• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირების პროცესი”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირების პროცესი”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

stontelbergiსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის საქართველოში მყოფი თითოეული ადამიანის ღირსეული არსებობის საფუძველი. თანამედროვე დასავლურმა ცივილიზაციამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნით უზრუნველყო ამ ქვეყნების მოქალაქეების ღირსეული არსებობა. სწორედ ამიტომ, ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ უსაფრთხოების წესებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებასთან. ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ცალსახად არის გაწერილი იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა. იმ გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ევროპა დღეს დგას მოწმობს ერთს, რომ თუ მეზობელია უსაფრთხოდ, თუ მეზობელ ქვეყანაში არის დემოკრატიული განვითარება მაშინ ეს უსაფრთხოება ევროპაშიც უზრუნველყოფილია,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებთან ერთად კონფერენციას ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საერთაშორისო კონფერენცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დახურა.

„მე სრულად მესმის საქართველოს მისწრაფების, იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც ნორვეგია და ბევრი სხვა ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ნატო საქართველოს წავიდეს წინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. იგივეს ვიტყვი საქართველოსთან მიმართებაში, რაც ავღნიშნე ვარშავის სამიტზე – დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში. საქართველოსთვის ჩემი მთავარი რჩევაა გააგრძელოს ყველა რეფორმა. ჩვენ უკვე ვნახეთ მართლაც სათანადოდ გატარებული რეფორმები, დიდი პროგრესი თავდაცვისა და უსაფრთხოების, საარჩევნო თუ კონსტიტუციური რეფორმირების გზაზე. მთავარი საკითხი სამართლებრივი კუთხით რეფორმირებაა. ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირების პროცესი. ნატოსთვის ფუნდამენტურად პრინციპულია, რომ ყველა სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თვითონ აირჩიოს კურსი, მათ შორის თუ რა უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სურს მას გაწევრიანება. ეს ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელწმიფოს ფუნდამენტური უფლებაა. გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი – ეს მხოლოდ ნატოს 29 წევრი ქვეყნისა და საქართველოს გადასაწყვეტია,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქვეყნები. კონფერენციაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ როგორიცაა: საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში, დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რუსეთის საფრთხე და ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები.

ორდღიანი კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“აღარასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა მედიასაშუალება ერთი ნარატივით მუშაობდა”

11 years ago
„გვექნება წვდომა უფრო მეტ დაფინანსებაზე ევროკავშირიდან“ – ზაალ ანჯაფარიძე

„გვექნება წვდომა უფრო მეტ დაფინანსებაზე ევროკავშირიდან“ – ზაალ ანჯაფარიძე

3 years ago
ცნობილია, ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

ცნობილია, ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

2 years ago

„მზად ვართ მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის“ – თინათინ ხიდაშელი

11 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by