იდეები, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა. ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი, დაეხმარება მათ გამოავლინონ და ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები განახორციელონ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და წარმოება განვითარდეს. ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს რუსთავში. არც ისე დიდი ხნის წინ რუსთავში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო – ,,პანექსი“- ეს 6-მილიონიანი პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. საწარმოს პროდუქცია ინდუსტრიული შენობების მშენებლობაში გამოიყენება და საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია იმპორტს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს. რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, აგრეთვე უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს. დღეს დილით მთავრობის სხდომამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც საწარმო შედის პარტნიორობაში რუსთავის აზოტთან და მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია რუსთავის აზოტის საწარმოში. ეს არის რუსთავში ხუთასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს კი თავისთავად არის ხუთას დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათელია, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მე მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მთავრობის მიერ ამ დარგის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ არაერთი პროექტი წამოიწყო, რომლებმაც სოფელს, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ჩვენ ხვნის პროცესში დავეხმარეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მიწებს ვერ ამუშავებდა. დღეს პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ გავაგრძელებთ ყველა პროგრამას – გავაგრძელებთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, სანამ არ დავინახავთ, რომ ეს აისახა თითოეულ ადამიანზე, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე, მის კეთილდღეობაზე“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვემო ქართლის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ქვეყნის ერთგულებისთვის, ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ კვლავ თქვენს სამსახურში იქნება!“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, დიდი გამარჯვებები სჭირდება. „მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით , ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენთაგანი იღვაწებს და მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, სადაც ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა.

“მახარებს თქვენთან შეხვედრა. იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია! მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ! „ქართული ოცნებაა“ დღეს ერთადერთი სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე რეალურად ზრუნავს. ჩვენ ვართ მმართველი პოლიტიკური ძალა ადამიანური სახით, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსება, კანონმორჩილება და წესრიგი, ქმედითობა და შედეგზე სწორი ორიენტაციაა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

5 years ago
ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის  მორიგი შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მორიგი შეხვედრა გაიმართა

8 years ago

“ორი გზა იარსებებს, ერთი იქნება სახელწმიფო, მეორე ფასიანი”

11 years ago

“ქართული ოცნების” სრული საარჩევნო სია ცნობილია

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by