• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გაქრება ქართული პოლიტიკიდან, წაიღებს ფულს და წავა“ – ზურაბ ჯაფარიძე

10 years ago
in პოლიტიკა
A A
„მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე, იყო სრული სისულელე“ – ზურაბ ჯაფარიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯაფარიძე„ფიქრის შემდეგ მივხვდი,რომ ამ ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს ქვეყნის გარდაქმნის.პოლიტიკაში მოვიდა ფულის საშოვნელად. ის არ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, სავარაუდოდ ეს პოლიტიკური პარტიაც გაქრება“. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის დატოვების მიზეზებზე და ბურჭულაძესთან საუბრის დეტალებზე „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„მას ჰქონდა პოზიტიური იმიჯი მოსახლეობაში,რომელიც გარდაქმნა პოლიტიკურ კაპიტალად. შემდეგ ამ კაპიტალს როგორც ჩანს ახურდავებს ფულში. შეიძლება კარგი პროფესიონალები მოხვდნენ კიდეც პარლამენტში, მაგრამ ეს ადამიანი გაქრება ქართული პოლიტიკიდან,  წაიღებს  ამ ფულს და წავა. არანაირი გრძელვადიანი ხედვები მას არ აქვს.

დამირეკეს და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა შეხვედრა. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მივედი და იჯდა დაახლოებით ოცდაათი ადამიანი. დაახლოებით ნახევარი წუთი გაგრძელდა ჩვენი საუბარი. მითხრა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს და არ მსურს ამაზე საუბარიო. ერთ საათს გაძლევ მოსაფიქრებლად და ვაპირებ გირჩის წევრების სიიდან ამოღებას, შენ შეგიძლია პარტიის გარეშე დარჩეო. მე ავდექი და გამოვედი. პირველ რიგში ვიკითხე თუ იყო რამე ფინანსური ვალდებულება, რომელიც არ შეგვისრულებია. მითხრეს, რომ საქმე ეხებოდა დამატებით ფინანსურ რესურსებს, რომელიც ერთ საათში უნდა მომეტანა. მილიონზე მეტ თანხაზე იყო საუბარი.

ჩვენ გვყავს რამდენიმე ბიზნესმენი,რომელიც აფინანსებს გირჩს. ბიძინა ივანიშვილთან მათ კავშირი არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში მე რამდენადაც ვიცი არ აქვთ. ბევრ სხვადასხვა ტიპის ბიზნესმენთან გვქონდა კავშირი და ეს ყველაფერი პაატა ბურჭულაძემ იცოდა ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან. ცხადია ვისაუბრეთ დაფინანსების რა წყაროები გვქონდა ჩვენც, მათაც, გიორგი ვაშაძესაც. თუ პრობლემა იყო,რომ მე მქონდა ბიძინა ივანიშვილის ფული, ერთ საათში ეს ფული უნდა მომეტანა და მაშინ პრობლემა არ იქნებოდა? უბრალოდ თქვა მიზეზი, რეალურ პრობლემას ხომ არ მოყვებოდა. იქ იყო ოცდაათი ადამიანი და იმედი მაქვს,რომ რამდენიმე მაინც დაადასტურებს,რომ მან მომცა ერთსაათიანი ვადა  გაურკვეველი პრობლემის მოსაგვარებლად.

გუშინ გავიგე, რომ ბლოკიდან ხელფასი ჰქონდა 60 ათასი ლარი. ამ გუნდს ჰყავდა ათობით ათასი კოორდინატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათზე ხელფასის გაცემის პრობლემა იყო. ბურჭულაძის მაგივრად მე მოვუხდი ამ ხალხს ბოდიშს. დიდი ალბათობით რა ფინანსურ რესურსსაც არ უნდა მოუყაროს თავი ამ ადამიანმა, წაიღებს ამ ფულს და წავა.

ეს ადამიანი ტოვებდა შთაბეჭდილებას,რომ მართლა აწუხებდა ქვეყნის ბედი და უნდოდა ცვლილებები. გულწრფელად ვამბობ,რომ ეს არის ჩემი შეცდომა. არ ტოვებდა შტაბეჭდილებას,რომ  განვითარების რამე კონკრეტული გზები იცოდა, თუმცა ჩვენ ვფიქრობდით რომ კონკრეტული გზები ჩვენ ვიცოდით და ამ თვალსაზრისით ერთმანეთს შევავსებდით.

ცალსახად შეცდომა იყო ამ ბლოკში გაერთიანება. გირჩისთვის პარლამენტში თუნდაც ორი ადამიანის, ვახო მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას  წარმომადგენლობა იყო  პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამის გამო ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგი,რომელმაც კრიტიკა გამოიწვია. მესმის,რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ტრიბუნა, მაგრამ ჩვენ  საპარლამენტო ტრიბუნის გარეშეც ვერავინ გაგვაჩერებს. ჩვენ უკვე გვაქვს ცნობადობა, ვერც ვერავინ დაგვბლოკავს მედიაში. ყველა თემა,რომელიც დღეს არსებობს ქართულ პოლიტიკაში არის ჩვენი შექმნილი. გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიის შემცირება, სამთავრობო ხარჯების შემცირება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, მიწების რეგისტრაცია თუ ნარკოპოლიტიკის შეცვლა. ყველა ეს თემა არის გირჩის შექმნილი და ამ თემებს მივიყვანთ ბოლომდე.

არავის დავადებ ხელს და არ ვიტყვი, რომ პაატა ბურჭულაძე ვიღაცის პროექტია. მე მაინც მგონია,რომ ეს არის ამ ადამიანის საკუთარი პროექტი, მან ფულის შოვნა გადაწყვიტა. თუმცა ვერსიების არსებობას აქვს საფუძველი.ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით „გირჩის“ წამოსვლა აწყობს როგორც „ნაციონალურ“ მოძრაობას, ასევე „ქართულ ოცნებას“. ორივეს მიზანი საბოლოო ჯამში იყო,რომ შუაში რაღაც ძლიერი ძალა არ გაჩენილიყო,“-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მანანა ღოღობეროძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ფესტივალი „4GB“ და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია იმართება

ფესტივალი „4GB“ და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია იმართება

11 years ago
შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

გიორგი გახარიამ მინისტრებს სთხოვა, რომ მთავრობის სხდომების დასრულების შემდეგ მედიას ინფორმაცია მიაწოდონ

7 years ago
მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

2 years ago
ერთის ტკივილი ყველას ტკივილია!

ერთის ტკივილი ყველას ტკივილია!

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by