• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფოთში ცემენტის ახალი საწარმო ამუშავდება

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ფოთში ცემენტის ახალი საწარმო ამუშავდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქუმსიშვილიპირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი დიმიტრი ქუმსიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ფოთში, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ კუთვნილი ქარხნის გახსნაზე.

„დღეიდან ფოთში ცემენტის ახალი საწარმო ამუშავდება – ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა, კიდევ უფრო მახარებს, რომ „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ამ პროექტს ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია ,,ლაფარჟჰოლკიმთან” თანამშრომლობით ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ქარხანა იმუშავებს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწარმოებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ლაფარჟჰოლციმი“ (Lafargeholcim) წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მთელ მსოფლიოში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რეგიონებში გაიხსნას ახალი საწარმოები, ეს ნიშნავს მათთვის ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს, ახალ ინვესტიციებს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი ინფორმაციით, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ ფოთის ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ეკოლოგიური ნორმების დაცვის საკითხს სერიოზულად მოეკიდა. შესაბამისად, ამ მიზნით ქარხანაში 11 ფილტრი დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა. ამ მიმართულებითაც კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.

„ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არაერთი მსხვილი, მათ შორის რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ბუნებრივია, მათი მშენებლობის პროცესში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქცია სწორედ მათ რიცხვში იქნება, წარმატებით მოძებნის და დაიკავებს საკუთარ ადგილს ქართულ ბაზარზე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხნის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა: „ჩვენ გვაქვს ყოველდღე ახალი პრეზენტაციები, იწყება ახალი პროექტები. გუშინ ანაკლიის პორტის პრეზენტაციები გვქონდა, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია ქვეყნის სივრცით განვითარებაზე. ყოველივე ამას სჭირდება შესაბამისი სამშენებლო მასალების მიწოდება და სწორედ ასეთი საწარმოები გახდებიან ამ პროექტების მიმწოდებლები და ამით თავის წვლილს შეიტანეს ქვეყნის შენების პროცესში“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხნის გახსნას ღონისძიებას, პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, „ლაფარჟჰოლციმის“ წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე, სხვა ოფიციალური პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ელენე ხოშტარია: “მე ვაკე ნამდვილად წავაგე”

„ირაკლი კობახიძის კანდიდატურა არის გარკვეული მესიჯი“ – ელენე ხოშტარია

10 years ago

რუსეთი ძალას იკრებს

13 years ago

თბილისში ხელოვნების პირველი ბაზრობა მაისში გაიმართება

8 years ago

საპარტნიორო ფონდმა OPIC-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by