• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თავდაცვის მინისტრმა 90 სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადასცა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თავდაცვავარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა ამჯერად 90 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების პირველ ათეულს ახალი ბინის გასაღები პირადად გადასცა. მან ახალ მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურეებისათვის სათანადო პირობების შექმნის საკითხზე გაამახვილა. „ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ, რომ სამხედრო მოსამსახურეებს სოციალური პირობები ჰქონდეთ მაქსიმალურად ისეთი, რომ ღირსეულად განახორციელონ საკუთარი სამსახური. ეს ხალხი არის ყველაზე მეტად დასაფასებელი სახელმწიფოს მხრიდან, აღებული აქვთ, მართლაც, უდიდესი პასუხისმგელობა როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ამიტომ, პროცესები, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, დამოკიდებული იქნება იმ შესაძლებლობებზე, რაც ბიუჯეტით იქნება განსაზღვრული და, ამ შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემის პროცესი გაგრძელდება. „იგეგმება 270 ოჯახისთვისაც მსგავსი ბინების გადაცემა და, ბუნებრივია, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რომ სახელმწიფომ ბოლომდე შეასრულოს ის ვალდებულება, რაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემას ნიშნავს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
90 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V, VI, IX, X კორპუსებში გადაეცათ. ბინების გადაცემის ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
„სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 04/04/2014 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს 04/04/2014 წლის და 26/06/2016 წლის ბრძანებებში განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა.

ამ ეტაპზე კომისიამ საცხოვრებელი ფართით ის პირები დააკმაყოფილა, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. რადგან გასანაწილებელი ბინების რაოდენობა შეადგენდა 90-ს, კომისიამ ამ ეტაპზე 1019 კაციდან პირველი 400 პირის მონაცემი დაამუშავა და 90 პირი შეარჩია.

სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისას კომისიის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ნამსახურობის წლები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანება და გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსი, მრავალშვილიანის სტატუსი და ა.შ. მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა კრიტერიუმს გარკვეული ქულა შეესაბამება. სამხედრო მოსამსახურეების შერჩევაც, სწორედ, ქულათა ჯამის თანმიმდევრობის შესაბამისად მოხდა.

სამხედრო ქალაქის ახალ მობინადრეებს შორის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, ხოლო სამს – ოთხი და მეტი შვილი.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ბინით (არაუმეტეს 40 კვ.მ) დაკმაყოფილების ვალდებულება გააჩნდა 2045 ფიზიკურ პირთან, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ ვალდებულება უკვე შეასრულა 996 პირთან. რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების შესრულების შემდეგ, ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს დარჩება 930 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდი წარმატება იაპონიაში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდი წარმატება იაპონიაში

9 years ago
ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლე გაიხსნა

ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლე გაიხსნა

10 years ago
„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დამხვედროდა კორპუსში…“ – ბუდუ ზივზივაძე

„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დამხვედროდა კორპუსში…“ – ბუდუ ზივზივაძე

2 years ago
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება

12 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by