• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ოჯახი და ახალგაზრდობა“ ბუქარესტში საერთაშორისო მართლმადიდებლური კონგრესი ჩატარდა

9 years ago
კატეგორია: რელიგია, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

4-დან 8 სექტემბრის პერიოდში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საერთაშორისო მართლმადიდებლური კონგრესი გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ ახალგაზრდების რელიგიური განათლება თანამედროვე სეკულარიზაციის კონტექსტში.

14341420_10153961611473063_2047162776_n

თეოლოგიის საერთაშორისო  კონგრეს,  მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ რუმინეთის პატრიარქი დანიელი, რუმინეთის განათლების მინისტრი პროფესორი მირკა დუმიტრუ, რუმინეთის აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი იონელ ვალენტინი, სახელმწიფო მდივანი რელიგიის საკითხებში ვიქტორ ოპაში და ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორი დოქტორი, პროფესორი რომიტა იუკუ. კონგრესს სხვადასხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირები.

14348641_10153961612398063_1756066427_n

14349014_10153961612753063_733958965_n

კონგრესი გახსნა მისმა უნეტარესობამ რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა. პატრიარქის მოხსენებაში ძირითადი აქცენტები თანამედროვე გამოწვევების ფონზე ახალგაზრდებისთვის ეკლესიის, სკოლის და ოჯახის  მხარდაჭერის როლზე გაკეთდა. კონგრესზე  მთავარ პოსტულატად განისაზღვრა, რომ ახალგაზრდებში ეროვნული, ჰუმანური, ქრისტიანული ღირებულებება-ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად მთავარი როლი სწორედ ეკლესიას, სკოლას და ოჯახს უნდა დაეკისროს. პატრიარქი დანიელის სიტყვაში ხაზი გაესვა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთებით ახალგაზრდა თაობის რლიგიური განათლების მიმართულებით.

აღსანიშნავია ის ფატი, რომ საჯარო სკოლებში რელიგიის სწავება და მასთან დაკავშირებული პრობლემები იდენტურია მართმადიდებლური აღმსარებლობის მქონე თითქმის ყველა ქვეყანაში. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე განათლების მინისტრი საჯაროდ აფიქსირებს თავის მოსაზრებას ამ თემებზე და ქვეყნის პატრიარქთან ერთად მსჯელობს პრობლემის გადაჭრის გზებზე.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლებში ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია,  არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაესვა რელიგიის მასწავლებლის ინსტიტუტს და გამახვილდა ყრადრება რელიგიის მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე.

რუმინეთის ეკლესია აცნობიერებს რა, რომ მოსახლეობის ასაკის ზრდასთან  ერთად ხდემა მრევლის შემცირება და ნაკლებად შეინიშნემა მრევლის გაახალგაზდავება, ყველაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად. რუმინეთის საპატრიარქომ ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებისთვის განსაკუთრებული ფინანსური დანახარჯები და ძალისხმევა გასწია, რათა ახალგაზრდებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბროს, გაარკვიოს მათი საჭიროებები, შეუქმნას სათანადო გაროემო, იმისათვის რომ მათი ინტერესი გაიზარდოს ქრისტეს ეკლესიის მიმართ. რუმინეთის ეკლესია ყოველწლიურად ხარჯავს მილიონ ევროს ახალგაზრდული პროგრამების განსახორციელებლად, მათ შორის: ახალგაზრდული ფესტივალების, გაცვლითი პროგრამების, საზაფხულო ბანაკების, ჰუმანტარული აქციების, არასრულწლოვანი პრობაციონერების რეაბილიტაციის პროგრამების, მონასტრებში ახალგაზდრების მიღების და არაფორმალური განათლების პროგრამების ორგანიზებას.

მრევლის რელიგიური განათლების საქმეში მნიშვნელოვანი როლს თამაშობს რუმინეთის საპატრიარქოს ტელევიზია და გაზეთი. კონგრესის დასასრულს გამოიკვეთა საჭიროება ეკლესიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთო ძალისხმევისა მართმადიდებლური ეკლესიის წინაშე არსბული გამოწვევების გადასაჭრელად, რისთვისაც რუმინეთის საპატრიარქო სხვა ეკლესიებსაც მოუწოდებს გამოიჩინონ ინიციატივა და მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებების მოწყბაში აქტიურად ჩაერთონ.

კონგრესზე ქართულ მხარეს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის პრეზიდენტი კონსტანტინე სვანაძე წარმოადგენდა, სადაც ის მოხსენებით გამოვიდა. როგორც დავითიანნის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა: „ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა–კურთხევით 2007 წელს დაფუძნდა.  დავითიანნი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში მიმდიანრე დემოკრატიზაციის პროცესს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებში  სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის საკითხები და მათში  ეროვნული, სულიერი, კულტურული ღირებულება–ფასეულობების განვითარების თემები“. მოხსენების ძირითადი ნაწილი ეხებოდა ახალგაზრდულ პრობლემატიკას და დავითიანნს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

ccc

აღნიშნულ პრეიოდში ბუქარესტში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით ახალგაზრდული ფესტივალიც გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ფესტივალზე ქართულ მხარესთან ერთად მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, ჯამში 2500 მდე ახალგაზრდა. ახალგაზრდული ფესტივალის შედეგების შეჯამება სწორედ კონგრესზე მოხდა, სადაც ხაზი გაესვა ძირითად გამოწვევებსა და საუბარი წარიმართა მომავალ სამოქმედო გეგმებზე. როგორც დავითიანნის პრეზიდენტმა კონსტანტინე სვანაძემ განაცხადა: „კონგრესზე ახალგაზრდების რიგ ინიციატივებზე იყო საუბარი, რომელსაც ახალგაზრდები ურჩევდნენ ეკლესიას, რომ მათთვის გაეტარებინათ. მინდა გაცნობოთ, რომ დავითიანნი უკვე წლებია ახალგაზრდებთან მუშაობს და სწორედ იმ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლებიც გახლდათ ჩამონათვალში ფიქსირებული. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, ვაგრძელებთ ამ საქმიანობას და მზად ვართ ეს გამოცდილება გავაზიაროთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სწორედ ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებასა და დაკმაყოფილებას“.

რუმინეთი ევროკავშირის წევრია და მისი მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია. რუმინეთს ერთერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი მრევლი ჰყავს (18 მილიონი) ჩვენს სამეზობლოში და მსოფლიოს მასშტაბით. რუმინეთი შავი ზღვის აუზის ქვეყანაა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია და მჭიდროდ თანამშრომლობენ. რუმინეთის სახელმწიფო პერიოდულად გამოჰყოფს თანხებს საკულტო ნაგებობების დასაფინანსებლად. მიუხედავად თანამედროვე გამოწვევებისა ეკლესია და მთავრობა აქტიურ თანამშრომლობაში არიან თანამედროვე სახელმწიფოებრივ გამოწვევებთან. დღეს რუმინეთში, კონკრეტულად დედაქალაქ ბუქარესტში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საკმაოდ ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა აქვს, უმაღლეს დონეზეა მოწყობილი საპატრიარქო რეზიდენცია, საკონფერენციო დარბაზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს საშუალებას ისეთი გრანდიოზული პროექტების ორგანიზება განახორციელოს, რომელშიც ქართულმა მხარემ ცოტა ხნის წინ მიიღო მონაწილეობა.

 ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” ავრცელებს

 

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In