• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან იზორია: „დიპლომატებმა სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს იმ კურსის გატარებაში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ჰქვია“

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ლევან იზორიასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ელჩებს, თავდაცვის ატაშეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ყურადღება მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას ითვალისწინებს. მინისტრმა უცხოელ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული.

„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა იმ კურსის გატარებაში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას ცალკეულ ქვეყნებთან. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ასევე, შემდგომი ოთხი წლისთვის ჩვენი ახალი სტრატეგიის შემუშავების მიმართ. ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ექსპერტები, მათ შორის, სამხედრო ატაშეები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები, აქტიურად იყვნენ ჩართულები დოკუმენტის შემუშავებაში. ასე რომ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ცალკეული ქვეყნების ექსპერტებთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შემდეგი დღეების განმავლობაში, რათა ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ახალ მინისტრთან, ბატონ იზორიასთან და მის მოადგილესთან. კარგია უწყების ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა, რადგან ამან საშუალება მოგვცა არა მარტო მიგველოცა მისთვის ახალი თანამდებობა, არამედ, მინისტრისგან პირადად მოგვესმინა სამომავლო გეგმები და მიდგომები. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს ახალ სტრატეგიაზე არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების დონეზე, არამედ, საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით. ასე რომ, ველით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ვფიქრობ, ეს ერთობლივი მუშაობის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რაც შეეხება თურქეთის მხარეს, ჩვენ დავარწმუნეთ მინისტრი, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. თურქეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერია. ჩვენ მხარდაჭერას ისევ გავაგრძელებთ. ძალიან კარგი იყო მინისტრისგან გზავნილის მოსმენა, რომ საქართველოს მთავარი მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სამხრეთ კორეა უკრაინას ეხმარება

12 years ago
სალომე ასათიანი – ,,გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს”

სალომე ასათიანი – ,,გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს”

11 years ago
„უყურადღებობის და დაუდევრობის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს…“ – დაღუპული გოგოს მეუღლე პოსტს აქვეყნებს

„უყურადღებობის და დაუდევრობის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს…“ – დაღუპული გოგოს მეუღლე პოსტს აქვეყნებს

2 years ago
„და’წნული“ – საქმიანობა, რომელიც თაობებს ითვლის

„და’წნული“ – საქმიანობა, რომელიც თაობებს ითვლის

5 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by