• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ოთარ დანელია: “წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით”

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ოთარ დანელია: “წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზინით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. მიმდინარე წელს ყურძენის მიღებას 100-მდე  ღვინის კომპანია განახორციელებს. არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

,,შეხვედრაზე ყველა დეტალი განვიხილეთ, რათა მიმდინარე წელს რთველის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ დარგი მაქსიმალურად მზად იყოს ყურძნის მისაღებად. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია,  საერთოდ გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა“, -აღნიშნა  ოთარ დანელიამ.

მინისტრის განმარტებით, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. შესაბამისად, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.  ოთარ დანელიას განცხადებით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.  ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ  ყურძენზე სუბსიდია გაიცემა  შემდეგი ოდენობით:

კახეთის  რეგიონში

  • 1 კგ. რქაწითელზე – 45 თეთრი;
  • 1 კგ. კახური მწვანეზე – 45 თეთრი;
  • 1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო–სვანეთის რეგიონში:

  • მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი;

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი  კომპანიებისათვის  გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის  ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით,  არაუმეტეს  15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით,  გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის  მაქსიმალური ვადა  განისაზღვრა  3 წლის ვადით.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან  ფასს არეგულირებს ბაზარი.

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა  რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. შტაბის ფუნქციონირება რთვლის პროცესში ჩართულ  მხარეებს  (სამინისტროს წარმომადგენლები, მეწარმეები,  მევენახეები) შორის აქტიურ კომუნიკაციას და  კოორდინაციას  შეუწყობს ხელს.  გასული წლის მსგავსად, ამოქმედდება ცხელი ხაზი  – 1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც  შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2016  წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩულებულია – 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი  და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

8 years ago
პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა – რას ჰყვებიან ადგილობრივები საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით.

პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა – რას ჰყვებიან ადგილობრივები საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით.

4 years ago

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს”

12 years ago
„გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა , შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას“- ილია მეორე

„გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა , შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას“- ილია მეორე

5 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by