• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან იზორია: „მოვალთ და ამ ბიჭებს ვახარებთ გამარჯვებას“

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ლევან იზორია2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მერვე წლისთავის აღნიშვნა, ტრადიციის თანახმად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაიწყო. გმირთა სამუდამო განსასვენებელს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა. სასაფლაოს ეწვივნენ გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნებიც.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრებს შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები და პირობა მისცა, რომ უფრო დეტალურად სასაუბროდ, პრობლემების რეალურად აღმოსაფხვრელად მათთან სპეციალურ შეხვედრას გამართავს.

„რვა წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები, ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავშორდით აფხაზებსა და ოსებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელებით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან, დღეს ისინი გმირი დედები არიან. მე მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსოვნასთან ერთად ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა სულითა და გულით მივუსამძიმრო და ამავე დროს მადლობა ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, მშობლებს, რომლებმაც გაიღეს საუკეთესო, რაც მათ გააჩნდათ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მიერ გაწეული ღვაწლი არამარტო დღეს იძლევა თავის ნაყოფს არამედ მომავალშიც ასევე მოვალთ და ამ ბიჭებს ვახარებთ გამარჯვებას,“ – თქვა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნება

8 years ago
გიორგი კვირიკაშვილი: “მეამაყება ჩემი გუნდის წევრებთან ერთად განვლილი თითოეული დღე”

მთავრობა ტყითსარგებლობის წესებს ამკაცრებს

8 years ago
არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები უმჯობესდება

არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები უმჯობესდება

10 years ago
“დიდი ალბათობით რუსეთს სანქციებს შვეიცარიაც დაუწესებს” – შვეიცარიის პრეზიდენტი

“დიდი ალბათობით რუსეთს სანქციებს შვეიცარიაც დაუწესებს” – შვეიცარიის პრეზიდენტი

4 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by