• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მღებრიშვილი“დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ,” – ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ახლახან დავბრუნდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, სადაც სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი და მინდა, გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ ფაქტებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება.

პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები.

ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართლდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური.

ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს – ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა.

მაგრამ, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე.

ჩვენს სისტემაში 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ისინი თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების, თქვენი შვილების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან – 24 საათი, ყოველ დღე.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას ნუ მივაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას! ხაზგასმით ვაცხადებ: სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტიერებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხიმგებლობით ვამბობ! ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი! შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ კონკრეტული შემთხვევის ან შესაძლოა გადაცდომის მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი სამინისტროს მასშტაბით.

დიახ, ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში მომხდარ რამდენიმე კრიმინალურ ფაქტზე. თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება. ცხელ კვალზე გაიხსნა ეს დანაშაულებიც. თუმცა, საპოლიციო საქმიანობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი:

უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციისთვის და შესაბამისად, უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა?

გარდა ამისა, ჩვენს წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ვნებათაღელვები პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ქვეყნის პოლიციელების ჩარევას – ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას!

პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის!

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ გავაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალის წინააღმდეგ! ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება!”

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერიის თანამშრომელმა ორი ადამიანი დაჭრა

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერიის თანამშრომელმა ორი ადამიანი დაჭრა

3 years ago

1 ივლისიდან რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება აიკრძალება

9 years ago
სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე

სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე

11 years ago
მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

7 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by