• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონის ინვესტიციის განხორციელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქუმსიშვილი„თავის დროზე რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლება იყო ფოთის პორტის მფლობელი, რომელიც მათ შემდგომში გაყიდეს. თავად თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ასევე ფოთის აეროპორტი იყო კლასტერული ხედვა, რომელიც გააჩნდა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლებას. მას მერე, რაც ფოთის პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ფოთის აეროპორტში და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, აღარ განხორციელდა და ეს იყო ლოგიკური“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოტივით მოხდა ფოთის თიზ-ის 85 პროცენტისა და სს „ფოთის აეროპორტის“ დაბრუნება სახელმწიფოსთვის.

„რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოსთან და ზოგადად, რას ალ ხაიმასთან ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელი საქართველოში, მაგალითად, ეს არის სასტუმრო „შერატონი“, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება და ეს არის 30 მილიონი დოლარი. განახლებული „შერატონი“ ჩვენ გვექნება წლის ბოლოსთვის. ასევე „თბილისი მოლი,“ სადაც კომპანია ფიქრობს გაფართოებას და ინვესტიციების განხორციელებას. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც გააჩნია კომპანიას“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის განხორციელდა ურთიერთშეთანხმებული ქმედება, რისიც, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ინვესტორიც ძალიან მადლიერია და აქტიურად აგრძელებს ინვესტიციებს თავის მიმდინარე პროექტებში.

„შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ფოთის თიზ-ის მფლობელთან, მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფომ დაიბრუნა ეს აქტივი, რომელიც, ჩემი პირადი შეხედულებით, სადღაც 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს. შესაბამისად, დავიბრუნეთ 300 ჰექტარზე მეტი ფართობის ინდუსტრიული ზონა და დაახლოებით 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტის ტერიტორია. ეს ქონება დავიბრუნეთ სწორედ იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი, სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი და მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ფოთის თიზ-ისა და ფოთის აეროდრომის განვითარებისთვის უკვე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან. „არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სახელმწიფო მუშაობს ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან და თუ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკება, უახლოეს მომავალში გეტყვით ამ კომპანიის სახელსაც. 600 მილიონის ინვესტიციაზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანი არის ის, რომ თიზ-ი და ფოთის აეროდრომი გამოყენებული იყოს როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტრუმენტი“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს საქართველოში აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც კიდევ უფრო გამყარდა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. „საქართველო დღეს არის უნიკალურ მდებარეობაზე უნიკალური შესაძლებლობებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს წვდომა როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის ბაზარზე, საკმაოდ კარგი ლოჯისტიკით. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიის განვითარება და მის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვა იქნება წარმატებული“- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს

10 years ago
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი: „ყულაბებიდან და ზარებიდან მიღებული თანხის 100 % ქველმოქმედებას მოხმარდა“

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი: „ყულაბებიდან და ზარებიდან მიღებული თანხის 100 % ქველმოქმედებას მოხმარდა“

9 years ago
თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის – ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ – ბუდუ ზივზივაძე

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის – ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ – ბუდუ ზივზივაძე

2 years ago
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ 224 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო

10 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by